„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 23 დეკემბრის №898 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
140120000.22.038.016434
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №19

2015 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 23 დეკემბრის №898 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 23 დეკემბრის №898 ბრძანებით (სსმ, 157, 25/12/2009) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე – „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული   თანამდებობის პირთა  ნუსხის მე-4 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირები.

2. ქვედანაყოფი – სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი), სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგტენტო) სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც ამ წესის შესაბამისად მოქმედებენ სამინისტროს სისტემაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“

 

2. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შეიარაღების საცავიდან გაცემის (მიღების) საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ქვედანაყოფის/დანაყოფის უფლებამოსილი ხელმძღვანელის მოტივირებული განცხადება, რომელიც უნდა მოიცავდეს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დასახელების, რაოდენობის და მისი მიმღები უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მონაცემებს (დაკავებული თანამდებობა, გვარი, სახელი, სამსახურებრივი მოწმობის ნომერი). დაუშვებელია პატაკში მითითებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გარდა სხვა სახის შეიარაღების გაცემა, თუ დამატებითი მოთხოვნა არ წარმოადგენს გასაცემი ძირითადი ქონების მაკომპლექტებელ მასალას და აღჭურვილობას.

2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთათვის შეიარაღების საცავიდან იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემა ხდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი მინისტრის მოადგილის თანხმობით; პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთათვის პრობაციის ეროვნული  სააგენტოს უფროსის, ხოლო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა (შემდგომში - სისტემის ორგანო) უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთათვის – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით.“

 

3. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

სისტემის ორგანოების ოპერატიულ სამორიგეოში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დაბრუნების შეფერხებისას, ოპერატიული მორიგე შეფერხების მიზეზის გაურკვევლობის თითოეულ ფაქტზე განცხადებით ახსენებს დანაყოფის ხელმძღვანელს. იარაღის დაბრუნების უსაფუძვლო შეყოვნებისას დგება მოსამსახურის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხი.“

მუხლი 8

სისტემის ორგანოებში მორიგეობის გადაბარებისას ოპერატიული მორიგე ვალდებულია შეამოწმოს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ფაქტობრივი და დოკუმენტალური მდგომარეობის რეალობა და სისწორე.“.

 

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობის პირთა  ნუსხის  მე- 4 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი