⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2015
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.175.016055
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,921 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2015 მიღება
11.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2015 წლის 16 იანვარი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „გ.ბ“  ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 61-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება’’ დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №3 დადგენილება (ვებ.გვ.matsne.gov.ge. 010250050.35.175.016003.  06/08/2014). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (შემდგომში - დებულება), საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომში -მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗. მერიის სამართლებრივი სტატუსი 1.მერია  საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. მერიის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობის და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული წარმოება მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. მერიის ადგილსამყოფელი მერიის ადგილსამყოფელია: ქალაქი მცხეთა ანტიოქიის ქუჩა №7. თავი II მერიის სტატუსი, თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება მუხლი 5🔗. მერიის სამართლებრივი სტატუსი 1.მერია არის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. 2. მერია შედგება  თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულებისგან. მუხლი 6🔗. მერიის თანამდებობის პირები 1.მერიის თანამდებობის პირები არიან: ა)მერი; ბ) ვიცე-მერი; გ)მერის მოადგილე (მოადგილეები); დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; 2.მერიის თანამდებობის პირთა რაოდნობა მერის ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 13-ეს. მუხლი 7🔗. მერი, მერის უფლებამოსილებები 1.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და უმაღლესი თანამდებობის პირი არის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. მერი წარმოადგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობისა და  ამ დებულების  შესაბამისად. 2.მერი ანგარიშვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე. 3. მერის უფლებამოსილებები: ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს; ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ა.ვ) ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ მუხლის მეხუთე პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად  საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან  ურთიერთობის სფეროში: ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს  გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს; ბ.ბ) კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს; ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას; გ) საფინანსო - საბიუჯეტო სფეროში: გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად,  საკრებულოს მიერ დადგენილი წესით,  დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ; გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; გ.ე) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ)  ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: დ.ა) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის და ამ წესის საფუძველზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ; დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; დ.გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;  დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს; დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი; დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; დ.ზ)  კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; დ.თ) უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუტრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას; დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას; დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე; დ.ლ)  ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;  ე) აღმასრულებელი საქმიანობის  სფეროში:   ე.ა) ხელს აწერს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ    ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ე.ბ) წარმოადგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით  ოფიციალური ურთიერთობებისას, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;  ე.გ)უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;  ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;  ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; ე.ზ) ანიჭებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; ე.თ) უზრუნველყოფს სხვ აუფლებამოსილებების განხორციელებას „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობის, საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და ამ დებულების შესაბამისად.  4. მერი უფლებამოსილია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. 5. მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. 6. მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 7. მერისთვის უნდბოლობის გამოცხადება, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრულ  შემთხვევებში და დადგენილი  წესით. მუხლი 8🔗. ვიცე-მერი და მერის მოადგილე (მოადგილეები) 1.ვიცე-მერს, რომლის თანამდებობრივი სტატუსი უთანაბრდება პირველი მოადგილის სტატუსს და მერის მოადგილეს (მოადგილეებს) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2.ვიცე-მერი და მერის მოადგილე (მოადგილეები)უფლებამოსილებათა დელეგირების თოაბაზე მერის ბრძანების შესაბამისად, ორგანიზებას უწევენ სტრუქტურული ერთეულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენენ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში აძლევენ შესასრულებლად სავალდებულო დავალებებს და მითითებებს. 3.დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვთ განიხილონ შემოსული კორესპონდენცია,შესაბამისი რეზოლუციებით დაავალონ სამსახურებს საკითხის განხილვა, მოისმინონ მათი ზედამხედველობის ქვეშ არსებული სტრუქტურული ერთეულებისა და იურიდიული პირების საქმიანობის ანგარიში, მერის დავალებით გამოსცენ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები და წინადადებით მიმართონ მერს; 4.ვიცე-მერი და მერის მოადგილე (მოადგილეები) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებენ მერის დავალებების და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას. 5.ვიცე-მერი და მერის მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულნი არიან ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. მათი უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ხოლო  თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები რეგულირდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს და დელეგირებული უფლებამოსილების შესაბამისად, ვიცე-მერს და მოადგილეს (მოადგილეებს) წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს მოთხოვნისთანავე, ხოლო დელეგირებული უფლებამოსილების შესაბამისად, ვიცე-მერს და მოადგილეს (მოადგილეებს) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) მერის დავალებით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები; თ) ანგარიშვალდებულია მერის და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ვიცე-მერის ან მოადგილის (მოადგილეების)  წინაშე. 3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. 4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“. თავი III მერიის სტრუქტურული აგებულება, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები მუხლი 10🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულები/ მერიის სამსახურები: 1.მერიის სტრუქტურული ერთეულები/სამსახურები იქმნება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე. 2.სტრუქტურული ერთეული/მერიის სამსახური შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების  ფარგლებში, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. 3.სტრუქტურულ ერთეულის/სამსახურის საქმიანობას წარმართავს  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/სამსახურის უფროსი. 4.სტრუქტურული ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები - განყოფილებები, რომლიც განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის  დებულებით და საშტატო ნუსხით. 5.სტრუქტურული ერთეულები/მერიის სამსახურებია: ა)ადმინისტრაციული სამსახური; ბ)იურიდიული სამსახური; გ)განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; დ)ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური; ე)შიდა აუდიტის სამსახური; ვ)საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური; ზ)ეკონომიკური დაგეგმვის , ქონების  მართვის და მოსაკრებლების სამსახური; თ)სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური; ი)ზედამხედველობის სამსახური. კ)სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური 6.მერიის სტრუქტურული ერთეულების/მერიის სამსახურების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით,  მუხლი 11🔗. სტრუქტურული ერთეულების აგებულება, ძირითადი ფუნქციები 1. ადმინისტრაციული სამსახური:  წარმართავს მერიის საქმისწარმოებას,  მათ შორის საკდარო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთაან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან,სახელმწიფო ორგანოებთან,  სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სამსახური ასევე ახორციელებს მერიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. სამსახურის საქმინობას წარმართავს სამსახურის უფროსი. ა. ადმინისტრაციული სამსახური  შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან: ა.ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილება; ა.გ) მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. 2. იურიდიული სამსახური: უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვას, მერის, მერიის თანამდებობის პირების და სხვა თანამშრომლების იურიდიულ კონსულტაციას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას.  იურიდული სამსახური ასევე, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს და უფლებამოსილ პირს აძლევს რეკომენდაციას/კონსულტაციას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. 3. განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური: უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას, ხელს უწყობს  კულტურის, განათლების, სპორტის და  ტურიზმის მუნიციპალური ობიექტების მუშაობის კოორდინაციას, შეიმუშავებს წინადადებებს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე, დადგენილი წესით აწყობს ადგილობრივ სემინარებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, კონკურსებს, ონცერტებს, გამოფენებს და სხვა ღონისძიებებს. 4. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური:  უზრუნველყოფს სოციალური დაცვის და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელების კოორდინაციას, უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას, სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვის კოორდინაციას, პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ (ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი შეღავათების და დახმარებების თაობაზე. 5.შიდა აუდიტის სამსახური:    უზრუნველყოფს მერის და მერის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციას, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს, აგრეთვე ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას. შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს მერიის სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაციასთან, მათ რეორგანიზაციასთან, საშტატო ნუსხასთან, სამუშაო აღწერილობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით. 6.საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური: უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო სახსრების მართვას, მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას, შესყიდვების განხორციელებას. ა.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ბიუჯეტის დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება და შესყიდვების განყოფილება. ა.ა ბიუჯეტის დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება ახორციელებს ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიღებას, ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიურ ანგარიშების მომზადებას, ბიუჯეტის შემოსულობათა ოპერატიულ აღრიცხვა-ანგარიშებს და უშუალო კონტროლს ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე გადასახდელების ნაწილში, უზრუნველყოფს ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას და კოორდინაციას. ა.ბ შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს  ერთიანი სახელმწიფო შეაყიდვების პოლიტიკის განხორციელებას, აღნიშნული შესყიდვების განხორციელების ორგანიზებას და მასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. 7.ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვისა და მოსაკრებლების სამსახური: უზრუნველყოფს ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას,მართვასა და ეფექტურ გამოყენებას, ქონების განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებებისა, სამართლებრივი აქტების პროექტების და ხელშეკრულებების მომზადებას , ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 8. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური: დამტკიცებული გენერალური გეგმის საფუძველზე, უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ მოწყობას და დაგეგმვას, ქალაქმშენებლობის, კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე ადმინსიტრაციულ საქმისწარმოებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან დაკავშირებული პროექტების განხილვას,  წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე. 9.ზედამხედველობის სამსახური: ახორციელებს  არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანობის,  მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან  შესაბამისობის შემოწმებას, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, კონტოროლს შენობა-ნაგებობების გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე, ,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვაზე, აგრეთვე, ზედამხედველობას სამშენებლო ობიექტებზე დასუფთავების წესების დაცვაზე გარე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი გამოსწორების შესრულებაზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე. სამსახური უზურუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირებას, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას. 10. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური:  უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას (მათ შორის წვევამდელთა და ჭაბუკთა), აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვას და სათანადო გადაწყვეტილებათა მიღებას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისათვის თავის ამრიდებელი მოქალაქეების შესახებ მასალების მომზადებას და მათ გადაცემას სამართალდამცავი ორგანოებისათვის. მუხლი 12🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის/განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები 1.განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების უფროსი: ა)წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის; დ)უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე)  ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ. თავი IV მერიის თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, მერიის საჯარო მოსამსახურეები, დანიშვნის ზოგადი წესები მუხლი 13🔗. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ-ადმინსიტრაციული სამართლებრივი აქტები, მათი გასაჩივრების წესი 1. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური-ადმინსიტრაციულ სამართლებრივი აქტებია: ა)მერის ბრძანება; ბ) ვიცე-მერის ბრძანება; გ)მერის მოადგილის (მოადგილეების) ბრძანება; დ)მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება. 2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური-ადმინსიტრაციულ სამართლებრივი აქტების მომზადების, აღრიცხვის და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება საქართველოს „ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. 3. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. 4. ვიცე-მერის, მერის მოადგილის (მოადგილეების) და  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სმაართლებრივი აქტი, ჯერ საჩივრდება მერთან, ხოლო შემდგომ სასამართლოში. 5.თუ მერის ან/და მერიის თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში მერიას სასამართლოში წარმოადგენს მერის მიერ განსაზღვრული პირი. მუხლი 14🔗. მერიის საჯარო მოსამსახურეები, უფლება-მოვალეობები, დანიშვნის ზოგადი წესი 1.    მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა: ა) მოხელე, ბ)დამხმარე მოსამსახურე; გ)შტატგარეშე მოსამსახურე; 2.      მერიაში  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაძლებელია მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც,  ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3.      მერიაში საჯარო მოსამსახურე ინიშნება: ა)კონკურსის წესით; ბ) უკონკურსოდ, მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ: ბ.ა) პირები, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს)   უფლებამოსილების       ვადით; ბ.ბ) თანამდებობაზე დროებით შემცვლელები; ბ.გ) დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც      კონკურსის წესით უნდა შეივსოს. ბ.დ) მოხელეები – სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში; ბ.ე) მოხელეები – იმავე  დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ  მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის    ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული. 4.      კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 5.      პირის თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება მერის ბრძანებით. 6.      მერიის საჯარო მოსამსახურეები სარგებლობენ ყველა იმ უფლებებით და გარანტიებით, რომელიც განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის საფუძველზე მათ, როგორც საჯარო მოსამსახურეებს ეკისრებათ ვალდებულებები. 7.      მერიის მოხელეები სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარებიან ატესტაციას. 8.      მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, სამსახურებრივი გადაყვანისა და დაწინაურების წესი და საფუძვლები, განისაზღვრება „საჯარო სამსახური შესახებ“ საქართველოს კანონით. თავი V მერიის საქმიანობის ორგანიზება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 15🔗. მერიის საქმინობის ორგანიზება 1.მერიის საქმიანობის ორგანიზება და ადმინსიტრაციული სამართალწარმოების წესი განისაზღვრება “ საქართველოს ზოგადი ადმისნისტრაციული კოდექსის“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების და  სტრუქტურული ერთეულების დებულებების შესაბამისად. 2.მერიაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 3.მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებულ უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ. თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და მერიის  მიერ გასაწევ ხარჯებს პროექტი აგრეთვე, ვიზირებულ ინდა იქნეს საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ. 4.სტრუქტურული ერთეულებისა და მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქციები გაწერილია სამუშაოთა აღწერილობებში, რომელთაც სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს მერი. 5.მერიაში, სამუშაო დაწყებისა და დასრულების დრო, შვებულების  უფლების გამოყენების წესი და სამსახურთან დაკავშირებული სხვა უფლებები და ვალდებულებები გაწერილია მერიის შინაგანაწესში, რომელსაც ამტკიცებს მერი. 6.მერიის თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები გადაწყვეტილების მიღების, გადაწყვეტილებათა მომზადების, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, კომისიური მუშაობის და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელების დროს, ხელმძღვანელობენ შესაბამისი საკანონმდებლო და კანონმქვემდებარე აქტებით, ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებით, მერისა და საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით. მუხლი 16🔗. რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია 1. მერიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება  კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მერიის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია ანუ სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება რომელიმე სხვა სამსახურს, აგრეთვე ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მუხლი 17🔗. დასკვნითი დებულებები 1.ეს დებულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე. 2.დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.