„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 26.11.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №14-43
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016304
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი);
გამოთქვამენ რა სურვილს, არსებული მეგობრული ურთიერთობა გაამყარონ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობით;
აცნობიერებენ რა სოფლის მეურნეობის მნიშვნელობას ორივე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის;
გამოთქვამენ რა სურვილს, ხელი შეუწყონ ვაჭრობას სოფლის მეურნეობის სფეროში და ინვესტიციების მოზიდვას აგრობიზნესის მიმართულებით;
ითვალისწინებენ რა, მხარეების სახელმწიფოების კანონმდებლობის უპირატესობას,
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
თანამშრომლობის მიმართულებები
1. მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
a) გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, განსაკუთრებით სურსათის, მცენარეთა და ვეტერინარიის მიმართულებით, ასევე ევროკავშირის ფონდების ადმინისტრირების კუთხით;
b) გამოცდილების გაზიარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებისთვის მომსახურეობის გაწევის მიმართულებით;
c) გამოცდილების გაზიარება სოფლის მეურნეობის სფეროში ტრეინინგების და საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით;
d) ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და თევზის პროდუქტების წარმოების მიმართულებით საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის;
e) გამოცდილების გაზიარება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგების კუთხით;
f) გამოცდილების გაზიარება ექსტენციის ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფუნქციონირებისა და ორგანიზების კუთხით;
g) გამოცდილების გაზიარება ექსპერტებს, პროფესიონალებს, მეცნიერებსა და ტრენერებს შორის წარმოების, სამეცნიერო კვლევების, სამეცნიერო სწავლების მიმართულებით, ასევე სასწავლო ტურების, სემინარებისა და სხვა პროფესიული ტრეინინგების ორგანიზება;
h) ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო კვლევების ჩატარება, რომელიც მოიცავს სამეცნიერო ინფორმაციის, მასალებისა და პუბლიკაციების გაცვლას;
i) ფორუმების, გამოფენების, კონფერენციების, სემინარებისა და ტრეინინგების ორგანიზება სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე;
j) თანამშრომლობის ნებისმიერ სხვა ფორმას, მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 2🔗
განხორციელების ღონისძიებები
1. ზემოხსენებული თანამშრომლობის მიმართულებების განხორციელების მიზნით, ამ ურთიერთგაგების მემორანდუმში გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდებიან კონკრეტულ ღონისძიებებზე.
2. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის, მათ შორის პროექტებისა და სხვა განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება მოხდება მხარეების სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დაფინანსების საკითხები
მხარეები პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯებზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4🔗
დავის გადაწყვეტა
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 5🔗
დამატებები და ცვლილებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე პროტოკოლის სახით, და ძალაში შევა ისეთივე წესით რა წესითაც აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 6🔗
ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში რჩება 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შემდეგაც ის ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო 5 (ხუთი) წლის ვადით, თუ რომელიმე მხარე 6 (ექვსი) თვით ადრე დიპლომატიური არხების მეშვეობით, არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება.
3. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტა არ იმოქმედებს იმ მიმდინარე პროექტებზე რომლებიც ინიცირებული იყო მემორანდუმის შეწყვეტამდე.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2014 წლის 26 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)
ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)