ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.01.2015
ძალის დაკარგვა 31.01.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2015 წლის 9 იანვარი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიის „ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის , საქართველოს კანონის „ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება. (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №25 დადგენილება ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავევანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ზედამხედველობის და არქიტექტურის მუნიციპალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე შექმნილი ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სივრცით–ტერიტორიული მოწყობის, დასახლებების დაგეგმარებისა და მშენებლობის საკითხების კოორდინაციას, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა–ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო–ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს. ახორციელებს საკრებულოსა და გამგებლის გადაწყვეტილებების აღსრულებას და სამსახურზე დელეგირებით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს კანონების და სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს და გამგებლის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი.
7. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
8.სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.ვანი, თავისუფლების ქ. №65.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის –განყოფილების უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: არქიტექტურის განყოფილება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება–მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
მუხლი 4🔗.
არქიტექტურის განყოფილების უფროსი
1. განყოფილების უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ–ერთი მოსამსახურე.
მუხლი 5🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1. სამსახურის თანამშრომლები არინ ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო მოხელეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და განთავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნის დაცვით,ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება.
დ) კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;
თ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ი) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
კ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ლ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;
მ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის თანამშრომელი მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და ვანის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია;
თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ფუნქციები
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებია:
1) ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცით–ტერიტორიული მოწყობა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა;
2) ვანის მუნიციპალიტეტში სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, არქიტექტურულ–მშენებლობითი საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კომპეტენციის ფარგლებში;
3) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან წარსადგენად;
4) საქმის წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
5)თვითმართველი ერთეულის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობის ზედანხედველობა და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესება.
6) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა–ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. უნებართვო და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და გამგებლისათვის წარდგენა;
7) სამშენებლო საქმიანობისას ავარიის, უბედური შემთხვევისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, აკრედიტებული საინსპექციო ორგანოს მეშვეობით, ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებაზე წინანდადების მომზადება;
8) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში. მწვანე ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმისა და განაშენიანების ერთიანი სტრუქტურის შემუშავება ტყე–პარკების, სკვერების, გაზონებისა და ზოგადად, სარეკრეაციო ზონებისათვის;
9) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული დაგეგმარების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
10) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
11) წინადადებების მომზადება და განხილვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ–დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით;
12) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;
13) ვანის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობა;
14) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
15) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო–დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი (შენობა–ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, სხვა ელემენტების ტექნიკურ–ესთეტიკური მდგომარეობა);
16) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება–დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება;
17) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა–გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
18) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა–დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
19) არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში;
20) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა–ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო–ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ–სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;
21) არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება;
22) ზედამხედველობა სამშენებლო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე;
23) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ–სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;
24)არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
25) ზედამხედველობა ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო–სამეურნეო და არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კანონიერების საკითხებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში;
26) მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა;
27)ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის შესაბამისად თანამდებობის პირების დავალებების შესრულება;
28)სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგი მუხლების საფუძველზე:
29)მუნიციპალიტეტის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება;
30)სამსახურის არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის დადგენილი წესით, მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
31)მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავება;
32)არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება
33)არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება;
34)არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
35)მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
36) მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
37) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1.სამსახური უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს დოკუმენტაცია სამოქმედო ტეროტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხთა დაკავშირებით დადგენილი წესით;
გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარდგენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს ვანის მუნიციაპლიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) განახორციელოს საკრებულოს მიერ დადგენილი ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება;
თ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
ი) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2.სამსახური ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ზედამხედველობა და კონტროლი მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოებზე დადგენილი წესით;
ბ) „ტექნიკური საფრთხის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს ზომები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის დარღვევაზე;
გ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესარულებაზე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე;
დ) მოახდინოს საკრებულოს მიერ დადგენილი ადგილობრივი მოსაკრებლების დროული მობილიზება ბიუჯეტში;
ე) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;
ვ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
ზ) ანგარიში წარუდგინოს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს თავისი საქმიანობის შესახებ;
თ) დაიცვას შინაგანაწესი.
მუხლი 8🔗.
არქიტექტურის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის არქიტექტურული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ბ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
გ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
დ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ვ) საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მშენებლობის ეტაპების დასრულების აქტის შედგენა;
ზ) მშენებლობის კონსერვაციის პროცესში მონაწილეობა და შენობა-ნაგებობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანისას შედგენილ კონსერვაციის აქტზე ხელისმოწერა.
თ)მშენებლობის შეჩერების შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ მითითების მომზადება;
ი)მშენებარე ობიექტზე მშენებლობის შეჩერების გარეშე არსებული დარღვევის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას.
ლ)სამშენებლო საქმიანობაზე დარღვევის არსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონით „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
მ)მუნიციპალიტეტში სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების ჯიხურებისა და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა);
მუხლი 9🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 10🔗.
დასკვნითი დებულებები
1) სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო . „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი”-თ დადგენილი წესით.
2)დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
3)სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.