მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.01.2015
ძალაში შესვლა 15.01.2015
ძალის დაკარგვა 05.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-6
სარეგისტრაციო კოდი 480500010.22.030.016125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი | საგარეო საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-6
2015 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის N47 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან.საგარეო საქმეთა მინისტრითამარ ბერუჩაშვილი
მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის ძირითადი ამოცანაა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა და კავშირურთიერთობის განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში _ მინისტრის) ბრძანებებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მეზობელი ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი;
ბ) მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონალური გაერთიანებების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა;
გ) მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონალურ გაერთიანებებთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა წარდგენა;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება მეზობელი ქვეყნების საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზების სრულყოფის მიზნით;
ე) მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა;
ვ) მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირ-ურთიერთობების ხელშეწყობა;
ზ) მეზობელ ქვეყნებთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების რეგიონებს შორის კავშირ-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
ი) მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა.
2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის და ურთიერთობის კოორდინაციის თაობაზე;
გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომელიც წინამდებარე დებულების შესაბამისად მიეკუთვნება დეპარტამენტის ფუნქციებსა და ამოცანებს.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;
დ) დადგენილი წესით, წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
კ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) რუსეთისა და ბელარუსის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა.ა) რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი;
ა.ბ) რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა;
ა.გ) რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა წარდგენა;
ა.დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზების სრულყოფის მიზნით;
ა.ე) ბელარუსის რესპუბლიკასთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა;
ა.ვ) ბელარუსის რესპუბლიკასთან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირ-ურთიერთობების ხელშეწყობა;
ა.ზ) რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;
ა.თ) საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონებს შორის კავშირურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
ა.ი) რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ა.კ) რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის მუშაობის წარმართვა, შვეიცარიის კონფედერაციასთან დადებული სამთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე;
ა.ლ) ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მუშაობის წარმართვა;
ა.მ) საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის სექციასთან ურთიერთობა შვეიცარიის კონფედერაციასთან დადებული სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე;
ა.ნ) რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება;
ა.ო) ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება;
ა.პ) ბელარუსის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ა.ჟ) რუსეთ-ბელარუსის კავშირის ფარგლებში ბელარუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობების ანალიზი;
ბ) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ბ.ა) ცენტრალური აზიის ქვეყნების (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი) საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი;
ბ.ბ) ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა;
ბ.გ) ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციების წარდგენა;
ბ.დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზების სრულყოფის მიზნით;
ბ.ე) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა;
ბ.ვ) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირ-ურთიერთობების ხელშეწყობა;
ბ.ზ) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ.თ) საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონებს შორის კავშირ-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
ბ.ი) ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ.კ) ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს მუშაობის წარმართვა;
ბ.ლ) საქართველოში ცენტრალური აზიის ქვეყნების საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობა;
ბ.მ) ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ანაწილებს ქვედანაყოფში შემოსულ მასალებს;
ე) ქვედანაყოფის სახელით იძლევა დასკვნებს;
ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.