დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტიურად მცხოვრები) მოქალაქეების 2015 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.01.2015
ძალის დაკარგვა 11.02.2015
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | I. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება |
| 2 | II. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი |
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | დასახელება |
| ერთ ბენეფიციარზე ან ოჯახზე | სულ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2015 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.02.2015
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტიურად მცხოვრები) მოქალაქეების 2015 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2015 წლის 9 იანვარი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტიურად მცხოვრები) მოქალაქეების 2015 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტიურად მცხოვრები) მოქალაქეების 2015 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამა (დანართი 1) და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი 2);
მუხლი 2🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2015 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში;
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი
დანართი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტიურად მცხოვრები) მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამა
თავი I
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტიურად მცხოვრები) მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტიურად მცხოვრები) მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამა (შემდგომში – ,,პროგრამა“) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების და ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემის პირობებს 2015 წლის განმავლობაში.
მუხლი 2🔗.
პროგრამის აქტუალობა
საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება;
სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას;
სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭირო წამახალისებელი ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია:
1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;
2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;
3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა;
4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;
5. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება;
6. მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა;
7. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული უსახლკარო ოჯახები და ოჯახები, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა;
8. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;
9. სოციალური დახმარების პროგრამაში ვეტერანთა და სამამულო ომის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინება;
10. ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება;
11. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის წამახალისებელი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 4🔗.
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:
1.სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
2.მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;
3.სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება;
4.სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება;
5.საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება;
6.მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;
7. ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა.
თავი II
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის პრიორიტეტები და სოციალური ღონიძიებები
მუხლი 5🔗.
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის პრიორიტეტები
1.მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;
4.ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
5.მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი;
6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული ოჯახი;
8.ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს;
9. მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი;
10. უპატრონო მიცვალებული.
11. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე
12. სამამულო ომის მონაწილეები.
მუხლი 6🔗.
სოციალური ღონისძიებები
სოციალური ღონისძიებებია:
1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება;
2. ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება;
3. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა;
4.სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვა;
5. შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 7🔗.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიება
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებაა ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემა.
თავი III
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა
მუხლი 8🔗.
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის დაფინანსება
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია 612 000 ლარი.
მუხლი 9🔗.
მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 10🔗.
სოციალური და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ე) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ვ) „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
ზ) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტიური ადგილსამყოფელის შესახებ.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ვ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
ზ) „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
თ) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტიური ადგილსამყოფელის შესახებ.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა;
გ) მეურვის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
ე) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ა;
ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ზ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
თ) „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
ი) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტიური ადგილსამყოფელის შესახებ.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა;
დ) ერთ–ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტიური ადგილსამყოფელი შესახებ.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) ბავშვი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები;
დ) ბავშვების დაბადების მოწმობა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ვ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ზ) „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
თ) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტიური ადგილსამყოფელი შესახებ.
მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობა;
გ) მშობლის დაბადების მოწმობა;
დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ზ) „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
თ) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტიური ადგილსამყოფელი შესახებ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, უსახლკარო ოჯახი, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული უსახლკარო ოჯახი და ოჯახი,რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ბინის მესაკუთრის, ყოველთვიური ბინის ქირის დანიშვნის შემთხვევაში);
გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევის და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა (ოჯახის ალტერნატიული ფართის არქონის შემთხვევაში);
ვ) ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან ( ყოველთვიური ქირის დანიშვნის შემთხვევაში);
ზ) ბინის მესაკუთრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. (ყოველთვიური ქირის დანიშვნის შემთხვევაში).
მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) ვეტერანის მოწმობა;
დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
10. უპატრონო მიცვალებული: ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა.
11. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
12.სამამულო ომის მონაწილე:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) ვეტერანის მოწმობა.
მუხლი 11🔗.
სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.
4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.
5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 300(სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე;
6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.
7. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.
8. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.
9. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.
10. ხანძრით, მიწისძვით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ბინის ქირის დასაფარად, კვარტალში ერთხელ გადამოწმების საფუძვეელზე;
11. მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი – 300 ლარი;
12. უპატრონო მიცვალებული – 300 ლარი.
13. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე - 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად.
14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახი - 1000 (ერთი ათასი) ლარი.
15. სამამულო ომის მონაწილე - 100 (ასი) ლარი.
მუხლი 12🔗.
სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
2. ამბოლატორიულ- სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.
3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 13🔗.
პროგრამების განხორციელების მექანიზმი
სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება, შეჩერდება და გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.
სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახისათვის თანხის მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.
მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში, მოქალაქის მიერ გახსნილ, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ან „სოკარ ჯორჯია გაზის“ ანგარიშზე.
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.
მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.
6. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განხაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე-4, მე-7, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 100 000 და ნაკლებია.
7. 2014 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2015 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტიურად მცხოვრები) მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის ბიუჯეტში.
მუხლი 14🔗.
პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის , ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.
საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური.
მუხლი 15🔗.
პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა 2015 წლის 01 იანვარიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 16🔗.
პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 17🔗.
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:
მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა;
დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა;
დაგეგმილი და ფაქტიური მონაცემების შესაბამისობა;
სოციალური დახმარების გაცემის ვადები.
მუხლი 18🔗.
პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:
1.სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;
2. უკიდურას გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა;
3. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
4. მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
5. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.
დანართი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
№
დასახელება
სოციალური დახმარების
მოცულობა (ლარი)
რეალიზაციის ვადა
ერთ ბენეფიციარზე ან ოჯახზე
სულ
1
I. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება
200000
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
2
II. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი
300
3000
III. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება
409000
ა) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი
8 ლარი ყოვეთვიურად
20 ლარი I,II,XII თვეში
6300
პროგრამის შესაბამისად
ბ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი
12 ლარი ყოველთვიურად
20 ლარი I,II,XII თვეში
5600
პროგრამის შესაბამისად
გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი
8 ლარი ყოვეთვიურად
20 ლარი I,II,XII თვეში
21300
პროგრამის შესაბამისად
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი
8 ლარი ყოვეთვიურად
20 ლარი I,II,XII თვეში
3500
პროგრამის შესაბამისად
ე) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი
8 ლარი ყოვეთვიურად
20 ლარი I,II,XII თვეში
7600
პროგრამის შესაბამისად
ვ) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი
12 ლარი ყოველთვიურად
20 ლარი I,II,XII თვეში
3400
პროგრამის შესაბამისად
ზ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი
8 ლარი ყოვეთვიურად
20 ლარი I,II,XII თვეში
4800
პროგრამის შესაბამისად
თ) მრავაშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი
12 ლარი ყოველთვიურად
20 ლარი I,II,XII თვეში
21700
პროგრამის შესაბამისად
ი) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი
300
100000
პროგრამის შესაბამისად
კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახების დახმარება
1000 ლარი
13000
პროგრამის შესაბამისად
ლ) უპატრონო მიცვალებული
300 ლარი
1200
პროგრამის შესაბამისად
მ) სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება (თანადაფინანსება)
500 ლარამდე
90000
პროგრამის შესაბამისად
ნ) ხანძრით, მიწისძვით , ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს
75 ლარამდე ყოველთვიურად
46000
პროგრამის შესაბამისად
ო) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა
100 ლარი
80000
პროგრამის შესაბამისად
პ) ხანდაზმული მოქალაქე
300 ლარი
600
პროგრამის შესაბამისად
ჟ) სამამულო ომის მონაწილე
100 ლარი
4000
პროგრამის შესაბამისად
რ) 2014 წლის ვალდებულება
0