⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.06.2015)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 22.01.2015
ძალის დაკარგვა 05.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016559
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 192 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2015 მიღება
05.06.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №54 2015 წლის 22 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.                                      2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია  შემდეგი დამატებითი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი)); ბ) სამუშაო გამოცდილება საქმისწარმოების მიმართულებით; გ) ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; დ)  კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია  შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) „საქართველოს კონსტიტუცია“; ბ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. დ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.