საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2468
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
1. მიეცეს თანხმობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, რომ სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1172 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა და
თანამდებობრივი სარგოები
| თანამდებობა
| საშტატო რიცხოვნობა | თანამდებობრივი სარგო ერთ ერთეულზე თვეში |
| მინისტრი | 1 | 3540 |
| მინისტრის პირველი მოადგილე | 1 | 2950 |
| მინისტრის მოადგილე | 3 | 2720 |
| მინისტრის მრჩეველი | 3 | 1200 |
| თანაშემწე | 4 | 800 |
| დეპარტამენტის დირექტორი | 9 | 2100 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 10 | 1800 |
| მინისტრის აპარატის უფროსი | 1 | 2100 |
| სამმართველოს უფროსი | 21 | 1600 |
| მთავარი სპეციალისტი | 63 | 1000 |
| სპეციალისტი | 24 | 800 |
| სულ: | 140 | 176 250 |