გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ
მიღების თარიღი 23.06.2005
ძალის დაკარგვა 01.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1767
სარეგისტრაციო კოდი 300.100.000.05.001.001.908
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 11/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი 28.12.2007
დოკუმენტის ტექსტი
გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"NTTimes\/Cyrillic";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"NTTimes\/Cyrillic";} p.MsoListBullet, li.MsoListBullet, div.MsoListBullet {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:.45pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:.5in; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; text-decoration:underline;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:.45pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 49.35pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი
გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. კანონის რეგულირების საგანი
ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს გარემოს დაცვის ინსპექციასა და რეგულირების ობიექტებს შორის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ტერიტორიულ წყლებში, საჰაერო სივრცეში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას.
მუხლი 2🔗. კანონის ძირითადი მიზანი
კანონის ძირითადი მიზანია გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) ბუნებრივი ეკოსისტემებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესებას;
ბ) რეგულირების ობიექტების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების სათანადო დონეს;
გ) საზოგადოების მხრიდან გარემოსდაცვითი რეგულირების სისტემისა და, ზოგადად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიმართ ნდობის განმტკიცებას გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის სფეროში ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი – გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვას და მოიცავს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგისა და ამავე კანონმდებლობის დაცვის კონტროლის ზომების ერთობლიობას;
ბ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის კონტროლი – გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შეუსაბამო საქმიანობაში ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან ამ საქმიანობის შეწყვეტის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რაც მოიცავს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშემწყობ ღონისძიებებს, გარემოსდაცვით შემოწმებასა და დარღვევებზე რეაგირების ზომების გატარებას;
გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგი – ინსპექტირებამდელი შესწავლა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ან დარღვევის შესახებ ინფორმაციის უწყვეტი შეგროვება და სისტემური ანალიზი;
დ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა – ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან სტიმულს აძლევს გარემოსდაცვითი მოთხოვნების ნებაყოფლობით შესრულებას;
ე) რეგულირების ობიექტები – ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებზედაც ვრცელდება გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ვ) გარემოსდაცვითი შემოწმება – გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებას დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვის სფეროში;
თ) გარემოს დაცვის სფერო – ამ კანონის მიზნებისათვის გარემოს დაცვის სფეროში იგულისხმება ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების მართვისა და ქიმიური უსაფრთხოების სფერო. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“;
ი) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
კ) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4854-სსმI,№21.18.06.2007წ.,მუხ.177
მუხლი 4🔗. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 5🔗. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პრინციპები
გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის სფეროში კანონიერებისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად რეგულირების ობიექტებთან ურთიერთობა ემყარება შემდეგ პრინციპებს:
ა) კანონის უზენაესობა – გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გარემოს დაცვის სფეროში ურთიერთობათა მონაწილენი უნდა ემორჩილებოდნენ კანონს, რომლის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას დადგენილი წესით;
ბ) თანამიმდევრულობა – გულისხმობს რეაგირების ერთნაირი მეთოდების გამოყენებას ანალოგიურ ვითარებაში მყოფი ყველა დამრღვევის მიმართ;
გ) გამჭვირვალეობა – ამ პრინციპით განსაზღვრულია, თუ რა სანქციები შეიძლება იქნეს გამოყენებული, რა ვითარებაში და რა მიზნით. იგი აუცილებელია კანონმდებლობის დაცვის მაკონტროლებელი ორგანოებისა და რეგულირების ობიექტებისათვის მათი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისათვის. გამჭვირვალეობა ასევე ხელს უწყობს საზოგადოებრივი რწმენის განმტკიცებას, რომ კანონმდებლობის დაცვის მაკონტროლებელ ორგანოებს შესწევთ უნარი, შეასრულონ თავიანთი ფუნქციები;
დ) თანაზომიერება – გულისხმობს, რომ დარღვევაზე რეაგირების ზომების სიმკაცრე გარემოსათვის შექმნილი საფრთხისა და დარღვევის სიმძიმის პროპორციული უნდა იყოს.
თავი II
გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება
მუხლი 6🔗. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო
გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია).
მუხლი 7🔗. თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელების მიზნით ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ინსპექცია თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. ინსპექციის საქმიანობის ძირითადი ამოცანები
ინსპექციის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
ა) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების სტიმულირების მექანიზმების (მათ შორის, სპეციალური პროგრამების და სხვა ღონისძიებების) დანერგვის და განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
გ) გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;
დ) კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის წარმოება, მათ შორის, რეგულირების ობიექტების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის პირობების შესრულების ანგარიშების ანალიზი;
ე) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვა.
მუხლი 9🔗. ინსპექციის უფლებამოსილებანი
1. ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ბ) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დადგენილი წესით შეამოწმოს რეგულირების ობიექტები;
გ) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში რეგულირების ობიექტებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში;
დ) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და ლაბორატორიული სინჯების აღების მიზნით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები;
ე) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას კანონით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები;
ზ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და კანონით დადგენილი წესით, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა;
თ) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით მოახდინოს ნივთებისა და საგნების, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება;
ი) განიხილოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ინსპექციაში შემოსულ განცხადებებზე.
2. ინსპექციის თანამშრომელს აქვს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა), პირადობის მოწმობა, ლუქი და ბეჭედი სათანადო დასახელებით, ასევე გემზე და სხვა მცურავ საშუალებაზე ინსპექტირების განხორციელებისათვის სპეციალური ვიმპელი, რომელთა ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯებს, რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, აანაზღაურებს დამრღვევი რეგულირების ობიექტი.
თავი III
ინსპექციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი
მუხლი 10🔗. ინსპექციის ორგანიზება
1. ინსპექცია ფუნქციონირებს ერთიანი ცენტრალიზებული წესით და პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე.
2. ინსპექციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. ინსპექციის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 11🔗. ინსპექციის უფროსი
1. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ინსპექციის უფროსი პასუხს აგებს ინსპექციის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, ფულადი სახსრებისა და ქონების მიზნობრივად და კანონიერად ხარჯვისათვის.
3. ინსპექციის უფროსი უფლებამოსილია:
ა) წარმართოს ინსპექციის მუშაობა და განახორციელოს კონტროლი დასახული ღონისძიებების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგინოს ინსპექცია სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები;
დ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებები;
ე) დაამტკიცოს ინსპექციის შინაგანაწესი;
ვ) ინსპექციის თანამშრომლებს დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოიყენოს წამახალისებელი ზომები;
ზ) ინსპექციის თანამშრომელთა შორის გაანაწილოს ფუნქციები;
თ) ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს მინისტრს;
ი) ინსპექციის საქმიანობიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 12🔗. გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის უფლებები
1. გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს უფლება აქვს:
ა) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში შეადგინოს აქტი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმების შესახებ;
ბ) გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, ასევე დააყენოს საკითხი შესაბამისი ორგანოს წინაშე კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული ბუნებრივი რესურსებით შემდგომი სარგებლობის შეჩერების შესახებ;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დააყენოს საკითხი ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების, გაუქმების ან პირობების შეცვლის თაობაზე;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამის ორგანოებში გაგზავნოს მასალები დარღვევაში მხილებულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;
ვ) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად რეგულირების ობიექტებს წარუდგინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ხოლო მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში.
2. სახელმწიფო ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების შესახებ ინსტრუქციებს, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 13🔗. ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახური
1. ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახური არის ინსპექციის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახდენს სწრაფ რეაგირებას გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღსაკვეთად და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებაში.
2. ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურის მუშაკი უფლებამოსილია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონით დადგენილი წესით;
ბ) შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და გადასცეს ინსპექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;
გ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და კანონით დადგენილი წესით, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა;
დ) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით მოახდინოს ნივთებისა და საგნების, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება.
3. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურის მუშაკს მინიჭებული უფლების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
მუხლი 14🔗. ინსპექციის თანამშრომლის მოვალეობები
ინსპექციის თანამშრომელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესრულება;
ბ) უზრუნველყოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
გ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები და მათში მოყვანილ ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება.
თავი IV
ფიზიკური იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება
მუხლი 15🔗. ფიზიკური იძულების გამოყენების უფლება
1. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ინსპექციის თანამშრომელს მინიჭებული უფლების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები, რის შესახებაც მან წინასწარ უნდა გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა შეასრულოს ინსპექციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქისა და ინსპექციის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელი იყო პირის გაფრთხილება.
2. ფიზიკური იძულების ინტენსივობა, სპეციალური საშუალებების სახეობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და თავისებურებების გათვალისწინებით.
3. ინსპექციის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების შედეგად ან სპეციალური საშუალების გამოყენებით დაზარალებულ პირს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს ექიმს, ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს.
4. აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენება წინასწარი შეცნობით ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახდენენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ ინსპექციის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და ინსპექციის თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.
მუხლი 16🔗. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
1. ინსპექციის თანამშრომელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
2. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.
3. ინსპექციის თანამშრომელს უფლება აქვს აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს:
ა) მოქალაქის ან/და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად.
4. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.
5. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება მხოლოდ შეიარაღებული, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას.
6. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ, ფეთქებადსაშიშ ადგილებში, ასევე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა, ინვალიდთა მიმართ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ ინსპექციის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და ინსპექციის თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.
7. ინსპექციის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, აგრეთვე თავის უფროსს.
8. ინსპექციის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 17🔗. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება
სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ინსპექციის თანამშრომელს, კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი:
ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – სამართალდარღვევის ჩამდენი იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს ინსპექციის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას, ან იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც გამოიყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები;
ბ) რეზინის ხელკეტი – ინსპექციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი განზრახ არ ემორჩილება ინსპექციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას.
თავი V
რეგულირების ობიექტის უფლება-მოვალეობები
მუხლი 18🔗. რეგულირების ობიექტის უფლებები
რეგულირების ობიექტს უფლება აქვს:
ა) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში მოსთხოვოს ინსპექციის წარმომადგენელს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმა გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების შესახებ (გარდა ექსტრემალური ან ავარიული სიტუაციებისა);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გააკეთოს შესაბამისი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ამ შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი;
გ) დადგენილი წესით გაასაჩივროს ინსპექციის თანამშრომლის ქმედება.
მუხლი 19🔗. რეგულირების ობიექტის მოვალეობები
რეგულირების ობიექტი ვალდებულია:
ა) შეასრულოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) გაუფრთხილდეს ბუნებრივ გარემოს;
გ) იზრუნოს გარემოს დაცვაზე;
დ) დადგენილი წესით წარუდგინოს ინსპექციას სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის პირობების შესრულების ანგარიში;
ე) ხელი შეუწყოს ინსპექციის წარმომადგენელს მისი კანონიერი ქმედებების განხორციელებისას;
ვ) მოსალოდნელი და მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და ბუნებრივი კატასტროფის შესახებ დროულად აცნობოს ინსპექციას.
თავი VI
მუხლი 20🔗. ინსპექციის თანამშრომელთა სოციალური დაცვა
ინსპექციის თანამშრომლები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიებით.
თავი VII
ინსპექციის დაფინანსება
მუხლი 21🔗. ინსპექციის დაფინანსების წყარო
ინსპექციის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
თავი VIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 22🔗. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში მინისტრმა ბრძანებით დაამტკიცოს:
ა) გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა;
ბ) ინსპექტორის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის, დადგენილი ფორმის პირადობის მოწმობის, სპეციალური ბლანკის, ლუქის და ბეჭდის, ასევე სპეციალური ვიმპელის ფორმები;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმები;
დ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმების შესახებ აქტის ფორმა;
ე) სახელმწიფო ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციები;
ვ) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ნიხრები;
ზ) ინსპექციის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხა.
თავი IX
დასკვნითი დებულება
მუხლი 23🔗. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 ივნისი.
№1767–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4854-სსმI,№21,18.06.2007წ.,მუხ.177
2. ძალადაკარგულია- საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5675-სსმI,№49,28.12.2007წ.,მუხ.430