„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური დათვალიერება არ ჩაუტარდება, თუ მათ მფლობელებს ტრანსპორტის დარგში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჰქონდათ ჯარიმა და არ გადაუხდიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 ივნისი.
№1754– რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.06.2005.
- როდის იქნა მიღებული „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1754. სარეგისტრაციო კოდი — 310.130.000.05.001.001.903.
- სად არის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №1754, 23.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 310.130.000.05.001.001.903 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/26752/