📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2015
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,536 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2015 მიღება
05.03.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
ნარჩენები
ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე და/ან მფლობელი, თუ ამგვარი რამ (როგორც ვალდებულება) გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან
მუხლი 2
საყოფაცხოვრებო ნარჩენები
დასახლებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ფართზე საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და სხვა ნარჩენი, რომლის შემადგენლობა ამ ნარჩენის მსგავსია, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო   საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს
მუხლი 2
სამშენებლო ნარჩენები
შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას  წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური  ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და სახიფათო  ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები
მუხლი 2
დიდგაბარიტიანი ნარჩენები
ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში
მუხლი 2
სახიფათო ნარჩენები
ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ან/და მავნე ნივთიერებებს
მუხლი 2
ნარჩენების წარმომქმნელი
მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი
მუხლი 2
ნარჩენების მესაკუთრე
ნარჩენების წარმომქმნელი ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მუხლი 2
ნარჩენების მფლობელი
ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები
მუხლი 2
ნარჩენების განკუთვნილი სათავსები
კონტეინერები, ურიკები, ურნები  და ა.შ.
მუხლი 2
სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება
ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის
მუხლი 2
ნარჩენების მართვა
ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, სეპარაცია, გადამუშავება, გამოყენება,  გაუვნებლება, განთავსება
მუხლი 2
მომხმარებელი
მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები
მუხლი 2
ოპერატორი
მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი  იურიდიული პირი
მუხლი 2
ნარჩენების სეპარაცია
ნარჩენების დაყოფა ცალკეულ ფრაქციებად
მუხლი 2
ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი
სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის
მუხლი 2
ნარჩენების გაუვნებლება
ნარჩენების დამუშავება, განთავსება  ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით
მუხლი 2
მოსაკრებლის გადამხდელი
ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს
მუხლი 2
ინდივიდუალური მეწარმე
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2015 წლის 16 იანვარი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2  პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის  24-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი დანართის შესაბამისად მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართი. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე დანართი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების  განკარგვის წესი (ტექსტში შემდგომ წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის - „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს თვითმმართველი თემის – შუახევის მუნიციპალიტეტის (ტექსტში შემდგომ მუნიციპალიტეტი) დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების  მართვის ორგანიზების, ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის, მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენის და  შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს. 2. შუახევის მუნიციპალიტეტი უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით,  უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებში, წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება - ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას; ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას. 3. მუნიციპალიტეტი დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებას ახორციელებს: ა) მუნიციპალური შესყიდვის საშუალებით; ბ) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების  მეშვეობით; გ) მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით; დ) მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენით. 4. მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგეობა. 5. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების სფეროში უფლებამოსილებები  მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს იურიდიულ პირებს. 6. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების,  რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან. 8. მუნიციპალიტეტის დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი,  ასევე ოპერატორი, ვალდებული არიან დაიცვან, შეასრულონ და დააკმაყოფილონ  წინამდებარე წესები. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარჩენები – ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე და/ან მფლობელი, თუ ამგვარი რამ (როგორც ვალდებულება) გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან; ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – დასახლებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ფართზე საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და სხვა ნარჩენი, რომლის შემადგენლობა ამ ნარჩენის მსგავსია, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო   საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს; გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას  წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური  ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და სახიფათო  ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენებინარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში; ე) სახიფათო ნარჩენებინარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ან/და მავნე ნივთიერებებს; ვ) ნარჩენების წარმომქმნელიმომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი; ზ) ნარჩენების მესაკუთრენარჩენების წარმომქმნელი ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) ნარჩენების მფლობელიფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები; ი) ნარჩენების განკუთვნილი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები  და ა.შ.; კ) მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავება - მექანიზირებული დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა; ლ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის; მ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, სეპარაცია, გადამუშავება, გამოყენება,  გაუვნებლება, განთავსება; ნ) მომხმარებელი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები; ო) ოპერატორი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი  იურიდიული პირი; პ) ნარჩენების სეპარაცია – ნარჩენების დაყოფა ცალკეულ ფრაქციებად; ჟ) ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი –  სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის; რ) ნარჩენების გაუვნებლება – ნარჩენების დამუშავება, განთავსება  ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით; ს) მოსაკრებელი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ დადგენილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი; ტ) მოსაკრებლის გადამხდელი –ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს; უ) აბონენტი - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განმახორციელებელ ოპერატორთან; ფ) ინდივიდუალური მეწარმე„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის  ორგანიზების მასშტაბი 1. ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი მუნიციპალიტეტში  მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას,  გაუვნებლებას, განთავსებას. 2. მუნიციპალიტეტში დაგვა-დასუფთავების მაშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ველოსიპედით სავალ ბილიკებს, კიბეებს, ხიდებსა და გვირაბებს, გამყოფი შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების, შიდაკვარტალური ეზოების ჩათვლით. 3. მუნიციპალიტეტის დაგვა - დასუფთავებაში შედის არამარტო ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, არამედ ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებაც; თოვლცვენის დროს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალი ქუჩების თოვლისაგან გაწმენდა (მარილის მოყრა ან/და მექანიკური გაწმენდა). მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია. 4. დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენი აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე. 5. ნებისმიერი მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია. 6. ნარჩენები შესაძლებელია შეგროვდეს სახეობების მიხედვით. მომხმარებელი ვალდებულია ნარჩენები განათავსოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება. მუხლი 4🔗. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე  საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდ.მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად. 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე  საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობას/რაოდენობის ცვლილებას და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე; 3. მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები ვალდებულია მასთან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლება/განთავსებაზე პასუხისმგებლობა გადასცეს მოქმედ ოპერატორს. 4. ნარჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა  დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და განადგურებისათვის ნარჩენი გადასცეს ამისათვის  უფლებამოსილ პირს. 5. ნარჩენების მესაკუთრეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ ოპერატორს მხოლოდ მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ის ეწევა. 6. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე. 7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან  დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 8. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე. მუხლი 5🔗. ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები, შესაგროვებელი ნარჩენები და  მათი ტრანსპორტირება 1. მუნიციპალიტეტში ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი  სათავსები. 2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში განთავსება. 4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიული პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს უფლება აქვთ თავად უზრუნველყონ საკუთარი თავისთვის საკმარისი მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსების ყიდვა, რომელთა განთავსების ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს  ოპერატორთან. 5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში. 6. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში, განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები; მიწა; ქვები; ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის,  ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე, სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან  ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში. 8. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა. 9. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით. 10. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყრას სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს. 11. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება. 12. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს. 13. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები ამ წესებიდან გამომდინარე ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა სამსახურს ან ოპერატორს. 14. საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობისათვის ღონისძიების ორგანიზატორთან მოლაპარაკების საფუძველზე შეიძლება ოპერატორის შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოიყოს სათავსები. მომხმარებლად ითვლება ღონისძიების ორგანიზატორი და საჭირო ხარჯები დაიფარება მის მიერ. 15. ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სანქციებს. მუხლი 6🔗. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომელიც თავისი შემცველობის გამო გარემოსა და საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროებს ცალკე შეგროვებას  (გარდა იმ სახიფათო ნარჩენებისა, რომელთა გადაზიდვა-განთავსება რეგულირდება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით), ოპერატორს უფლება აქვს, ცალკე განსაზღვრულ დროს, გამოყოს სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მათ შესაგროვებლად და ტრანსპორტირებისათვის. მუხლი 7🔗. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება 1. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე,  განსაზღვრულ დროს. 2. სამსახურის ან ოპერატორის მიერ განსაზღვრული დროის გარდა მომხმარებლისათვის სასურველ დროს დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ. 3. დიდგაბარიტიანი ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია. მუხლი 8🔗. ნარჩენების საკუთრება 1. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული და ნარჩენებისთვის განკუთვნილ სათავსში განთავსებული ნარჩენები მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ხოლო ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაგავსაყრელზე (მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. 2. მესამე პირს არ აქვს უფლება ტრანსპორტირებისათვის გამზადებული ნარჩენები წაიღოს ან გაჩხრიკოს. ოპერატორი არ აანაზღაურებს არაუფლებამოსილი პირების მიერ ნარჩენების ჩხრეკით მიყენებულ ზარალს. 3. ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას მუნიციპალიტეტს უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები მის მიერ დადგენილი წესით გადასცეს მუნიციპალიტეტში მოქმედ ოპერატორს ან სხვა მეწარმეს. 4. ნარჩენების მართვის მომსახურების მიმწოდებელი არ არის ვალდებული მოძებნოს დაკარგული ნივთები ნარჩენებში. მუხლი 9🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების დაწესებულებებისა და იურიდილი პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად. 4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად. 5. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 6. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. 7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) შუახევის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. მუხლი 10🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 11🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტყობინების ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. 2. შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მესაკუთრის მოწმობა; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; გ) გადასახდელი თანხა; დ) გადახდის ვადა; ე) გადახდის ადგილი; 3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 12🔗. ნარჩენების გაუვნებლება, სეპარაცია და განთავსება 1. შეგროვებული ნარჩენები ტრანსპორტირდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სადაც ხდება მისი სეპარაცია და/ან გაუვნებლება. 2. ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვის ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგეობა. 3. ნარჩენების განთავსება და გაუვნებლება წარმოებს ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების ობიექტებზე. 4. ნარჩენების სეპარაცია შეიძლება წარმოებდეს როგორც ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან, ასევე ნარჩენების განთავსებისა  და გაუვნებლების  ობიექტებზე. მუხლი 13🔗. ტექნოლოგიები მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში მუნიციპალიტეტში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტეინერების მექანიზებული უხმაურო დაცლით, დამწნეხით და ჰერმეტულად დახურული. მტვერსასრუტი, მექანიკური დამგველი მანქანები, მუშაობის დროს არ უნდა წარმოქმნიდნენ მტვერს და ა.შ.) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის განაშენიანებით მრავალფეროვან და რელიეფით რთული ქუჩებისა და მოედნების მომსახურებას და ვიზუალურად უნდა აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის იერსახისადმი წამოყენებულ მოთხოვნებს. მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკურად და ესთეტიკურად მისაღები ინვენტარითა და სპეცტანსაცმლით. მუხლი 14🔗. ოპერატორის შერჩევა მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით 1. მუნიციპალიტეტმა დაგვა-დასუფთავებისა და/ან ნარჩენების მართვის მომსახურება ოპერატორის შერჩევის წესით შეიძლება განახორციელოს მომსახურების მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით განხორციელების შემთხვევაში. 2. ოპერატორის შერჩევა უნდა მოხდეს შესყიდვების შესახებ საქართველში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 15🔗. ოპერატორის ან/და ოპერატორების შერჩევა კონკურსის წესით 1. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია  დაგვა-დასუფთავებისა და ნაჩენების მართვის მომსახურება განახორციელოს კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით. 2. კონკურსის პირობები მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. მუხლი 16🔗. მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით 1. მუნიციპალიტეტმა დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება შეიძლება განახორციელოს მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესებით. 2. ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესები უნდა მოიცავდეს ოპერატორისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს, მომსახურების სიხშირეს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 17🔗. გარდამავალი დებულებანი 1. ამ წესით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებები არ მოქმედებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე იმ ტერიტორიებზე სადაც არ არის დანერგილი ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა. 2. ერთობლივი სისტემით ნარჩენების შეგროვება და გატანა ხდება დაბა შუახევში, ხიჭაურში, ზამლეთში და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხიჭაური-ზამლეთის მონაკვეთის გასწვრივ.  მუნიციპალიტეტის სრულ ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემის დანერგვა მოხდება ეტაპობრივად.