აღსულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება -შპს "დელფი 2011" -ის გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2283-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 22843-14

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში
მიღების თაობაზე

 

201 4 წლი 3 0 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს ”დელფი 2011” (ს/კ 404887306)

წარმომადგენელი: მალხაზ ალბორაშვილი (დირექტორი);

 

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 25 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს ”დელფი 2011”-ის დირექტორმა მალხაზ ალბორაშვილმა და ითხოვა შპს ”დელფი 2011”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს ”დელფი 2011”-ს 2014 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით კრედიტორთა მიმართ ჯამში აქვს 516114,59 (ხუთას თექვსმეტი ათას ასთოთხმეტი მთელი და ორმოცდაცხრამეტი მეასედი) ლარის ვადამოსული დავალიანება. მოვალეს შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა და მას არ შესწევს უნარი გაისტუმროს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები. განმცხადებლის მტკიცებით მოვალის აქტივი შედგება ჯამში 26554,77 (ოცდაექვსი ათას ხუთას ორმოცდათოთხმეტი მთელი სამოცდაჩვიდმეტი მეასედი) ლარის საბალანსო ღირებულების მქონე, 170 დასახელების მოძრავი ნივთისაგან და უძრავი ნივთისაგან, რომელიც მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი №49ბ/ჭავჭავაძის გამზირი №49 მისამართზე და რომელიც არის 5,6 მ2 საერთო ფართის მქონე ე.წ. დაცვის ოთახი (საკადასტრო კოდი 01.14.07.007.048.01.01.501).

 

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს ”დელფი 2011”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისად, განცხადება ექვემდებარება სასამართლო წარმოებაში მიღებას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 36-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

:

 

1. შპს ”დელფი 2011”-ის (ს/კ 404887306) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. შპს ”დელფი 2011”-ის მეურვედ დაინიშოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს შპს ”დელფი 2011”-ს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში –  სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს შპს ”დელფი 2011”-ის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულებ ის ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

6 . გ ა ნ ე მარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის(გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს შპს ”დელფი 2011”-ის დირექტორს მალხაზ ალბორაშვილს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილ ნ ი არიან განჩინების  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავი ანთი მოთხოვნები შპს ”დელფი 2011”-ის მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილ ნ ი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან  20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავი ანთი მოთხოვნები შპს ”დელფი 2011”-ის მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მ უზრუნველყოს უცხოელ კრედიტორთა გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნ ე ს 2015 წლის 19 თებერვალს, 14:00  საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი,დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

1 1 . განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს” ვებ. გვერდზე არაუგვიანეს 2015 წლის 14 იანვრისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნულ მა ბიურო მ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს   დაფაზე ც.

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 

მოსამართლე                                                                                                               ბესიკ სისვაძე