„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1786
სარეგისტრაციო კოდი
340.140.000.05.001.001.925
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 18/07/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 165) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დგინდება სურსათისა და თამბაქოს წარმოების, მანიპულირებისა და ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესები.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომხმარებლის ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობა ადგენს შეფუთვებზე, ჭურჭელზე, სურსათის გასაყიდად განკუთვნილ სხვა ტარაზე ან თვით სურსათზე აუცილებელი მონაცემების (შიგთავსის, სურსათისა და თამბაქოს მწარმოებლის შესახებ) აღნიშვნათა ჩამონათვალს.“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით:

ა) იზღუდება ან იკრძალება გარკვეული მეთოდების გამოყენების დაშვება თამბაქოს ნაწარმის დამზადების ან მანიპულირების დროს;

ბ) განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმზე გამაფრთხილებელი წარწერის დატანის წესი.“.

5. V თავი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ნორმატიულ აქტებში.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1786–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.06.2005.
როდის იქნა მიღებული „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1786. სარეგისტრაციო კოდი — 340.140.000.05.001.001.925.
სად არის „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1786, 24.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 340.140.000.05.001.001.925 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/26908/