აღსულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - შპს "თორი" -ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/20345-14 (330210314651584 )
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
2014 წლი ს 1 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი : შპს ”თორი”
წარმომადგენელი: თორნიკე ჯანაშვილი (დირექტორი)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ”თორის” დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა და მოითხოვა
შპს ”თორის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებლის განმარტებით, შპს ”თორის” დამფუძნებელს წარმოადგენს შპს” ბლოკ ინვესტი”. საწარმოს ძირითადი საქმიანობა იყო სასტუმროს მომსახურება. ამჟამად
შპს ”თორს” არანაირი ქონება (არც მოძრავი და არც უძრავი) არ გააჩნია. საწარმოს უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს130 654,61 (ას ოცდაათი ათას ექვსას ორმოცდათოთხმეტი მთელი სამოცადერთი მეასედი) ლარს, რომელიც უზრუნველყოფილია საგადასახადო იპოთეკა/გირავნობით. საწარმოს ჰყავს ასევე სხვა არაუზრუნველყოფილი კრედიტორებიც. განმცხადებელი მიუთითებს, რომ საზოგადოებას აქვს ერთადერთი აქტივი - მოთხოვნა სს ”თბილისის უნივერსალური ბაზრის” მიმართ, რომლის ოდენობაც შეადგენს 6 743 141 ლარს, თუმცა მითითებულ საწარმოს არც მოძრავი და არც უძრავი ქონება არ გააჩნია. მას არ აქვს ასევე არანაირი ფულადი სახსრები. შესაბამისად, მისგან აღნიშნული დავალიანების ამოღების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს.
მითითებული გარემოებების საფუძველზე განმცხადებელი ითხოვდა შპს ”თორის” გაკოტრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შპს ”თორის” განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, განმცხადებელს დაევალა წარმოედგინა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა მოვალე საწარმოს სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ; ასევე უნდა წარმოედგინა მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს დებიტორული მოთხოვნა სს ”უნივერსალური სავაჭრო ბაზრის” მიმართ და შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა სს ”უნივერსალური სავაჭრო ბაზრის” გადახდისუუნარობა; ამასთან, უნდა წარმოადგინოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა, შპს ”თორი” ფლობს თუ არა წილს სხვა რაიმე სამეწარმეო საზოგადოებაში;
მითითებული ხარვეზების შესავსებად განმცხადებელს განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე. 2014 წლის 11 დეკემბერს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს ”თორის” დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე დართულ დოკუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს თორის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისად, განცხადება ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.
”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
განცხადებაში მითითებულია, რომ შპს ”თორს” გააჩნია 6 743 141 ლარის მოთხოვნა სს ”უნივერსალური სავაჭრო ბაზრის” მიმართ. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ საწარმო არის გადახდისუუნარო და მისგან თანხის ამოღების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. თუმცა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ სს ”უნივერსალურ სავაჭო ბაზარს” არ აქვს შპს ”თორის” მიმართ ვალდებულებათა შესრულების შესაძლებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს ”თორის” განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-14, მე-15, მე-18, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ”თორის” (ს/კ 203868975) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. შპს ”თორის” (ს/კ 203868975) მეურვედ დაინიშოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს ”თორს” (ს/კ 203868975) ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს ”თორის” (ს/კ 203868975) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოვალეს მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს ”თორის” (ს/კ 203868975) დირექტორს თორნიკე ჯანაშვილს, რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ”თორის” (ს/კ 203868975) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ”თორის” (ს/კ 203868975) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ უცხოელ კრედიტორთა არსებობის პირობებში უზრუნველყოს მათთვის გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნას 2015 წლის 20 თებერვალს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6, დარბაზი #23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
11. განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ. გვერდზე არაუგვიანეს 2015 წლის 14 იანვრისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე