წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - მერი;
გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია;
დ) განკარგვა − ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა;
ე) პრივატიზება − ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით;
ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) მართვის უფლებით გადაცემა − ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით;
თ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი;
ი) პრივატიზაციის გეგმა - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ;
კ) უპირობო აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
ლ) პირობებიანი აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
მ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
ნ) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
ო) აუქციონატორი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
პ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია;
ჟ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;
რ) ბე - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში;
ს) წილები და აქციები - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული წილები და აქციები;
ტ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება ელექტრონულად - საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში;
უ) ლოტი - აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონება;
ფ) მომხმარებელი - შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი;
ქ) საგარანტიო თანხა - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა