სს "საქწყალპროექტი"-ს განცხადება -(განმეორებით) აქციონერთა მორიგ საერთო კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
კრების განცხადება
2014 წლის 11 სექტემბრის აქციონერთა კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, შესაბამისად სააქციო საზოგადოება „საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭო განმეორებით იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 30 იანვარს დღის 15 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11.
სს „საქწყალპროექტის”სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 201 5 წლის 8 იანვარი.
დღის წესრიგი:
1. სს „საქწყალპროექტის” 2014 წლის III კვარტლის წმინდა მოგების დივიდენდებად განაწილების საკითხის განხილვა, დივიდენდების განაწილებისათვის სააღრიცხვო თარიღის დადგენა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საქწყალპროექტის”დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2015 წლის 8 იანვრის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „საქწყალპროექტის”რეგისტრატორთან სს„საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის. №11 , ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
დირექტორი:ნ. ფალავანდიშვილი