„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დაგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.121.016145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2015 წლის 9 იანვარი

ქ. ვანი

 

,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დაგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის“  24-ე  მუხლის პირველი  პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს  კანონის  ,,საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის“  63-ე  მუხლის,  საქართველოს  კანონის  ,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“  მე-20  მუხლის  მეოთხე  პუნქტის  შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მე-11  მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი  11.  გამგეობის  სამსახურები

1. გამგეობის  სამსახური  არის  გამგეობის  სტრუქტურული  ერთეული,  რომელიც  შესაბამისი  სფეროს  მიხედვით  უზრუნველყოფს  გამგებლის  გადაწყვეტილებების  შესრულებას,  აგრეთვე  ამზადებს  გამგებლის  და  მისი  დავალებით -  საკრებულოს  გადაწყვეტილებების  პროექტებს.

2. სამსახური  საქმიანობას  წარმართავს  მოქმედი  კანონმდებლობის, ამ  დებულებისა  და  სამსახურის  დებულების  საფუძველზედა  გამგებლის  მიერ  დამტკიცებული  სამუშაო  გეგმებისა  და  დავალებების  შესაბამისად.

3. სამსახურის  საქმიანობას  უძღვება  სამსახურის  უფროსი.  სამსახურის  უფროსი  ანგარიშვალდებულია  გამგებლის  წინაშე.

4. გამგეობის  სამსახურებია:

ა)  ადმინისტრაციული  სამსახური:

 ა.ა    იურიდიული  განყოფილება;

ა.ბ   საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან  ურთიერთობის განყოფილება;

ბ)  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური:

ბ.ა    საბიუჯეტო  დაგეგმარების  განყოფილება;

ბ.ბ   საბუღალტრო  აღრიცხვის  განყოფილება;

ბ.გ  სახელმწიფო  შესყიდვებისა და  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

გ)   ეკონომიკისა  და  მუნიციპალური ქონების  მართვის  სამსახური:

დ)       ინფრასტრუქტურის  განვითარების  სამსახური:

დ.ა   ინფრასტრუქტურის  განვითარების  განყოფილება;

დ.ბ   კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის  განყოფილება;

ე)     ზედამხედველობისა და  არქიტექტურის  სამსახური;

ე.ა     არქიტექტურის  განყოფილება;

ვ)       შიდა  აუდიტის  სამსახური:

ზ)      ჯანმრთელობის  დაცვისა და სოციალურ  საკითხთა  სამსახური:

თ)  კულტურის, განათლების,  სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახური:

ი)     სამხედრო  სამსახური

5.   გამგეობის  სტრუქტურული  ერთეულების  სტრუქტურა და  უფლებამოსილებები განისაზღვრება  შესაბამისი  დებულებებით,  რომელთა  პროექტებს  შეიმუშავებს  გამგებელი  და  წარუდგენს  მათ  საკრებულოს  თავმჯდომარეს, საკრებულოს  მიერ  დამტკიცების  მიზნით.’’

მუხლი 2
მე-12  მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი  12. გამგეობის  სტრუქტურული  ერთეულების  ძირითადი  ფუნქციები

 1.   ადმინისტრაციული  სამსახურის  ძირითადი  ფუნქციებია:

გამგეობის   სტრუქტურული  ერთეულების  მუშაობის  კოორდინაციისათვის  ხელშეწყობა, გამგეობის  საქმისწარმოების,  სამართლებრივი,  საკადრო  საკითხთა,  აგრეთვე გამგეობის  საზოგადოებასთან  ურთიერთობის  უზრუნველყოფა,  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  ერთეულში  გამგებლის  წარმომადგენლების   საქმიანობის კოორდინირება.

  2.  საფინანსო-საბიუჯეტო   სამსახურის  ძირითადი  ფუნქციებია:

თვითმმართველი  ერთეულის  ბიუჯეტის  პროექტის  მომზადება,  მუნიციპალური  პროგრამების  საფინანსო  გაანგარიშება  დასაბუთების,   მიღებული  ბიუჯეტის  შესრულების, საბიუჯეტო  სახსრების  მიზნობრივი, მიზანშეწონილი  და  ეფექტიანი  გამოყენებისა  და  ბიუჯეტის  შესრულების  შესახებ  ანგარიშგების  უზრუნველყოფა, საბუღალტრო  და შესყიდვების  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა,  აგრეთვე  გამგეობაში  მომზადებული  საფინანსო  დოკუმენტების   ვიზირება.

   3. ეკონომიკისა   დამუნიციპალური  ქონების  მართვის  სამსახურის ძირითადი  ფუნქციებია:     მუნიციპალიტეტის    ეკონომიკური   განვითარების  სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების   პროექტების  შემუშავება   და დამტკიცებული  დოკუმენტების  განხორციელების  კოორდინაცია   მუნიციპალიტეტის   ქონების  აღწერა  და  მართვა; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის   დარგის   განვითარების   პრიორიტეტული   მიმართულებების   და   საჭიროებების   განსაზღვრა.

  4. ინფრასტრუქტურის   განვითარების სამსახურის   ძირითადი    ფუნქციებია:

მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის  განვითარებისა და კეთილმოწყობის  სამუშოთა  დაგეგმვა და ორგანიზება. მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში  რეგულარული  სამგზავრო  გადაყვანის  ორგანიზება;  მუნიციპალიტეტის

მუნიციპალური   ინფრასტრუქტურის   განვითარებისა  და  კეთილმოწყობის  სამუშაოთა  დაგეგმვა  და   ორგანიზება, მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში  რეგულარული  სამგზავრო   გადაყვანის  ორგანიზება; მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  კეთილმოწყობის  სამუშაოთა  დაგეგმვისა  და  ინფრასტრუქტურული  პროექტების  მომზადება-განხორციელებისა  და  შესაბამისი  ადგილობრივი შესყიდვების   განხორციელებისათვის  წინადადებების   მომზადების   უზრუნველყოფა.

5.  ზედამხედველობისა  და  არქიტექტურის  სამსახურის   ძირითადი   ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის  მიერ გაცემული   მშენებლობის   ნებართვების   საფუძველზე  მიმდინარე  მშენებლობების  ზედამხედველობა   და მშენებლობის   ხარისხზე   კონტროლის   დაწესება.  ადმინიტრაციულ   დარღვევაზე   ზედამხედველობა   კონტროლის   განხორციელება,  მათი  დარღვევის  სახეობის  მიხედვით  აღრიცხვა  ,რეაგირება   და   აღნიშნულის შესახებ   საინფორმაციო  ბაზის  შექმნა.  ადგილობრივი  მოსაკრებლების  ადმინისტრირება,  გარევაჭრობისა  და ავტოპარკირების   ადგილების   მოწესრიგება,   არქიტექტურულ    საქმიანობაზე   ზედამხედველობის უზრუნველყოფა,   მუნიციპალიტეტის   სივრცით   ტერიტორიული   დაგეგმვისა  და  ქალაქმშენებლობის დოკუმენტების   შემუშავება.

 

6. შიდა    აუდიტის    სამსახურის   ფუნქციებია: 

 მუნიციპალიტეტის  ორგანოების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული   პირების   საქმიანობის   სრულყოფის,   უზრუნველყოფა.  ფინანსების   მართვის გაუმჯობესება    სახსრების  მატერიალური   ფასეულობების   ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას

7. ჯანმრთელობის   დაცვისა  და   სოციალურ   საკითხთა   სამსახურის   ძირითადი   ფუნქციებია: ჯანმრთელობის,   სოციალურ  საკითხთა  და  დასაქმების  მუნიციპალური  პროგრამების  შემუშავებისა  და  განხორციელების, აგრეთვე  შესაბამის   სფეროში  მუნიციპალიტეტისათვის  დელეგირებული  უფლებამოსილების    განხორციელების    უზრუნველყოფა,   უსახლკაროთა  რეგისტრაცია  და  მათი  თავშესაფრით   უზრუნველყოფა

8. კულტურის,   განათლების,    სპორტის,   ტურიზმისა  და  ახალგაზრდულ  საქმეთა  სამსახურის  ძირითადი    ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში  სკოლამდელი  აღზრდისა  და  სკოლისგარეშე  დაწესებულებების,    განათლების,   კულტურის,   სპორტის,ტურიზმისა  და  ახალგაზრდულ  საქმეთა  მუნიციპალური   პროგრამების    შემუშავებისა   და   განხორციელების  უზრუნველყოფა.  წინადადებების    შემუშავება   ახალგაზრდობისა   და   გენდერული    თანასწორობის    საკითხებზე.

9.    სამხედრო  სამსახურის    ძირითადი    ფუნქციებია:

 სამხედრო  აღრიცხვისა  და  გაწვევის  საკითხებში  მუნიციპალიტეტისათვის  დელეგირებული  უფლებამოსილების   განხორციელების    უზრუნველყოფა. ‘’

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი