ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2015
ძალის დაკარგვა 07.09.2015
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.08.2015
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2015 წლის 16 იანვარი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები)
მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობისა და მართვის წესი" (დანართი 1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს "ცხოველიდან ადამიანზე გადამდები საშიში დაავადებების ჩამონათვალი" (დანართი 2).
მუხლი 3🔗
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მეშვეობით უზრუნველყონ ამ წესით გათვალისწინებული საკითხების სწავლება, კონსულტირება, საზოგადოებისათვის საინფორმაციო თუ სხვა საშუალებებით ინფორმაციის მიწოდება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი №1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები)
მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის წესი (შემდგომში - წესი) ადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლების და კატების) (შემდგომში - ცხოველები) ყოლისა და მოვლა-პატრონობის წესს.
მუხლი 2🔗.
წესის მიზანი
წესის მიღების მიზანია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის ჰუმანური მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პატრონიანი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისათვის იმყოფება მეპატრონის ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;
ბ) უპატრონო ცხოველი - ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და არ ჰყავს მეპატრონე.
გ) ცხოველის მეპატრონე - პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;
დ) ცხოველის მოვლა-პატრონობა - ცხოველის კვება მისთვის დადგენილი რაციონით, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება - დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, მათ შორის, ცხოველის ლაბორატორიული კვლევა;
ე) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება - ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;
ვ) ცხოველის მოკვდინება (ევთანაზია) - უფლებამოსილი პირის მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა წინამდებარე წესით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით.
მუხლი 4🔗.
ცხოველთა კლასიფიკაცია
1. ცხოველები მოვლა-პატონობისა და ზედამხედველობის შესაბამისად იყოფა კატეგორიებად:
ა) პატრონიანი;
ბ) უპატრონო.
მუხლი 5🔗.
ცხოველის ყოლა და მოვლა-პატრონობა
1. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:
ა) სათანადო კვება და დაწყურვება;
ბ) ფიზიკური აქტივობა;
გ) საძილე ადგილის განთავსება;
2. მეპატრონე ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე.
3. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება.
4. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა.
5. აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.
6. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აგრეთვე დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
ა) ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები), ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბმელით და ალიკაპით;
ბ) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ ვეტერინარიულ-სანიტარიული შემოწმება;
გ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;
დ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიერ ადამიანის ან სხვა ცხოველის დაკბენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო დაწესებულებას. ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწესებლად მიმართოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს.
ე) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კერძო ვეტერინარ ექიმს;
ვ) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს;
8. ცხოველთა მეპატრონეების მხრიდან წინამდებარე წესში განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცხოველთა პოპულაციების მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო
ჩოხატაურის ტერიტორიაზე ბინადრი ცხოველების მოვლა–პატრონობის კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილებას, რომლის განხორციელება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეუძლია უშუალოდ გამგეობის სამსახურების, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მეშვეობით.
მუხლი 7🔗.
ცხოველების მოკვდინება
1. მოკვდინებას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომელთაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტ.ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდებათ წინამდებარე წესზე თანდართული ადამიანისთვის საშიში ერთ-ერთი დაავადება მაინც.
2. ცხოველის მოკვდინება დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტურია ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მყისებრ, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტის გამოყენებით.
4. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:
ა) დახრჩობა;
ბ) გაგუდვა;
გ) მოწამვლა;
დ) ელექტრომუხტის გამოყენება;
ე) მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.
დანართი №2
ცხოველიდან ადამიანზე გადამდები საშიში დაავადებების ჩამონათვალი
1. ლისტერიოზი - ძაღლი, კატა
2. ტოქსოპლაზმა - ძაღლი, კატა
3. ტულარემია - კატა
4. ლეპტოსპიროზი - ძაღლი
5. ტუბერკულოზი - ძაღლი
6. ცოფი - ძაღლი, კატა
7. ეხინოკოკოზი - ძაღლი, კატა
8. ლეიშმანიოზი - ძაღლი
9. პიროპლაზმოზი - ძაღლი, კატა
10. დემოდეკოზი - ძაღლი, კატა
11. ტეტანუსი - ძაღლი, კატა
12. სტაფილოკოკი - ძაღლი, კატა
13. სტრეპტოკოკი - ძაღლი, კატა
14. მკრეჭავი მუნი - ძაღლი, კატა
15. ბრუცელოზი - ძაღლი
16. ციმბირული წყლული - ძაღლი
17. თურქული - ძაღლი
18. სალმონელოზი - ძაღლი.