სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
მიღების თარიღი 30.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2551
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018321
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/01/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2551
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
1. 2014 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი, მათ შორის:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის 7 500 000 (შვიდი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, კერძოდ:
ა.ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს
– პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი;
ა.ბ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს
– 1 340 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცი ათასი) ლარი, მათ შორის: პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 1 278 000 (ერთი მილიონ ორას სამოცდათვრამეტი ათასი) ლარი, ხოლო პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 62 000 (სამოცდაორი ათასი) ლარი;
ა.გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს
– 1 297 100 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ასი) ლარი, მათ შორის: პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 1 290 000 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, ხოლო პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 7 100 (შვიდი ათას ასი) ლარი;
ა.დ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 732 000 (შვიდას ოცდათორმეტი ათასი) ლარი;
ა.ე) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 710 100 (შვიდას ათი ათას ასი) ლარი;
ა.ვ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 491 000 (ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათასი) ლარი;
ა.ზ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
ა.თ) მარტვილის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი;
ა.ი) ცაგერის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 129 000 (ას ოცდაცხრა ათასი) ლარი;
ა.კ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 127 000 (ას ოცდაშვიდი ათასი) ლარი, მათ შორის: პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 115 000 (ას თხუთმეტი ათასი) ლარი, ხოლო პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი;
ა.ლ) ხობის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 49 400 (ორმოცდაცხრა ათას ოთხასი) ლარი;
ა.მ) ხონის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 31 500 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარი;
ა.ნ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 14 500 (თოთხმეტი ათას ხუთასი) ლარი;
ა.ო) ასპინძის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი;
ა.პ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 10 000 (ათი ათასი) ლარი;
ა.ჟ) სენაკის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;
ა.რ) აბაშის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 5 400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარი;
ა.ს) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 2 000 (ორი ათასი) ლარი;
ა.ტ) ჭიათურის მუნიციპალიტეტს – პირველი ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 1 000 (ერთი ათასი) ლარი;
ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი, მის მართვაში არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალში შესატანად, რომლის ფარგლებში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
ბ.ა) სოფელ შემოქმედში არსებული, ქ. ოზურგეთის წყალსადენის სათავე ნაგებობის საინფილტრაციო მოედნების რეაბილიტაციისა და ახალი წყალმიმღები ნაგებობის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
ბ.ბ) სოფელ შემოქმედში არსებული, ქ. ოზურგეთის წყალსადენის სათავე ნაგებობის ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სოფელ ნარუჯის წყალმიმღების მონაკვეთებში მდინარე ნატანების სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვა;
ბ.გ) სოფელ შემოქმედში არსებული, ქ. ოზურგეთის წყალსადენის სათავე ნაგებობის საინფილტრაციო მოედნებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობის რეაბილიტაციის, ახალი წყალმიმღები ნაგებობის მოწყობისა და სოფელ ნარუჯის წყალმიმღების მონაკვეთებში მდინარე ნატანების სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიზნით:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე–3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს, დუშეთის, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობის, სენაკის, ცაგერის, ხონის, მარტვილის, აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ლანჩხუთის, სამტრედიის, ქალაქ ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
3. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიზნით, 2015 წელს საჭირო რესურსის მოძიება და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე დააყენოს წინადადება თანხის გამოყოფის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი