ნატო-ს ახალ მისიაში „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission) საქართველოს მონაწილეობის თაობაზე წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

მიღების თარიღი 15.12.2014
ძალაში შესვლა 26.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №15/204
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016306
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2015
matsne.gov.ge 2,039 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2014 მიღება
26.12.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ წერილების გაცვლა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 29.05.2017 „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 79% 30.11.2022 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 78% 06.05.2022 მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 78% 07.12.2015 „საქართველოს მთავრობასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 77% 27.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

ნატო-ს ახალ მისიაში „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission) საქართველოს მონაწილეობის თაობაზე წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება ნატო-ს ახალ მისიაში „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission) საქართველოს მონაწილეობის თაობაზე წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება - 15 დეკემბერი, 2014 ძვირფასო მინისტრო, ”მაქვს პატივი მივუთითო 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაზე ავღანეთის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა (ავღანეთი) შეთანხმდნენ ერთობლივ მუშაობაზე, რათა დააფუძნონ ნატოს ეგიდით მიმდინარე არასაბრძოლო სასწავლო, საკონსულტაციო და მხარდაჭერის მისია ავღანეთში 2014 წლის შემდეგ. მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციაზე (UNSCR) (2145) 2014, მივესალმო ამ დეკლარაციას და აღვნიშნო ავღანეთის მთავრობისა და ნატოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნატო გააგრძელებს სწავლებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს და მხარდაჭერას აღმოუჩენს ავღანეთის ეროვნულ უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ. ნატო-ავღანეთის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმების კონტექსტში, ნატო და ავღანეთი თანხმდებიან ნატოს ძალების ავღანეთში ყოფნაზე 2014 წლის შემდგომი ნატოს ეგიდით მიმდინარე არასაბრძოლო სასწავლო, საკონსულტაციო და მხარდაჭერის მისიის მიზნებისათვის და ადასტურებენ საქართველოს, როგორც ოპერაციული პარტნიორის მონაწილეობას. ეს მისია ცნობილი იქნება, როგორც მტკიცე მხარდაჭერა. გათვალისწინებულია, რომ ამ მისიის მიერ გაწეული  კონსულტაცია, სწავლება და მხარდაჭერა განხორციელდება უსაფრთხოების სამინისტროებისა და ეროვნულ ინსტიტუციონალურ დონეზე. ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების კონსულტაცია გავრცელდება მხოლოდ კორპუსისა და კორპუსის ექვივალენტ პოლიციის შტაბებზე. ნატოს ძალების მიერ გაწეული მხარდაჭერა, არასაბრძოლო სწავლება და კონსულტაცია ავღანეთის სპეციალური ოპერაციული ძალების შემთხვევაში  გავრცელდება ტაქტიკურ დონეზე ავღანეთის მთავრობის მოთხოვნითა და მიწვევით. აგრეთვე მივუთითებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებაზე, საწყის ეტაპზე დაადასტუროს  საქართველოს შეთავაზება მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ძალების ჩართვის შესახებ ამ მონაწილეობის/ფინანსური შეთანხმების დასრულებამდე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, აგრეთვე მინდა მივუთითო მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საბჭოს მიერ  საქართველოს პოტენციურ ოპერაციულ პარტნიორად ცნობაზე. შესაბამისად, წინამდებარე დისკუსიასა და კომუნიკაციაზე, ასევე ამ შეთანხმების ხელმოწერაზე დაყრდნობით, ვაფასებ საქართველოს  შეთავაზებას მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობაზე, ძალთა დაცვის პერსონალის სახით, 1 ბატალიონისა და 1 ასეულის ოდენობით. ჩემი აზრით ეს არის საქართველოს გადაწყვეტილება მიიღოს მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში სულ მცირე ექვსი (6) თვე, რომელიც შეიძლება გაიზარდოს. მტკიცე მხარდაჭერის მისიის დაარსების, ფუნქციონირების, ვალდებულებებისა და სტატუსის შესახებ პრინციპები მოცემულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის ავღანეთში ორმხრივად შეთანხმებულ ნატოს ეგიდით მიმდინარე ღონისძიებებში ნატოს ძალებისა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ შეთანხმებაში (შემდგომში როგორც ნატო-ავღანეთი SOFA) და ნატოს ოპერაციულ დაგეგმვის დოკუმენტებში. საგულისხმოა, რომ  მონაწილეობის შესახებ თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ამ დოკუმენტის დებულებების აღიარებაზე. მე დაველოდები თქვენს თანხმობას, რომ ქართული კონტინგენტი იხელმძღვანელებს ამ დოკუმენტის დებულებებით და  მათი ნებისმიერი ცვლილებით  მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობის მთელი კურსის განმავლობაში. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტზე, რომ  მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობა დარეგულირდება ზემოაღნიშნული ნატო-ავღანეთი SOFA-ს დებულებების შესაბამისად. ქვემოთ მოცემული სამოქმედო გეგმის დებულებების შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ ევროპის უმაღლესი მოკავშირე ძალების სარდალს მიენიჭება მტკიცე მხარდაჭერის მისიის წარმართვის უფლებამოსილება. ევროპის უმაღლესი მოკავშირე ძალების სარდალს აქვს მტკიცე მხარდაჭერის სრული სტრატეგიული მმართველობა და წვრთნების ოპერაციული მართვა და ოპერაციული კონტროლი ერების მიერ გადაცემული უფლებამოსილების შესაბამისად. ევროპის უმაღლესი მოკავშირე ძალების სარდალი ძალების ოპერაციული კონტროლის უფლებამოსილების დელეგირებას მოახდენს მეთაურზე, გაერთიანებული ძალების მეთაურობაზე Brunsum, (COM JFCBS), რომლებიც შემდგომ ამ უფლებამოსილების დელეგირებას მოახდენენ მეთაურზე, მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურზე. მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაური, როგორც თეატრის შიგნით ოპერაციული მეთაური, უხელმძღვანელებს მტკიცე მხარდაჭერის მისიას და მისი ღონისძიებების სინქრონიზაციას მოახდენს ავღანეთის უფლებამოსილ ორგანოებთან. ევროპის უმაღლესი მოკავშირე ძალების სარდლის სამოქმედო გეგმაზე 10312 და ამ გეგმის ნებისმიერ შემდგომ ცვლილებასა და დამატებაზე   მითითებით, ველოდები თქვენს თანხმობას, რომ მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის გამოყოფილი ეროვნული კონტიგენტები, განლაგდებიან ოპერაციების ადგილებზე და შეფასდებიან, როგორც მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარის მქონე, მინიმუმ ოპერაციულ კონტროლს გადასცემენ ევროპის უმაღლესი მოკავშირე ძალების სარდალს და დაექვემდებარებიან ნატოს მიერ დადგენილ ბრძოლაში ჩართვის წესებს. მტკიცე  მხარდაჭერის ოპერაციის მეთაური გამოსცემს ბრძანებებს ეროვნული კონტინგენტებისათვის, მის მიერ დადგენილი მეთაურობის ჯაჭვის მეშვეობით და ეროვნულ კონტინგენტებს გამოიყენებს მათი შესაძლებლობების შესაბამისად კონტიგენტის მეთაურის რჩევის გათვალისწინებით. ნატოს არაწევრი ქვეყნები შეინარჩუნებს ეროვნულ მმართველობას თავიანთ კონტიგენტზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა ქვედანაყოფების მომსახურების უწყვეტობას მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და მივიღო თქვენი თანხმობა, რომ ქართული კონტინგენტი არ იქნება გამოწვეული მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურისათვის 3 თვით ადრე გაკეთებული შეტყობინების გარეშე, თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული. გარდა ამისა, მოგმართავთ თხოვნით, დაადასტუროთ, რომ თქვენი ეროვნული კონტინგენტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყონ ქართველი პერსონალის სათანადო დისციპლინის შენარჩუნება და განახორციელონ იურისდიქცია ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ჩადენილი იყოს ქართველი პერსონალის მიერ. ნატოს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა ნატოსა და ოპერაციულ პარტნიორებს შორის განხორციელდება არსებული უსაფრთხოების შეთანხმებების შესაბამისად, როგორც შეთანხმდებიან ნატო და ყველა მონაწილე ქვეყანა. ოპერაციული პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ ოპერაციებთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები გადაამისამართონ ნატოს გენერალურ მდივანთან. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში თქვენი ქვეყნის მონაწილეობის ფინანსური პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგნაირად: a.  საქართველო პასუხისმგებელი იქნება ქართული კონტინგენტის პერსონალის, მათი იარაღისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე, ნატოს ხარჯების გარეშე, გამგზავრების განსაზღვრული პუნქტიდან მათ განსაზღვრულ ადგილამდე და უკან, ორმხრივად დადგენილი როტაციის განრიგის შესაბამისად. b. საქართველო პასუხისმგებელი იქნება საკვების, საცხოვრებლის, საწვავის, საწვავ-საპოხი მასალის და სამედიცინო მომსახურების თავისი პერსონალისათვის უზრუნველყოფაზე ოპერაციების ადგილზე, ისევე როგორც ძირითად დახმარებაზე, ნატოს ხარჯების გარეშე. აგრეთვე, ნატო არ უზრუნველყოფს ქართული კონტინგენტისათვის აღჭურვილობას მისიის შესრულების დროს. c.  საქართველო რჩება პასუხისმგებელი მისი პერსონალისათვის ხელფასის, სპეციფიკური ანაზღაურების, ბენეფიტების, დღიური და სხვა ანაზღაურების გადახდაზე ნატოს ხარჯების გარეშე. d.  საქართველო თავის პერსონალს უზრუნველყოფს  მისიის შესრულებისათვის აუცილებელი იარაღითა და სხვა აღჭურვილობით ნატოს ხარჯების გარეშე. e.   ნატო არ გაიღებს არანაირ ხარჯს საქართველოსათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ძალების გადაყვანისათვის. f.   ნატოს ნებისმიერ შტაბ-ბინაში მყოფი ეროვნული წარმომადგენელი იქნება საქართველოს ანაზღაურებაზე. g.   ნატოს ქვეყნები და ოპერაციული პარტნიორი ქვეყნები თანხმდებიან, აიცილონ ყველა საჩივარი ერთმანეთის წინააღმდეგ და სხვა ოპერაციული პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ იმ ქონების დაზიანების შემთხვევაში, რომელსაც იყენებს ან ეკუთვნის მათ კონტინგენტს მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციებში. ამ შეთანხმების მიღებით, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, აღიაროს მსგავსი ვალდებულება. h.   ოპერაციული პარტნიორი ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, და მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციების სხვა შემადგენელი ელემენტები პასუხისმგებელი იქნება საჩივრებზე, რომელიც წარმოიშობა მათი ქმედებებით და უმოქმედობით და გაკეთებულია იმ ქვეყნის მესამე მხარის მიერ, სადაც სავარაუდოდ მოხდა დაზიანება. ყველა მესამე მხარის საჩივარი განიხილება მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურის მიერ გამოცემული პროცედურების შესაბამისად და გადასაწყვეტად გადაიცემა იმ ქვეყნის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ზიანზე. ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ რეგულირდება ამ წერილით, რჩება საქართველოს პასუხისმგებლობის ქვეშ და არ გამოიწვევს ნატოს ან მტკიცე მხარდაჭერის მისიის სხვა ეროვნული შემადგენელი ელემენტის რაიმე სახის ფინანსურ პასუხისმგებლობას. ამ შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი გადაწყდება ნატოსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების გზით. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებული ოპერაციული საკითხები გადაწყდება  მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურის მიერ და ქართული ეროვნული კონტინგენტის მეთაურის ან მათი წარმომადგენლის მიერ. ეს შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს საიმპლემენტაციო შეთანხმებებით, რომელიც დაიდება ნატოსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. მაქვს პატივი, შემოგთავაზოთ, რომ ეს წერილი და თქვენი პასუხი, რომელიც ადასტურებს საქართველოს თანხმობას ზემოაღნიშნულ პირობებზე, წარმოადგენს შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის საქართველოს მიერ მისი შიდა პროცედურების დასრულების თაობაზე შეტყობინების თარიღიდან”. პატივისცემით, ხელმოწერილია......... მისი აღმატებულება თამარ ბერუჩაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისი საქართველო ძვირფასო გენერალური მდივნის მოადგილე, მაქვს პატივი დავადასტურო 2014 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული წერილის მიღება, რომელიც იკითხება შემდეგნაირად: ”მაქვს პატივი მივუთითო 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაზე ავღანეთის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა (ავღანეთი) შეთანხმდნენ ერთობლივ მუშაობაზე, რათა დააფუძნონ ნატოს ეგიდით მიმდინარე არასაბრძოლო სასწავლო, საკონსულტაციო და მხარდაჭერის მისია ავღანეთში 2014 წლის შემდეგ. მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციაზე (UNSCR) (2145) 2014, მივესალმო ამ დეკლარაციას და ავღნიშნო ავღანეთის მთავრობისა და ნატოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნატო გააგრძელებს სწავლებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს და მხარდაჭერას აღმოუჩენს ავღანეთის ეროვნულ უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ. ნატო-ავღანეთის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმების კონტექსტში, ნატო და ავღანეთი თანხმდებიან ნატოს ძალების ავღანეთში ყოფნაზე 2014 წლის შემდგომი ნატოს ეგიდით მიმდინარე არასაბრძოლო სასწავლო, საკონსულტაციო და მხარდაჭერის მისიის მიზნებისათვის და ადასტურებენ საქართველოს, როგორც ოპერაციული პარტნიორის მონაწილეობას. ეს მისია ცნობილი იქნება, როგორც მტკიცე მხარდაჭერა. გათვალისწინებულია, რომ ამ მისიის მიერ გაწეული კონსულტაცია, სწავლება და მხარდაჭერა განხორციელდება უსაფრთხოების სამინისტროებისა და ეროვნულ ინსტიტუციონალურ დონეზე. ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების კონსულტაცია გავრცელდება მხოლოდ კორპუსისა და კორპუსის ექვივალენტ პოლიციის შტაბებზე. ნატოს ძალების მიერ გაწეული მხარდაჭერა, არასაბრძოლო სწავლება და კონსულტაცია ავღანეთის სპეციალური ოპერაციული ძალების შემთხვევაში  გავრცელდება ტაქტიკურ დონეზე ავღანეთის მთავრობის მოთხოვნითა და მიწვევით. აგრეთვე მივუთითებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებაზე, საწყის ეტაპზე დაადასტუროს  საქართველოს შეთავაზება მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ძალების ჩართვის შესახებ ამ მონაწილეობის/ფინანსური შეთანხმების დასრულებამდე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, აგრეთვე მინდა მივუთითო მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საბჭოს მიერ  საქართველოს პოტენციურ ოპერაციულ პარტნიორად ცნობაზე. შესაბამისად, წინამდებარე დისკუსიასა და კომუნიკაციაზე, ასევე ამ შეთანხმების ხელმოწერაზე დაყრდნობით, ვაფასებ საქართველოს  შეთავაზებას მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობაზე, ძალთა დაცვის პერსონალის სახით, 1 ბატალიონისა და 1 ასეულის ოდენობით. ჩემი აზრით ეს არის საქართველოს გადაწყვეტილება მიიღოს მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში სულ მცირე ექვსი (6) თვე, რომელიც შეიძლება გაიზარდოს. მტკიცე მხარდაჭერის მისიის დაარსების, ფუნქციონირების, ვალდებულებებისა და სტატუსის შესახებ პრინციპები მოცემულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის ავღანეთში ორმხრივად შეთანხმებულ ნატოს ეგიდით მიმდინარე ღონისძიებებში ნატოს ძალებისა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ შეთანხმებაში (შემდგომში როგორც ნატო-ავღანეთი SOFA) და ნატოს ოპერაციულ დაგეგმვის დოკუმენტებში. საგულისხმოა, რომ  მონაწილეობის შესახებ თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ამ დოკუმენტის დებულებების აღიარებაზე. მე დაველოდები თქვენს თანხმობას, რომ ქართული კონტინგენტი იხელმძღვანელებს ამ დოკუმენტის დებულებებით და  მათი ნებისმიერი ცვლილებით  მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობის მთელი კურსის განმავლობაში. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტზე, რომ  მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობა დარეგულირდება ზემოაღნიშნული ნატო-ავღანეთი SOFA-ს დებულებების შესაბამისად. ქვემოთ მოცემული სამოქმედო გეგმის დებულებების შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ ევროპის უმაღლესი მოკავშირე ძალების სარდალს მიენიჭება მტკიცე მხარდაჭერის მისიის წარმართვის უფლებამოსილება. ევროპის უმაღლესი მოკავშირე ძალების სარდალს აქვს მტკიცე მხარდაჭერის სრული სტრატეგიული მმართველობა და წვრთნების ოპერაციული მართვა და ოპერაციული კონტროლი ერების მიერ გადაცემული უფლებამოსილების შესაბამისად. ევროპის უმაღლესი მოკავშირე ძალების სარდალი ძალების ოპერაციული კონტროლის უფლებამოსილების დელეგირებას მოახდენს მეთაურზე, გაერთიანებული ძალების მეთაურობაზე Brunsum, (COM JFCBS), რომლებიც შემდგომ ამ უფლებამოსილების დელეგირებას მოახდენენ მეთაურზე, მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურზე. მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაური, როგორც თეატრის შიგნით ოპერაციული მეთაური, უხელმძღვანელებს მტკიცე მხარდაჭერის მისიას და მისი ღონისძიებების სინქრონიზაციას მოახდენს ავღანეთის უფლებამოსილ ორგანოებთან. ევროპის უმაღლესი მოკავშირე ძალების სარდლის სამოქმედო გეგმაზე 10312 და ამ გეგმის ნებისმიერ შემდგომ ცვლილებასა და დამატებაზე   მითითებით, ველოდები თქვენს თანხმობას, რომ მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის გამოყოფილი ეროვნული კონტიგენტები, განლაგდებიან ოპერაციების ადგილებზე და შეფასდებიან, როგორც მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარის მქონე, მინიმუმ ოპერაციულ კონტროლს გადასცემენ ევროპის უმაღლესი მოკავშირე ძალების სარდალს და დაექვემდებარებიან ნატოს მიერ დადგენილ ბრძოლაში ჩართვის წესებს. მტკიცე  მხარდაჭერის ოპერაციის მეთაური გამოსცემს ბრძანებებს ეროვნული კონტიგენტებისათვის, მის მიერ დადგენილი მეთაურობის ჯაჭვის მეშვეობით და ეროვნულ კონტიგენტებს გამოიყენებს მათი შესაძლებლობების შესაბამისად კონტიგენტის მეთაურის რჩევის გათვალისწინებით. ნატოს არაწევრი ქვეყნები შეინარჩუნებს ეროვნულ მმართველობას თავიანთ კონტიგენტზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა ქვედანაყოფების მომსახურების უწყვეტობას მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და მივიღო თქვენი თანხმობა, რომ ქართული კონტინგენტი არ იქნება გამოწვეული მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურისათვის 3 თვით ადრე გაკეთებული შეტყობინების გარეშე, თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული. გარდა ამისა, მოგმართავთ თხოვნით, დაადასტუროთ, რომ თქვენი ეროვნული კონტიგენტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყონ ქართველი პერსონალის სათანადო დისციპლინის შენარჩუნება და განახორციელონ იურისდიქცია ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ჩადენილი იყოს ქართველი პერსონალის მიერ. ნატოს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა ნატოსა და ოპერაციულ პარტნიორებს შორის განხორციელდება არსებული უსაფრთხოების შეთანხმებების შესაბამისად, როგორც შეთანხმდებიან ნატო და ყველა მონაწილე ქვეყანა. ოპერაციული პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ ოპერაციებთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები გადაამისამართონ ნატოს გენერალურ მდივანთან. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში თქვენი ქვეყნის მონაწილეობის ფინანსური პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგნაირად: a.       საქართველო პასუხისმგებელი იქნება ქართული კონტინგენტის პერსონალის, მათი იარაღისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე, ნატოს ხარჯების გარეშე, გამგზავრების განსაზღვრული პუნქტიდან მათ განსაზღვრულ ადგილამდე და უკან, ორმხრივად დადგენილი როტაციის განრიგის შესაბამისად. b.      საქართველო პასუხისმგებელი იქნება საკვების, საცხოვრებლის, საწვავის, საწვავ-საპოხი მასალის და სამედიცინო მომსახურების თავისი პერსონალისათვის უზრუნველყოფაზე ოპერაციების ადგილზე, ისევე როგორც ძირითად დახმარებაზე, ნატოს ხარჯების გარეშე. აგრეთვე, ნატო არ უზრუნველყოფს ქართული კონტინგენტისათვის აღჭურვილობას მისიის შესრულების დროს. c.       საქართველო რჩება პასუხისმგებელი მისი პერსონალისათვის ხელფასის, სპეციფიკური ანაზღაურების, ბენეფიტების, დღიური და სხვა ანაზღაურების გადახდაზე ნატოს ხარჯების გარეშე. d.      საქართველო თავის პერსონალს უზრუნველყოფს  მისიის შესრულებისათვის აუცილებელი იარაღითა და სხვა აღჭურვილობით ნატოს ხარჯების გარეშე. e.       ნატო არ გაიღებს არანაირ ხარჯს საქართველოსათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ძალების გადაყვანისათვის. f.        ნატოს ნებისმიერ შტაბ-ბინაში მყოფი ეროვნული წარმომადგენელი იქნება საქართველოს ანაზღაურებაზე. g.      ნატოს ქვეყნები და ოპერაციული პარტნიორი ქვეყნები თანხმდებიან, აიცილონ ყველა საჩივარი ერთმანეთის წინააღმდეგ და სხვა ოპერაციული პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ იმ ქონების დაზიანების შემთხვევაში, რომელსაც იყენებს ან ეკუთვნის მათ კონტინგენტს მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციებში. ამ შეთანხმების მიღებით, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, აღიაროს მსგავსი ვალდებულება. h.      ოპერაციული პარტნიორი ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, და მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციების სხვა შემადგენელი ელემენტები პასუხისმგებელი იქნება საჩივრებზე, რომელიც წარმოიშობა მათი ქმედებებით და უმოქმედობით და გაკეთებულია იმ ქვეყნის მესამე მხარის მიერ, სადაც სავარაუდოდ მოხდა დაზიანება. ყველა მესამე მხარის საჩივარი განიხილება მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურის მიერ გამოცემული პროცედურების შესაბამისად და გადასაწყვეტად გადაიცემა იმ ქვეყნის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ზიანზე. ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ რეგულირდება ამ წერილით, რჩება საქართველოს პასუხისმგებლობის ქვეშ და არ გამოიწვევს ნატოს ან მტკიცე მხარდაჭერის მისიის სხვა ეროვნული შემადგენელი ელემენტის რაიმე სახის ფინანსურ პასუხისმგებლობას. ამ შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი გადაწყდება ნატოსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების გზით. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებული ოპერაციული საკითხები გადაწყდება  მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურის მიერ და ქართული ეროვნული კონტინგენტის მეთაურის ან მათი წარმომადგენლის მიერ. ეს შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს საიმპლემენტაციო შეთანხმებებით, რომელიც დაიდება ნატოსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. მაქვს პატივი, შემოგთავაზოთ, რომ ეს წერილი და თქვენი პასუხი, რომელიც ადასტურებს საქართველოს თანხმობას ზემოაღნიშნულ პირობებზე, წარმოადგენს შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის საქართველოს მიერ მისი შიდა პროცედურების დასრულების თაობაზე შეტყობინების თარიღიდან.” მოხარული ვარ, გაცნობოთ ზემოაღნიშნული წერილის საქართველოს მიერ დამტკიცების შესახებ, რომელიც ამ პასუხთან ერთად, წარმოადგენს შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის საქართველოს მიერ მისი შიდა პროცედურების დასრულების თაობაზე შეტყობინების თარიღიდან. ხელმოწერილია.....