ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2015
ძალის დაკარგვა 17.03.2017
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016153
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,156 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2015 მიღება
17.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №3 2015 წლის 16 იანვარი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილება ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ (სსმ,  29/09/2014). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი    ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს. მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი  სოციალური დახმარებები: ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა: ა.ა) მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ა.ბ) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება; ა.გ) ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება; ა.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება; ბ) ხანდაზმულთა დახმარება; გ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ე) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; ვ) დევნილთა სოციალური დაცვა; ზ) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება; თ) ომის ვეტერანთა დახმარება; ი) მარჩენალდაკარგულთა დახმარება; მუხლი 2🔗. ავადმყოფთა სოციალური დაცვა 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტიგენტია: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის განმსაზღვრელი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს. ბ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს  დახმარება გაეწევათ არაუმეტეს 100 ლარის ღირებულების მედიკამენტებით, წლის განმავლობაში ერთჯერადად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან  მისი ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) მიმდინარე პერიოდის  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა). დ) ექიმის მიერ გაცემული რეცეპტის სპეციალური ფორმის ასლი შესაბამისი დაავადების სამკურნალო მედიკამენტების ნუსხით; ე) მეურვის-მზრუნველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) შესაბამისი აფთიაქის მიერ გაცემული წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი); ზ) სოციალური კატეგორიის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემეთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) მიკუთვნების დამადასტურებელი  დოკუმენტი. 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების ხარჯები: ა) სამკურნალო, საოპერაციო და სამედიცინო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური  გამოკვლევების  ხარჯები, რომლებიც არ ანაზღაურდება მოქმედი საყოველთაო სადაზღვევო პროგრამის და ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. ბ) სამკურნალო, საოპერაციო და სამედიცინო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური  გამოკვლევების ხარჯები,  რომელთა ფინანსურ უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს  კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მოქმედი პროგრამები და საქველმოქმედო ფონდები. გ) მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტალური გამოკვლევის ხარჯები, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ალტერნატიული კვლევის მეთოდი კონკრეტული სამედიცინო ნოზოლოგიისათვის და სამედიცინო დოკუმენტაციაში, რომელსაც წარადგენს სპეციალიზებული და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე  სამედიცინო დაწესებულება, დასაბუთებულია კონკრეტული მაღალტექნოლოგიური კვლევის აუცილებლობა შემდგომი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის. დ) გართულებული მშობიარობისა და სამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთის   დამატებითი ხარჯი, რომელიც არ ანაზღაურდება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ფარგლებში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელსაც არ აქვს სამკურნალო,  საოპერაციო და სამედიცინო  ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური  გამოკვლევების ხარჯის გაწევის მატერიალური შესაძლებლობა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ: ა) ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-იანი თანაგადახდით,  წლის განმავლობაში ერთჯერადად, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. ბ) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების ასანაზღაურებლად ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 30%-იანი თანაგადახდით. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან  მისი ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) მიმდინარე პერიოდის  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) მეურვის/მზრუნველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი); ვ) საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრის ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება სახელმწიფო  ან კერძო სადაზღვევო  პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი  და ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხა; ზ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნის შესაბამისად. 8. მუნიციპალიტეტი ბიუჯეტიდან არ ანაზღაურდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების ხარჯები: ა) სამედიცინო ჩვენების და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა,    დაფინანსებული მკურნალობა. ბ) საზღვარგარეთ მკურნალობა, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიული საშუალებების ზემოქმედებით აღმოცენებული და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა. გ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა, სანატორიულ-კურორტულო მკურნალობა. დ) სექსუალური დარღვევის, უშვილობის მკურნალობა. ე) სტომატოლოგიური მომსახურება, თერაპიული პროფილის გეგმიური სტაციონარული მომსახურება. ვ) თუ სამედიცინო საჭიროება დადგა ტერორისტულ ან კრიმინალურ  აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. ზ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის  და  ეგზოპროტეზირების  ხარჯები. 9. ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება, გაიცემა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით თითოეულ ბენეფიციარზე. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დახმარებით სარგებლობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან ფაქტობრივად მცხოვრები პირები, რომლებიც დაავადებულნი არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით და წარმოადგენენ ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება და ზუსტად არის განსაზღვრული შესაბამისი სამედიცინო პროცედურების  ინდივიდუალური გრაფიკი. დ) სოციალური კატეგორიის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლი. ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 12. ამ მუხლით მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია მუდმივი ჩანაცვლებითი მკურნალობის გაგრძელების საჭიროების არარსებობის დადასტურება. 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირებს, კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველსაყოფად. ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიას  დახმარება მიეცემა სეზონის მიხედვით: 01 ნოემბრიდან 01 მაისამდე -  ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით; 01 მაისიდან 01 ნოემბრამდე - ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით. 15. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება  მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს 3 დეკემბერს - 100 ლარის ოდენობით. 16. ამ მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; 17. ამ მუხლის მე-13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) მეურვეობის/მზრუნველის  დამადასტურერებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; მუხლი 3🔗. ხანდაზმულთა დახმარება 1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად, თანხის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. 2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 4🔗. ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება; ბ) ავღანეთის ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება; 2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი; გ) დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. 3. სარიტუალო მომსახურების თანხის ოდენობა შეადგენს 300 ლარს. მუხლი 5🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება: ა) პირველი და მეორე შვილის დაბადებისას - 100 ლარი; ბ) მესამე შვილის დაბადებისას - 150 ლარი; გ) მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას - 200 ლარი. 2. ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ  მრავალშვილიან ოჯახებზე (4 და მეტი შვილი) გაიცემა ერთჯერადი დახმარება 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით, ხოლო ბავშვს, რომელიც აგრძელებს სწავლას უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში დახმარების მიცემა გაუგრძელდება 22 წლამდე. 4. მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ერთჯერადი დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ მშობელს იურიდიული მისამართი აქვს ჭიათურის მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე. 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: ა) მარტოხელა დედებს, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი (შვილები); ბ) მარტოხელა პირებს; გ) უსახლკარო ოჯახებს; დ) უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიებს დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად. მისაღები თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 300 ლარს. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა. დ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 6🔗. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება 1. სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობიდან შემოსული განცხადებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. მუხლი 7🔗. დევნილთა სოციალური დაცვა 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულის - დევნილის სტატუსის მქონე ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, წლის განმავლობაში, 100 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; მუხლი 8🔗. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებს: ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს, წლის განმავლობაში ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ გარდაცვლილ  მეომართა ოჯახებს, წლის განმავლობაში ერთჯერადად,  200 ლარის ოდენობით; 2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი; დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; მუხლი 9🔗. ომის ვეტერანთა დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა შემდეგ კატეგორიებს: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს; ბ) ავღანეთის ომის მონაწილეებს; გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს. 2. ამ მუხლის  პირველის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციართა კატეგორია ფაშიზმზე  გამარჯვების დღეს 9 მაისს მიიღებს  დახმარებას ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით; 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ„ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციართა კატეგორია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მიიღებს დახმარებას ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით. 4. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის შესახებ); გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; მუხლი 10🔗. მარჩენალდაკარგულთა დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა მარჩენალდაკარგულ პირს (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი  (შვილები) 18   წლის ასაკის მიღწევამდე) ბავშვთა დაცვის საერთაშირისო დღეს 1 ივნისს ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) მარჩენალდაკარგული პირის კანონიერი წარმომადგენლის (ერთ-ერთი მშობელი ან  მეურვე/მზურნველი) წერილობითი განცხადება; ბ) მარჩენალდაკარგული პირის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მარჩენალდაკარგული პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ე) მარჩენალდაკარგული პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 11🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტს. 2. მუნიციპალიტეტი  უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. 3. მუნიციპალიტეტში  შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნისა და რეკომენდაციის მოსამზადებლად ეგზავნება შესაბამის კომისიას. მუხლი 12🔗. კომისია 1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის  1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. 3. კომისია იკრიბება თვეში სამჯერ მაინც და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის  წარსადგენად. 4. კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 5. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. მუხლი 13🔗. კომისიის სხდომის ოქმები 1. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ამ ოქმში. 3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე. მუხლი 14🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 2. გადაუდებელ შემთხვევაში, თუ აუცილებელია წინამდებარე წესის პირველი მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების გაცემა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშეც, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. მუხლი 15🔗. დახმარების გაცემა 1. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, პირადი ნომერი, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში. 2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო  ანგარიშზე. 3. ამ წესის პირველი მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ოქმი) სარეკომენდაციო დოკუმენტის სახით წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის დაფინანსების თაობაზე და ხელს აწერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ბენეფიციართა მიმართ გაცემულ საგარანტიო წერილს, რომელსაც ბენეფიციარი წარადგენს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ შესაბამის  დაწესებულებაში. 4. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების  მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტის (ანგარიშფაქტურა) წარმოდგენის შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების  საბანკო ანგარიშზე. მუხლი 16🔗. წესში ცვლილების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილების  შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.