სააქციო საზოგადოება "ენერგოკავშირი"-ს განცხადება მეორე მოწვევის რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს ,,ენერგოკავშირი ს ”
რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს ,,ენერგოკავშირი” იწვევს საზოგადოების აქციონერებს მეორე მოწვევის რიგგარეშე საერთო კრებაზე 2015 წლის 30 იანვარს, პარასკევს, დღის 12 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მუხიანის დას. I მ/რ; მე-5 კორპ.
დღის წესრიგი:
1. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა;
2. საზოგადოების ელექტრონული ფოსტის მისამართის განსაზღვრა;
3. წესდებაში ცვლილებების შეტანა: წესდების 9.3; 9.6; 9.10 მუხლებში, ასევე წესდების 9.12 მუხლში - აუდიტორის და სპეციალური კონტროლის არჩევასთან და 10.12 მუხლში - სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევის შესახებ პროცედურებთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანა.
დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მმართველი ორგანოს წევრების წლიური ანგარიშის პროექტის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,ენერგოკავშირი ს ” ოფისში.
დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა მმართველი ორგანოსგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნება მმართველო ორგანოში 2015 წლის 20 იანვრამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სს ,,კავკასრეესტრში” 2014 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ ს/ს ,,კავკასრეესტრში” მის. : ქ. თბილისი, ჭავჭავაძის № 74ა, მე-2 სართ. ტ ელ : 22-07-49
სს „ენერგოკავშირის“ გენერალური დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ ზაგაიძე