„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1755
სარეგისტრაციო კოდი
100.090.000.05.001.001.904
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 11/07/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) დაემატოს შემდეგი შინაარსის 922 მუხლი:

     „მუხლი 922. პატიმრის სამედიცინო შემოწმების სავალდებულო წესი

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის ყოველი გაყვანისას და შემოყვანისას (გარდა სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიზნით პატიმრის გაყვანისა და შემოყვანისა) სავალდებულოა პატიმრისათვის სამედიცინო შემოწმების ჩატარება. შემოწმების შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1755-რს