საქართველოს სანიტარიულ კოდექსში დამატების შეტანის თობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1783
სარეგისტრაციო კოდი
470.160.010.05.001.001.922
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 18/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სანიტარიულ კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს სანიტარიულ კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 91) დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 მუხლი:

     „მუხლი 441. სანიტარიული კონტროლი გარდამავალ პერიოდში

1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტის ამოქმედებამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლი განხორციელდეს მხოლოდ:

ა) აგრარულ ბაზრებზე;

ბ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე;

გ) საცურაო აუზებზე;

დ) სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემებზე;

ე) სამედიცინო დაწესებულებებზე;

ვ) საზღვარზე – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტრაგენტ ქვეყანაში გავრცელებულია ინფექციური დაავადებები, ეპიდემიები ან ეპიზოოტიები.

2. საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.

3. საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს კანონპროექტი, რომელიც გაითვალისწინებს სისტემურ და სტრუქტურულ რეორგანიზაციას სურსათის უსაფრთხოებისა და წამლის სფეროში მოქმედი მაკონტროლებელი ორგანოების (სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის, წამლის სააგენტოს, ვეტერინარიის დეპარტამენტის, კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის და ფიტოსანიტარიული სამსახურის) რაოდენობისა და ფუნქციების ოპტიმიზაციის მიზნით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1783-რს