ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2015
ძალის დაკარგვა 28.01.2016
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,147 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2015 მიღება
28.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2015 წლის 16 იანვარი დ. ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის  მე-4 პუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (თან ერთვის); მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №32 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი წინამდებარე   წესი   აწესრიგებს   ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტის   2015   წლის   ბიუჯეტიდან   „სოციალური დაცვის“     მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ   ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური  დახმარებების  დანიშვნასა  და გაცემაზე  უფლებამოსილ  უწყებას,  ადგენს  სოციალური  დახმარების  სახეებს,  მათი  დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები: 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  2015  წლის  ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია: ა) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი ყოველთვიური ფულადი დახმარება; ბ) საქართველოს  თავისუფლებისა  და  ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრების, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივების სარიტუალო მომსახურება; გ) საქართველოს    თავისუფლებისა    და    ტერიტორიული   მთლიანობისათვის   ბრძოლაში    დაღუპულთა  ოჯახებისა   და   ქ.   თბილისში    1989   წლის   9   აპრილს   საქართველოს   დამოუკიდებლობის   მოთხოვნით  გამართული    მშვიდობიანი   აქციის   დარბევის   შედეგად   დაზარალებული   (მოწამლული)   პირებისადმი  და აფხაზეთის კომფლიქტის დროს დაღუპულ ერთი ოჯახისათვის  ყოველთვიური და ერთჯერადი ფულადი  დახმარება. დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი მატერიალური დახმარება სადღესასწაულოდ (ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით), ზამთრის სეზონისათვის სათბობის შეძენაზე დახმარება; ე) მარტოხელა  (უპატრონო)  გარდაცვლილ პირთა  სარიტუალო მომსახურება; ვ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა  დახმარება; ზ) დევნილთა  დახმარება; თ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული  ოჯახებისათვის  ერთჯერადი  ფულადი  დახმარება  (გამონაკლის  შემთხვევაში  საცხოვრებელი ფართით დროებით უზრუნველყოფა, ბინის  შეძენა  ან  დაქირავება). ი) მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება. კ) მრავალშვილიანი (4  და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახების დახმარება; ლ) თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს . მ) ფენილკეტონურიით დაავადებული პირების დახმარება. ნ) 0 დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების დახმარება ო) ახალშობილთა ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება. პ) ა(ა)იპ განათლების ცენტრის თანადაფინანსება. ჟ) გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით) დაავადებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის პირთა მუდმივი მონიტორინგისათვის ფინანსური დახმარება. 2.  ამ  მუხლის  პირველ  პუნქტში  ჩამოთვლილი  სოციალური  დახმარების  სახეები  და  მრავალშვილიანი  ოჯახების  დახმარება,   დედ-მამით  ობოლი  ბავშვების  ყოველთვიური  დახმარება, თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს, ფენილკეტონურიით დაავადებული   ბავშვების  დახმარება,  0  დან 18  წლამდე ასაკის  შშმ  ბავშვების  დახმარება ყოველთვიური  ხასიათისაა  და  მთელი  წლის  განმავლობაში  გაიცემა,  ხოლო  სოციალური  დახმარების  სხვა  დანაჩენი  სახეები  ერთჯერადი  ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება.  ა(ა) იპ განათლების ცენტრის თანადაფინანსება კვარტალური ხასიათისაა.  გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით) დაავადებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის პირთა მუდმივი მონიტორინგისათვის ფინანსური დახმარება ხდება  მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 2🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია  არაფულადი  სოციალური დახმარებები; 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  მცხოვრებთათვის; 3. პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას: ა)  18-წელს ზევით ასაკის პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-დან  120 000-ის ჩათვლითაა  სამედიცინო  - სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება; ბ) 18 წელს ზევით ასაკის მკვეთრად  გამოხატული  შშმ პირების   სამედიცინო სტაციონარული  მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე  დახმარება; გ)  ონკოლოგიური  დაავადებით  დაავადებულთა  სამედიცინო  სტაციონარული მომსახურებისა  და  მედიკამენტების შეძენაზე დაფინანსება; დ)   მეორე   მსოფლიო   ომის  ვეტერანთა  და  ომში  დაღუპულთა  ქვრივებისადმი სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებასა და  მედიკამენტების   შეძენაზე დახმარება. ე) 0-დან 18 წლამდე ასაკის  პირებისა და შშმ პირების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება  (გარდა ესთეტკური ქრურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა); თავი II ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და  მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 3🔗. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება  1. ახალშობილებს, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში  და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000 -ის ჩათვლითაა გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება. 2. დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში; დ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის მონაცემები; 3. ახალშობილთა  ოჯახებზე ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 4.  ახალშობილის  მშობელმა  დახმარების  მისაღებად  მუნიციპალიტეტის  გამგეობას  უნდა  მიმართოს  ერთი წლის განმავლობაში. 5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი  აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 4🔗. საქართველოს   თავისუფლებისა   და   ტერიტორიული  მთლიანობისათვის  ბრძოლის  მონაწილე მეომრების, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივების სარიტუალო მომსახურება.  1. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ)  ომის  მონაწილის და  პლასტიკური  ბარათის  ქსეროასლი  ან  ცნობა  სოციალური  მომსახურების  სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი  ომის მონაწილე ან ომში დაღუპულის ქვრივი იყო პენსიონერი; გ) ომის ვეტერანის და ომში გარდაცვლილის ქვრივის  გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 2. თანხა გაიცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 5🔗. საქართველოს   თავისუფლებისა   და   ტერიტორიული   მთლიანობისათვის   ბრძოლაში   დაღუპულის  ოჯახისა  და დაზარალებული პირის დახმარება   1. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის  ბრძოლაში დაღუპულთა  ოჯახები,   ქ.   თბილისში    1989   წლის   9   აპრილს   საქართველოს   დამოუკიდებლობის   მოთხოვნით   გამართული  მშვიდობიანი  აქციის  დარბევის  შედეგად  დაზარალებული  (მოწამლული)   პირები და დაღუპულთა ოჯახები,   აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული ერთი ოჯახი  ერთჯერადად  მიიღებენ  ფულად დახმარებას 500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით. აგვისტოს ომის დროს დაღუპულ სამ ოჯახი და აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა შვიდი ოჯახი ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას თითოეული  300(სამასი) ლარის ოდენობით.  ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სათბობის შესაძენად თითოეული ოჯახი და დაზარალებული  დამატებით მიიღებს 200 (ორასი) ლარს. 2.    საქართველოს    თავისუფლებისა    და    ტერიტორიული    მთლიანობისათვის    დაღუპულ    მებრძოლთა  ოჯახებისადმი   (რომლებიც   საბრძოლო   ოპერაციის   შესრულებისას   მიყენებული   ჭრილობების   შედეგად  გარდაიცვალნენ 1993 წლის 30 სექტემბრის შემდეგ)   ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 300(სამასი)    ლარის    ოდენობით,    ხოლო    ქ.   თბილისში    1989   წლის   9   აპრილს   საქართველოს  დამოუკიდებლობის  მოთხოვნით  გამართული  მშვიდობიანი  აქციის  დარბევის  შედეგად  დაზარალებული  (მოწამლული) პირთათვის – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.  3.  ყოველთვიური   დახმარების  დასანიშნად  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  წარმოდგენილი  უნდა  იქნეს შემდეგი  დოკუმენტაცია:  ა)  წერილობითი  განცხადება;  ბ).  განმცხადებლის  პირადობის  მოწმობის  ასლი;  გ)გარდაცვალების    მოწმობის    ასლი;    დ)    გარდაცვლილის    პირდაპირი    მემკვიდრის    დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა; ვ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.  4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. (ერთჯერადი დახმარება და სათბობის შესაძენი თანხა გაიცემა დაზუსტებული სიის მიხედვით). მუხლი 6🔗. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი მატერიალური დახმარება სადღესასწაულოდ (ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით), ზამთრის სეზონისათვის სათბობის შეძენაზე დახმარება; 1.  დახმარება  გაიცემა  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, 2015 წლის 9 მაისს, დაზუსტებული სიის მიხედვით. 2. ომის თითოეულ მონაწილესა და ომში დაღუპულთა ქვრივებზე გაიცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარი, ხოლო სათბობის შეძენაზე თითოეულზე 200(ორასი) ლარი; მუხლი 7🔗. მარტოხელა,   მიცვალებულთა   სარიტუალო   მომსახურება   (რომელთაც   არ   ჰყავთ   პირდაპირი მემკვიდრე დედა, მამა, მეუღლე, ბებია, ბაბუა, შვილი, გერი, შვილიშვილი) 1. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) დაკრძალვის ხარჯის გამღების წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ; ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობა. 2.  მარტოხელა  მიცვალებულის  სარიტუალო  მომსახურების  ხარჯი  ანაზღაურდება  250  (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3.  თანხა   გაიცემა  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-  სამართლებრივი  აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 8🔗. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1.    დახმარების    მისაღებად    მუნიციპალიტეტის    გამგეობაში    წარმოდგენილი    უნდა    იქნას    შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის  ასლი; გ)   ცნობა   სოციალური   მომსახურების   სააგენტოს   ჩოხატაურის   განყოფილებიდან   ხანდაზმული   პირის  პენსიონერობის შესახებ; დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 2.  თითოეულ  ხანდაზმულ  პირზე  წლის   განმავლობაში  გაიცემა  300   (სამასი)  ლარი.  მუნიციპალიტეტის  გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 9🔗. დევნილთა დახმარება 1. დევნილთა დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: ა)   ზამთრისათვის   საჭირო   სათბობის    შესაძენად   ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტში   აღრიცხვაზე   მყოფ დევნილთა   თითოეულ   ოჯახს   ბანკში   გახსნილ   პირად   ანგარიშზე   გადაერიცხება   200   (ორასი)   ლარი ერთჯერადად; ბ)  დევნილის  გარდაცვალების  შემთხვევაში  გარდაცვლილი  დევნილის  ოჯახი  ერთჯერადად  მიიღებს  250 (ორასორმოცდაათი) ლარს; გ) სხვა გარდაუვალ აუცილებლობასთან დაკავშირებით დევნილის ოჯახი მიიღებს ერთჯერადი დახმარების  სახით 150 (ასორმოცდაათი) ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა  წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი: გ) დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი; დ) დევნილი პირის გარდაცვალების ცნობა, დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში; ე) ცნობა განმცხდებლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 3.    ამ    მუხლის    პირველი    პუნქტის    ,,ა“    ქვეპუნქტით    გათვალისწინებულ    შემთხვევაში    მოქალაქემ  მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი, ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 4. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 10🔗. მძიმე  საცხოვრებელ  პირობებში,  უბედური  შემთხვევისა  და  სტიქიური  მოვლენების  შედეგად    დაზარალებული  ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება,  (გამონაკლის შემთხვევაში  უსახლკაროდ დარჩენილთათვის საცხოვრებელი ფართით დროებით  უზრუნველყოფა, ბინის შეძენა ან დაქირავება).    1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 2.  მძიმე  საცხოვრებელ  პირობებში,  უბედური  შემთხვევისა  და  სტიქიური  მოვლენების  შედეგად   უსახლკაროდ  დარჩენილ  და  დაზარალებულ   ოჯახთა  მდგომარეობას  შეისწავლის  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად. 3.  სამსახურის  მიერ  სახლის  დაზიანების  ხარისხის  მიხედვით  შეირჩევა  ოჯახები  და  სათანადო  დასკვნის  საფუძველზე გაიცემა  შესაბამისი დახმარება. 4.  მძიმე  საცხოვრებელ  პირობებში,  უბედური  შემთხვევისა  და  სტიქიური  მოვლენების  შედეგად  უსახლკაროდ  დარჩენილი    ოჯახებისათვის    ერთჯერადი    ფულადი    დახმარება    (გამონაკლის    შემთხვევაში    ბინის    შეძენა)   განისაზღვროს არაუმეტეს 15000 (თხუთმეტიათასი) ლარისა, ხოლო ბინის ქირის ხარჯი ყოველთვიურად   არაუმეტეს  100(ასი) ლარისა. 5. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.  მუხლი 11🔗. მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 1.  მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფ ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდე  გაეწევათ ერთჯერადი ფულადი  დახმარება, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში (უბედური შემთხვევა,მძიმე ავადმყოფი) სარეიტინგო ქულის გარეშე. 2. განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)  შესაბამისი  ტერიტორიული  ორგანოს  რწმუნებულის  შუამდგომლობა  ოჯახის  სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ; ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 3. მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 4. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. თავი III ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 12🔗. 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი ყოველთვიური ფულადი დახმარება 1. დედ-მამით ობოლი ბავშვების კანონიერმა წარმომადგენელმა დახმარების დასანიშნად მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) კანონიერი წარმომადგენელის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 2.  ბენეფიციარები,  რომლებიც  სარგებლობენ  მე-12  მუხლით  გათვალისწინებული  დახმარებით  მათზე  ამ  მუხლის   პირველი   პუნქტის   მოთხოვნა   არ   ვრცელდება,   გარდა   კანონიერი   წარმომადგენლის   შეცვლის შემთხვევისა.   3. დახმარება გაიცემა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებლივი აქტის ბრძანების საფუძველზე. თითოეულზე 100(ასი) ლარის ოდენობით. მუხლი 13🔗. მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფულადი დახმარება 1.    მრავალშვილიან   ოჯახებზე,    რომლებსაც   ჰყავთ   ოთხი   და   მეტი   18   წლამდე   ასაკის    ბავშვი    და რეგისტრირებულნი    არიან    სოციალურად   დაუცველი   ოჯახების   მონაცემთა   ერთიან   ბაზაში-   გაიცემა  ყოველთვიური ფულადი დახმარება,თუ მათი სარეიტინგო ქულა 10 000-ზე ნაკლებია, 57 000-ზე მეტია და არ  აღემატება 120 000-ს. 2. დახმარების დასანიშნად მშობლებმა მუნიციპალიტეტის გამგერობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ; ე) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ. 3. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ ბავშვზე თვეში 25 ლარის ოდენობით. 4. ყოველთვიური ფულადი დახმარება ირიცხება განმცხადებლის პირად ანგარიშზე. 5.  თანხა   გაიცემა  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-  სამართლებრივი  აქტის (ბრძანების) საფუძველზე. თავი IV არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 14🔗. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დახმარების მიმღებნი არიან ფენილკეტონურიით  დაავადებული  ბავშვები,  რომლებიც  საჭიროებენ  ხანგრძლივი  პერიოდის  განმავლობაში  მკურნალობასა  და  ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას. 2.    დახმარება   გაიცემა   მშობელთა    ან    კანონიერი    წარმომადგენლის   მოთხოვნის    შესაბამისად.    თანხა  ხელშეკრულების   საფუძველზე   გადაერიცხება   პროდუქტების   შემომტან  ორგანიზაციას,  ხოლო   ფულადი  დახმარების შემთხვევაში კი ბენეფიციარის მშობელს /კანონიერ წარმომადგენელს პირად ანგარიშზე. 3.   დახმარების    მისაღებად    ფენილკეტონურიით   დაავადებული    ბავშვების   ერთ-ერთმა   მშობელმა   ან  კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა N100; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 4. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის მიმართ ამ მუხლის მესამე პუნქტის „ე“, ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება. 5.    ფულადი    დახმარება    გაიცემა    ყოველთვიურად    მუნიციპალიტეტის    გამგებლის    ინდივიდუალური  ადმინისტარაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ ბავშვზე 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.  6.  ბენეფიციარები,  რომლებიც  სარგებლობენ  მე-14  მუხლით  გათვალისწინებული  დახმარებით,  მათზე  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება. მუხლი 15🔗. 18   წელს   ზევით   ასაკის პირებს,  რომელთა  სარეიტინგო   ქულა  57001-დან  120   000-ის ჩათვლითაა სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება 1.   18   წელს   ზევით    ასაკის   იმ   პირებზე, რომლებიც    საჭიროებენ    სტაციონარულ    სამედიცინო   მომსახურებას, მედიკამენტების    შეძენას    და    რომელთა    სარეიტინგო   ქულა   57001-დან    120    000-ის  ჩათვლითაა,   გაეწევათ   დახმარება. 2.  დახმარების  მისაღებად  განმცხადებელმა  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა; ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ; 2. დაფინანსდება ის თანხა რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა არაუმეტეს 400 (ოთხსი) ლარისა,ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა. 3. თანხა   ჩაირიცხება   შესაბამისი   სამედიცინო   დაწესებულების   საბანკო   ანგარიშზე,   მუნიციპალიტეტის  გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 16🔗. 18 წელს ზევით ასაკის მკვეთრად გამოხატული  შშმ პირების  სამედიცინო   სტაციონარულ  მომსახურებაზე  და  მედიკამენტების  შეძენაზე დახმარება 1.  დახმარების  მისაღებად  განმცხადებელმა  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100); დ) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი; ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა; 2. დაფინანსდება ისსამედიცინო მომსახურება, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა არაუმეტეს 400 (ოთხსი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა. 3.   თანხა   ჩაირიცხება   შესაბამისი   სამედიცინო   დაწესებულების   საბანკო   ანგარიშზე,   მუნიციპალიტეტის  გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 17🔗. ონკოლოგიური  დაავადებით  დავადებულთა  სამედიცინო  სტაციონარული  მომსახურებაზე  და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება 1.  დახმარების  მისაღებად  განმცხადებელმა  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა №100); დ) შესაბამისი სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა. 2.  დაფინანსდება სამედიცინო მომსახურება,  რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა, სამედიცინო მომსახურებაზე  და მედიკამენტების შეძენაზე გაიცეს  თითოეულ  ავადმყოფზე  არაუმეტეს  400  (ოთხასი)  ლარისა. 3.      თანხა      ჩაირიცხოს      შესაბამის      სამედიცინო/სააფთიაქო      დაწესებულების      საბანკო      ანგარიშზე  მუნიციპალიტეტის   გამგებლის   ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  (ბრძანების)  საფუძველზე. მუხლი 18🔗. მეორე  მსოფლიო  ომის  ვეტერანებისა  და  ომში  დაღუპულთა  ქვრივებისათვის  სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებასა და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება.  1.  დახმარების  მისაღებად  განმცხადებელმა  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100); დ) შესაბამისი სამედიცინო და სააფთიაქო  დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა; ე)  მეორე     მსოფლიო ომის ვეტერანის  მოწმობის ასლი; 2.   სამედიცინო მომსახურების თანხა განისაზღვროს არაუმეტეს 400(ოთხასი) ხოლო მედიკამენტების   შესაძენი    თანხა        150    (ასორმოცდაათი)   ლარის    ფარგლებში. 3.  თანხა  ჩაირიცხოს  შესაბამის  სამედიცინი ან სააფთიაქო  დაწესებულების  საბანკო  ანგარიშზე    მუნიციპალიტეტის      გამგებლის      ინდივიადულაურ      - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 19🔗. 0-დან 18 წლამდე ასაკის პირებისა  და შშმ  პირების  სამედიცინო  მომსახურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა). 1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)  დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100) და ანგარიშ-ფაქტურა; ე) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი შშმ პირის არსებობის შემთხვევაში; 2.თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. მუხლი 20🔗. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება, რომლებიც გადიან დიალიზის კურს 1.   ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტის   2015   წლის   ბიუჯეტიდან   არაფულადი   დახმარების   მიმღები   არიან თირკმლის    უკმარისობით    დაავადებული    პირები,    რომლებიც    საჭიროებენ    ხანგრძლივი    პერიოდის განმავლობაში დიალეზის კურსის ჩატარებას. 2. დახმარების დასანიშნად პიროვნებამ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ; დ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. ე)  თანხა   გაიცემა  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-  სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.  3.  ბენეფიციარები,  რომლებიც  სარგებლობენ  მე-20  მუხლით  გათვალისწინებული  დახმარებით,  მათზე  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება მუხლი 21🔗. 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების  დახმარება.  1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების ოჯახებზე გათვალისწინებულია კომუნალური გადასახადის დაფინანსება. 2.      დახმარების      მისაღებად      ბენეფიციარის      ერთ-ერთმა      მშობელმა/კანონიერმა      წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) შშმ სტასუსის დამადასტურებელი მოწმობა; ბ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; გ) შშმ პირის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი; 3.  თანხა   გაიცემა   მუნიციპალიტეტის   გამგებლის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-  სამართლებრივი  აქტის (ბრძანების) საფუძველზე.თითოეულზე 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.  მუხლი 22🔗. ა(ა)იპ განათლების ცენტრის თანადაფინანსება. 1. ა(ა)იპ განათლების ცენტრის ბაზაზე განთავსებულია 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების დღის ცენტრი. 2. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფინანსდება ცენტრის  კვების ხარჯები. 3. დღის ცენტრის დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ა (ა)იპ „განათლების ცენტრი“-ს დირექციის მოთხოვნა დაფინანსების თაობაზე; ბ) პროგრამაში მონაწილე პირების სახელობითი სია შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი  საბუთით; გ)  კვების ხარჯებზე გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; 4. თანხა  გადაერიცხება   კვარტალში ერთხელ, მომდევნო კვარტლის პირველი თვის 10 რიცხვამდე ა(ა)იპ „განათლების ცენტრი“-ს დირექციას წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე  მუნიციპალიტეტის   გამგებლის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 23🔗. გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით) დაავადებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის პირთა მუდმივი მონიტორინგისათვის ფინანსური დახმარება. 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დახმარების მიმღებნი არიან გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით) დაავადებული  0-დან 18 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც ესაჭიროებათ მუდმივი მონიტორინგისათვის ფინანსური დახმარება. 2.   დახმარების    მისაღებად    ბენეფიციარის   ერთ-ერთმა   მშობლებმა   ან  კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა N100; დ)  დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) შშმ პირის დამადასტურებელი ცნობა არსებობის შემთხვევაში; ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 3.    ფულადი    დახმარება    გაიცემა        მუნიციპალიტეტის    გამგებლის    ინდივიდუალური  ადმინისტარაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა წლის განმავლობაში. თავი V სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება  და  ადმინისტრირება მუხლი 24🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება 1.   ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტის   მოსახლეობის   სოციალური   დაცვის   ღონისძიებათა   მუნიციპალური პროგრამით     გათვალისწინებული    სოციალური    დახმარების    დანიშვნისა    და    გაცემის    ორგანიზებას  უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა  და კულტურის სამსახური. 2.   სამსახური   პასუხისმგებელია   ასევე   მუნიციპალური   დახმარების   მიმღებთა   (ბენეფიციართა)   სიების  კომპიუტერულ დამუშავებაზე. მუხლი 25🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და  შესაბამის  დოკუმენტაციას  წარუდგენს  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  გამგებელს. 2. გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების  რეგისტრაციას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედ დასმულ და ზონარ გაყრილ ჟურნალში. 3.  გამგეობის  ადმინისტრაციულ  სამსახურში  რეგისტრაციისას, წერილობით  განცხადებაზე  ასლების  სახით თანდართული  ყველა  დოკუმენტი  ადმინისტრაციული  სამსახურის  პასუხისმგებელი  თანამშრომლის  მიერ უნდა   შედარდეს  დედანთან.  წარმოდგენილი  პირველადი  დოკუმენტაციის  სისწორეზე  პასუხისმგებელია  მუნიციპალიტეტის გამგეობა. 4.  გამგეობაში  შემოსული  ყველა  განცხადება  თანდართული  დოკუმენტაციითურთ  მათ  შესასწავლად  და   სოციალური  დახმარების  გაცემის  საკითხზე  შესაბამისი  ბრძანების  პროექტის  მოსამზადებლად  ეგზავნება  სოციალურ საკითხთა და კულტურის  სამსახურს. მუხლი 26🔗. სამსახურის მიერ განცხადებების განხილვა 1. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური. 2.  საკითხის დადებითად გადაწყვეტის  შემთხვევაში   სამსახურის   ბრძანების   პროექტის   საფუძველზე მუნიციპალიტეტის  გამგებლის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით  (ბრძანებით)  გაიცემა სოციალური დახმარებები. მუხლი 27🔗. სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1.  სამსახური  სოციალური  დახმარების  გაცემის  საკითხის  განხილვისას  ხელმძღვანელობს  საქართველოს  ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   მე-6   თავით   გათვალისწინებული   მარტივი   ადმინისტრაციული  წარმოებით. 2.  სოციალური  დახმარების  გაცემის  საკითხის  გადაწყვეტა  ხდება  მკაცრად  ინდივიდუალურად,  ყოველი  კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3.  სამსახური  უზრუნველყოფს  ყოველთვიური  დახმარების  მიმღებთა  ოჯახებში  მომხდარი  ცვლილებების  სისტემატურ   შემოწმებას,   რის   საფუძველზეც   შეაქვს   შესაბამისი   შესწორებები   (დახმარების   დანიშვნის  გაუქმება,  შეწყვეტა,  აღდგენა)  ბენეფიციართა  საქმეში.  ცვლილებებში  იგულისხმება  ბენეფიციართა  ახალი ოჯახების  გამოვლენა   ან  გაუქმება,  ოჯახის  წევრთა  მატება-კლება,  ბავშვების  სრულწლოვანების  დადგენა,  სტიქიური  მოვლენების  შედეგად  უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის  შეძენა და ა.შ. 4.   ყოველთვიური   ინფორმაცია   დახმარების   ახალი   დანიშვნის   ან  შეწყვეტის  შესახებ,  დასკვნის  სახით,  სამსახურის   უფროსის    მიერ   ეგზავნება   მუნიციპალიტეტის   გამგებელს   ხელმოსაწერად   კონტინგენტის  მონაცვლეობის სიებთან ერთად. მუხლი 28🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება   1.   სოციალური   დახმარების   გაცემის   შესახებ   საბოლოო   გადაწყვეტილების   მიღება   ხდება   ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მიერ,  რომელიც  სამსახურის  ბრძანების  პროექტის  საფუძველზე  გამოსცემს  შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 2.   გამგებლის   ბრძანებით   განისაზღვრება   ბენეფიციართა   პერსონალური   შემადგენლობა   და   ინიშნება   სოციალური დახმარება. 3. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19  მუხლებით   გათვალისწინებულ   ბენეფიციართათვის   სასწრაფო   სამედიცინო   და   სასწრაფო   სამედიცინო  სტაციონარული  მომსახურების   თანადაფინანსება  და  როდესაც  დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს,    დახმარება    შეიძლება    გაიცეს    სამსახურის    ბრძანების    პროექტის    გარეშეც,    ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).