„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის N01/745 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანება №01/77 |
|
2015 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის N01/745 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 18/10/2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016031) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდებაში“ (შემდგომში - წესდება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. წესდების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობენ პირველ ტურში პირველი და მეორე შედეგის მქონე პრეტენდენტები. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო“. 2. წესდების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. რექტორის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში“. 3. წესდების 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ. 4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში“. 4. წესდების 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. სასწავლო უნივერსიტეტის 65 წლის ან მეტი ასაკის პროფესორი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს განაცხადი ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად ან სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის გაკეთების შემდგომ პირი ვერ დაიკავებს პროფესორის თანამდებობას, იგი კარგავს ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას“. 5. წესდების 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. სასწავლო უნივერსიტეტში: ა) რექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,15 კოეფიცინატზე და არაუმეტეს 1,35 კოეფიციანტზე ნამრავლის ფარგლებში; ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში; გ) სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში; დ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში“. 6. წესდების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის დანიშვნისა და არჩევის, ასევე გათავისუფლების საკითხს წყვეტს უშუალოდ ამ თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი“. 7. წესდების 32-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 65 წლის ასაკის მიღწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ წესდებით“. 8. ამოღებულ იქნეს წესდების 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. 9. წესდების 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31.სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: „ა) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) განსაზღვრა; ბ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|