📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.01.2015
ძალის დაკარგვა 20.03.2018
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 713 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2015 მიღება
20.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჟიშკარიანი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №1 2015 წლის 13 იანვარი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №24 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი დანართი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის დაკავების გარეშე. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა, კომისიების სხდომებსა და დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება 1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოსა და კომისიების სხდომებსა და დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. 2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს როგორც წესი წინა თვის 1 რიცხვიდან მომდევნო თვის 1 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღის) არაუგვიანეს მიმდინარე თვის 1 რიცხვისა (ან შემდგომი სამუშაო დღის) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა (თითოეული გაცდენილი საკრებულოს ან/და კომისიის სხდომის გაცდენაზე - 20 ლარის ოდენობით), თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისაგან. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება 1. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრასთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიხედვით. 2. საკრებულოს წევრები (გარდა თანამდებობის პირებისა), როგორც წესი ყოველი თვის 1 რიცხვში (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას მათ მიერ გაწეული ხარჯების ოდენობისა და  მიზნობრიობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, სადაც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა (რასაც თან უნდა ახლდეს სათანადო დოკუმენტაცია, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეხვედრის ოქმები და სხვა). ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ ადასტურებს ან უარყოფს საკრებულოს თითოეული წევრის მიერ წერილობით ინფორმაციაში ასახულ მონაცემებს. 3. თუ საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ოდენობებს (რაც უნდა დასტურდებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციით) საკრებულოს აპარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ზღვრულ ოდენობაზე მეტად ხარჯების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის მას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულო დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, განკარგულებას იღებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულოს წევრს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ ამ დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით. მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა დაევალოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან.