სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2015
ძალის დაკარგვა 01.02.2017
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი | სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 18.04.2018
- სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.01.2017
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2015 წლის 16 იანვარი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და
მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 24-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი
დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და
მისი გაცემის წესი
ეს პროგრამა განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის, აგრეთვე სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1.
სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 57 000-დან 200000–მდე სარეიტინგო ქულა და არ ფინანსდებიან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით.
2.
მათზე ერთჯერადად სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
3.
ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე)
გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
5.
დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ სასურველია მოხდეს სტაციონარში ჩასატარებული სამედიცინო მომსახურეობამდე ან უკიდურეს შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 2🔗.
ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება, რომლებიც არ იმყოფებიან არცერთ სახელმწიფო პროგრამაში
1.
ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2.
ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე)
გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის და სოციალურ – ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ან ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.
დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), რომლებიც არ ფინანსდებიან ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით , ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა)
სტაციონარული მკურნალობისათვის ქიმიოთერაპია, ჰორმონო და სხივური თერაპია 300 ლარამდე სრული ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან 2000 ლარამდე 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ)
ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება მოხდეს ოპერაციის ღირებულების 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
მუხლი 3🔗.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1.
ერთჯერად 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მაცხოვრებელი ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი, გარდა იმ ოჯახებისა, რომლებსაც ფულადი დახმარება ეძლევათ „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის N01-31/ნ ბრძანების შესაბამისად.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები;
გ)
შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
საბანკო ანგარიში;
ე)
გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 4🔗.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) სოციალური დახმარება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლებისათვის (ვეტერანთათვის):
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი.
ბ)
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით;
3.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)
საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.
2.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ;
ე)
გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
ვ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3.
თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის ერთჯერადი დახმარება
1.
სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი დახმარება გაიცეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 57 000-დან 200000-მდე და ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 100 ლარით.
2.
იმ პირებზე, რომლებიც არ შედიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ერთჯერადი დახმარება არ გაიცემა.
3.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ)
გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა.
2.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობა;
დ)
საბანკო ანგარიში.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ინვალიდთა სოციალური დაცვა
1.
ამ კატეგორიის მოსახლეობის დახმარება მოხდება ამბულატორიული, სტაციონარული და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის ერთჯერადად 50%-ის დაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა.
2.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
დ)
ცნობა ექიმისგან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის შესახებ ან ინვალიდობის შესახებ;
ე)
გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით;
ვ)
საბანკო ანგარიში.
3.
შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დღის ცენტრისთვის სამეურნეო – საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის გაიცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4.
დახმარების მისაღებად უფლებამოსილმა პირმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
საბანკო ანგარიში.
5.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება
1.
ერთჯერად 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი შვილი 18 წლის ასაკამდე.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
მეუღლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
შვილის (შვილების) დაბადების მოწმობის ასლი;
ე)
საბანკო ანგარიში;
ვ)
გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობისა შესახებ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება
1.
მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ყავთ ოთხი და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე) შვილი, დედის დღესთან დაკავშირებით მიეცეს ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ)
გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობისა შესახებ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით;
გ)
საბანკო ანგარიში.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მრავალშვილიან უსახლკარო მოქალაქეებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართის ქირის ოდენობის გადახდას.
5.
ქირის ოდენობა შეადგენს თვეში არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარს.
6.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით;
დ)
დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართის) მესაკუთრის საბანკო ანგარიში.
მუხლი 11🔗.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და ზევით ასაკს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 100 წლის და ზევით ასაკს გადაცილებულ მოქალაქეს მიეცეს ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით დებადების დღის აღსანიშნავად.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ)
გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით;
გ)
საბანკო ანგარიში.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეთა ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურება
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დიალეზის სახლემწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს აუნაზღაურდებათ ტრანსპორტირების ხარჯები თითოეულს თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ)
გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით;
ე)
ფორმა N100;
ვ)
დიალეზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
სტუდენტების დახმარება
1.
აკრედიტებულ სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება არაუმეტეს 50%-ის ოდენობით გაეწევათ სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს აკრედიტებულ სასწავლებელში 2013-2014 წლამდე, არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და რომელთაც აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 57000-მდე.
2.
სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობის და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
მუხლი 14🔗.
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება
1.
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 5000 ლარისა.
2.
მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე დამდგარი ზიანიდან ათი დღის ვადაში;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ)
ცნობა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;
ე)
ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან (სტიქიის შემთხვევაში);
ვ)
გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით.
ზ)
საბანკო ანგარიში.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.
ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
მუხლი 15🔗.
კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისია იქმნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. კომისიის წევრთაგან გამგებელი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.
2.
კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3.
კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე.
4.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომას უძღვება კომისიის ერთ – ერთი წევრი გამგებლის დავალებით.
5.
კომისია სხდომას იწვევს და მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ.
6.
კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული ფიზიკური პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მუხლი 16🔗.
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1.
კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს კანონით დადგენილი წესით.
2.
ამ წესის მე-3, მე-5 და მე-13 მუხლების გარდა განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ.
3.
კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
4.
გამონაკლისის სახით კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს ცალკეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში შემდეგ კატეგორიებს:
ა)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ამ პროგრამით და განესაზღვროს დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა.
ბ)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც არიან გათვალისწინებული ამ პროგრამით, მაგრამ ესაჭიროებათ პროგრამით განსაზღვრულ ზღვრულ თანხაზე მეტი განესაზღვროს დახმარება არაუმეტეს 1000 ლარისა.
გ)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან (გარკვეული პროცენტით) და უჭირთ თანხის 100 %–ით შევსება, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა.
მუხლი 17🔗.
კომისიის ოქმები და დასკვნები
1.
კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2.
კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3.
კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4.
კომისიის ოქმი კომისიის თავმჯდომარის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 18🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის ოქმის და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 19🔗.
სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1.
დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამებიდან.
2.
სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება - მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.