ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2015
ძალის დაკარგვა 04.05.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.167.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,482 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2015 მიღება
04.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (12)
1 უფასო კვების ობიექტის დაფინანსება
2 საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დაფინანსება
3 სოციალურად დაუცველი  მოსახლეობის დახმარება, მათ შორის:
4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება.
5 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
6 იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარება
7 სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა
8 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის)
9 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დასახელება
ერთ ბენეფიციარზე სულ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №1 2015 წლის 16 იანვარი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  2015 წლის პროგრამა და  ბიუჯეტი №1 და №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე დანართი №1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015  წლის პროგრამა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1🔗. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში პროგრამა) განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს. მუხლი 2🔗. პროგრამის აქტუალობა  1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება.  2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დახმარებას.  3. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, იმ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები, რომელნიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს), ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას ან/და სტაციონარულ მომსახურებას (სამედიცინო ჩარევა, მკურნალობა).  მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანები  1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;  2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;  3. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;  4. მარტოხელა მშობლების, ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;  5. სოციალურად დაუცველი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და დევნილთა ოჯახების დახმარება;  6. ვეტერანთა ინტერესების დაცვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ და უგზო - უკვლოდ დაკარგულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა, ასევე მათი ოჯახების ინტერესების დაცვა.  7. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;  8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება;  9. 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა; 10. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაცია; 11. უსახლკაროთა რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა თავშესაფრით. მუხლი 4🔗. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:  1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა;  2. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება;  3. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა;  4. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;  5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა. თავი II სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები  მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების პრიორიტეტები  სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:  1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახი;  2. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი;  3. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი;  4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახი;  5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი ან/და ცხოვრობს საშიშ-გაუსაძლის პირობებში; 6. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი; 7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომრის ოჯახი;  8. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახი;  9. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირი (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის);  10. ოჯახი რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობას (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და გეგმური საკეისრო კვეთისა), დაფინანსება ან თანადაფინასება; 11. ოჯახი, რომელიც ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში ან სტიქიის შედეგად დაზიანებული ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან არ გააჩნია თავშესაფარი. 12. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები. მუხლი 6🔗. სოციალური ღონისძიებები სოციალური ღონისძიებებია: 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსება:  ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება;  ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება. 2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა:  ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში;  ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დღესასწაულებზე - ლიმიტის ფარგლებში). 3. ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის (მათ შორის მედიკამენტური) თანადაფინანსება. 4. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა; ზამთრის თბობის სეზონზე სათბობით უზრუნველყოფა. 5. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. 6. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. 7. სტიქიის შედეგად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. 8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცების დახმარება. 9. უფასო კვების ობიექტის საქმიანობის მონიტორინგი. 10. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი. თავი III სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების დაფინანსება  პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 406 000 (ოთხას ექვსი ათასი) ლარი. მუხლი 8🔗. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა  პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის). მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია ა) სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:  1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;  დ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:  ა) განცხადება;  ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;  დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;  ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.  3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:  ა) განცხადება;  ბ)განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;  დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;  ე) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.  ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.  4. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის:  ა) განცხადება;  ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;  გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.  5. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის, რომელსაც ერთხელ მაინც მიუმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებისათვის და მისი სარეიტინგო ქულა "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიანი სოციალური დაცვის პროგრამის "მიხედვით 57000 -ზე მეტი და 120000-ზე ნაკლებია:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;  დ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.  6. მრავალშვილიანი დედა, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდე ასაკის/ შვილი ან/და ცხოვრობს საშიშ-გაუსაძლის პირობებში:  ა) განცხადება;  ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;  გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;  დ) საშიშ და გაუსაძლის პირობებში ცხოვრების შემთხვევაში – აქტი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის შესახებ;  ე) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.  7. მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:  ა) განცხადება;  ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;  გ) მშობლის დაბადების მოწმობის ასლი;  დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;  ე) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;  ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.  8. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების ოჯახისათვის:  8.1 ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:  ა.ა) განცხადება;  ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;  ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;  ა.დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.  8.2. ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში: ბ.ა) ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან.  9. იძულებით გადაადგილებული (დევნილი)ოჯახისათვის:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;  დ) ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილთა შესახებ.  10. მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:  ა) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი /პირზე რომელზეც გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა რეკომენდაცია/;  გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;  დ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;  11. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:  ა) განცხადება;  ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;  გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;  დ) ინვოისი – ანგარიშფაქტურა – კალკულაცია;  ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან სადაც სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000. 12. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისათვის, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, დროებითი თავშესაფარის დასაქირავებლად: ა) განცხადება; ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი; გ) აქტი შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ; დ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) გასაქირავებელი ბინის კერძო საკუთრებაში ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ ზ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; 13. უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სათბობი საშუალებით უზრუნველსაყოფად: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; 14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებულთა დასახმარებლად: ა) განცხადება; ბ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ამ მუხლის პირველი, მე-2; მე-4; მე-8; მე-9; მე-11; მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა ,,სოციალური დახმარების მისაღებად“ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას, გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების ოდენობა 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის)ოჯახზე - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;  3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი -8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;  4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;  5. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი.  6. უკიდურესად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველთა ოჯახზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი.  6. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 250 ლარი.  ა) მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ და გაუსაძლის პირობებში – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – არა უმეტეს 500 ლარი.  7. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად; 8. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;  9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე:  ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 250 ლარი;  ბ) სადღესაწაულო ღონისძიებების შემთხვევაში .  10. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე ფულადი დახმარების სახით არაუმეტეს –100 ლარი, აგრეთვე ზამთრის თბობის სეზონზე – სათბობით უზრუნველყოფა. 11. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარი.  12. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - გამოკვლევას ან სტაციონარულ და მედიკამენტურ მკურნალობას, თანადაფინანსების სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს – 500 ლარი.  13. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად არა უმეტეს 100 ლარი, ბინის ქირის დასაფარად ექვსი თვის განმავლობაში.  14. ოჯახი, რომელიც თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებს დახმარებას - დადგენილი ლიმიტის ფარგლებში,  15. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 200 ლარი.  მუხლი 11🔗. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება  1. ,,მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ’’, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის თანხმობით წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით(ბრძანებით).  2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.  3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 4. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ’’ - ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.  5. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია: 1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში (გამგებლის გადაწყვეტილებით).  2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.  3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.  4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, საგარანტიო წერილის გაცემიდან სამი თვის ვადაში.  5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა გამგეობას.  6. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.  7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სადღესასწაულო საჩუქრები გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. 8. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ - გაუსაძლის პირობებში ერთჯერადი დახმარება გაიცემა ოჯახის ადგილზე შემოწმების (შესაბამისი აქტის) საფუძველზე.  9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე. 10. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ბინის ქირის სახით. მუხლი 13🔗. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან: 1. საორგანიზაციო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება. 2. საფინანსო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. მუხლი 14🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა ამოქმედებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 15🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია: 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა. 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა. 3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა. 4. პროგრამის განხორციელების ვადები. მუხლი 16🔗. პროგრამის განხორცილების შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგად: 1. უკეთესობისკენ შეიცვლება სოციალური ფონი. 2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას. 3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები. 4. გაუმჯობესდება მოსახლოების ჯანმრთელობის მდგომარეობა. 5. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა. დანართი №2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა №  დასახელება სოციალური დახმარების  მოცულობა /ლარი/ რეალიზაციის ვადა ერთ ბენეფიციარზე სულ 1 უფასო კვების ობიექტის დაფინანსება 50000 ლარი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად 2 საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დაფინანსება 75000 ლარი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად 3 სოციალურად დაუცველი  მოსახლეობის დახმარება, მათ შორის: 100000 ლარი უკიდურესად გაჭირვებულთა  ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარი წელიწადში ერთხელ სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების  თანადაფინანსება არა უმეტეს 500 ლარი პროგრამის შესაბამისად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ან სტიქიის შედეგად  და უსახლკაროდ დარჩენილ  ოჯახთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (ბინის ქირა) არა უმეტეს 100 ლარი ყოველთვიურად 6 თვის  განმავლობაში ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვთა ოჯახი რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი 8 ლარი ყოველთვიურად პროგრამის შესაბამისად ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვთა ოჯახი რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი შვილი 12 ლარი ყოველთვიურად პროგრამის შესაბამისად მარტოხელა  მშობელი, რომელსაც  ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი 8 ლარი ყოველთვიურად პროგრამის შესაბამისად 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი წელიწადში ერთხელ უმწეო ხანდაზმულთა სოციალური  რეაბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსება 38000 ლარი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება. 8 ლარი ყოველთვიურად სადღესასწაულო საჩუქრები 20000 ლარი პროგრამის შესაბამისად 5 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 80000 ლარი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი,  ფულადი დახმარება 250 ლარი წელიწადში ერთხელ მრავალშვილიანი ოჯახები,  რომლებიც ცხოვრობენ  საშიშ-გაუსაძლის პირობებში არა უმეტეს 500 ლარი წელიწადში ერთხელ ახალდაბადებულ ბავშვთა  ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარი დაბადებიდან 6 თვის ვადაში 6 იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარება 10000 ლარი პროგრამის შესაბამისად 7 სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის 250 ლარი 5000 ლარი პროგრამის შესაბამისად სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება 5000 ლარი პროგრამის შესაბამისად 8 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის) 250 ლარი 3000 ლარი პროგრამის შესაბამისად 9 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში 20000 ლარი პროგრამის შესაბამისად სულ: 406 000 ლარი