შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 08.01.2018
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,206 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2015 მიღება
08.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2015 წლის 30 იანვარი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, მიგრაციისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №15 დადგენილება (გამოქვეყნებული გაზეთი ,,აჭარა” 16.01.07, №07, გვ.12). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე დანართი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი ჯანმრთე­ლობის დაცვის სოციალური ინფრასტუქტურის მართვის, უმუშევართა დახმარების მუნი­ციპალურ პროგრამათა განხორციელებას, ეკომიგრანტთა და ვეტერანთა საქმეების სფეროში, სამართლებრივი ამოცანებისა და ფუნქციების უზრუნველყოფას.  2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით  საკრებულოს მიერ. 4. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის საფუძველი და პრინციპები 1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონების, სხვა ნორმატიუკლი აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე. 2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებ­ლის წინაშე. 3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედვე­ლობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს მუნიცი­პალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალი­ტეტის საკრებულო. 5. სამსახურის დაფინანსება ხდება შუახევის მუნიციპალი­ტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 6. სამსახურს აქვს მრგვალი ბეჭედი სამსახურის სახელწო­დების აღნიშვნით. 7. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა შუახევი, თამარ მეფის ქუჩა №30. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სფეროში სამსახურის ფუნქციებია: ა) შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბი­ლი­ტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოცი­ა­ლური გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონის­ძიებათა დაგეგმვა; დ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზი; ე) საკარანტინო, განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ბუნებ­რივი კერების შესწავლა და მათზე ეპიდზედამ­ხედველობაში სათა­ნადო სამსახურებისათვის ხელის შეწყობა;  ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მარტო­ხელა პენსიონერისა და სოციალურად დაუცველი კატეგორიის აღრიცხვა; ზ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოცი­ალურ დახმარებასა და სხვა სახის შეღავათებზე წინადადებების მომზადება, იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმა­რებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; თ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ი) შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაც­ვის, დასაქმებისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლ­იტიკის გატრებაში ხელშეწყობა. 2. მიგრაციისა და ვეტერანთა საქმეების საკითხებში სამსა­ხურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტში მიგრაციული პროცესების მმართვის საზო­გადოებრივი სისტემის ჩამოყალიბება და ამ სფეროში ხელი­სუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთ­შეთან­ხმე­ბული საქმიანობა; ბ) მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური და საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ხანძარი, მეწყერი, ზვავ­საშიშ­როება) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, მიგრა­ციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა; გ) ეკომიგრანტთა კატეგორიების დადგენა, სათანადო ბარათე­ბის შექმნა. იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა; დ) მიგრაციული ნაკადების აღრიცხვის კონტროლი და პრო­ცესების მართვა; ე) სტიქიური უბედურებებისა და მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვ­რები მოსახლეობის მდგომარეობის შესწავლა, გეოლოგიური სამ­სა­ხურის დასკვნის საფუძველზე კატეგორიების განსაზღვრა, სიე­ბის შედგენა, დაზუსტება და წარდგენა შესაბამის სამთავრობო სტრუქ­ტურაში; ვ) სტიქიაში მოხვედრილი მოსახლეობის, განსახლებისა და სოცი­ალური პრობლემების გადასაჭრელად საკითხთა დასმა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვა­ნე­ლობასთან, მიგრაციისა და განსახლების დეპარტამენტში მუნიციპალიტეტის სტიქიასაშიშ დასახლებიდან მოსალოდ­ნელი მიგრაციის პროგნოზირება, განსახლების პროგრამების გან­ხორციელება და განხორციელების შესახებ წინადადებების და პროექ­ტების მომზადება. მოსახლეობის პრობლემების შესწავლა ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებების დაცვა; ზ) სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწ­ყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტა­ციისათვის საჭირო ღონისძიების გატარება; თ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტე­ბით გათვალისწინებულ ვეტერანთა სამართლებრივი და სოცია­ლურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფა. სახელმწიფო თუ ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ ღონისძიებათა სისტემის შემუშავება, მათი აღსრუ­ლება და შესრულების სისტემატური კონტროლი; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრების ან ბრძოლებში დაღუპულთა, დაჭრილთა დაავადებულთა რეაბილიტაციის, პროფე­სიული ორიენტაციის და სოციალური ადაპტაციის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება; კ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავება და შესრუ­ლების კოორდინაცია, კონტროლი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა მიმართებაში; ლ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, უგზო-უკვლოდ დაკარ­გულთა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, კანონით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა და აღრიცხვის მასალების წარდგენა საქართველოს ვეტერანთა საქმეების სააღრიცხვო-საინფორმაციო სამმართველოში და მომხდარ ცვლილებებზე კონტროლის გაწევა; მ) თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან სარი­ტუ­ალო მომსა­ხურების, ხანდაზმული და მარტოხელა ვეტერანთა საპა­ტრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზება, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება, საფლავებისა და მემორიალური ობე­ლისკების მოწყობა და აღრიცხვა; ნ) ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შე­ლახ­ვის გამომწვევი მიზეზების დროულად გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება. ვეტერანთა სოცი­ალური დაცვის მიზნით მიზნობრივი პროგრამების განუხრელი შეს­რულება და კონტროლი; ო) ვეტერანთა ორგანიზაციებთან და კავშირებთან ურთიერ­თობის განმტკიცება, გაფართოება და არასამთავრობო ორგანი­ზაციებთან თანამშრომლობა; პ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილებანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლება­მოსილია: ა) სათანადო ორგანიზაციებთან შეთანხმებით გადაწყვიტოს სოციალურად დაუცველი კატეგორიის დაცვისა და სხვა საკითხები; ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე დასვას საკითხი იმ ფულადი სახსრების გამოყოფაზე, რაც ხელს შეუწყობს თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში; გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები; დ) დაამყაროს კოორდინირებული ურთიერთობა აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოსთან; ე) შეიმუშაოს წინადადებები და დასკვნები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალ­ლურ საკითხთა, ეკომიგრაციის, ომისა და სამხედ­რო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის გაუმჯობესების სა­კით­ხებზე; ვ) მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქ­მედი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მოსახლეობის ჯანმრთე­ლობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, მიგრაციის, საგანგებო სიტუ­აციების და ვეტერანთა სოციალური დაცვის საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოების წინაშე დაა­ყენოს საკითხი წინადადება საკითხების სამთავრობი დონეზე გან­ხილვისათვის; ზ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭი­რო­ების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუს­ტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქ­ტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოთხოვოს საჭირო ინფორმაცია. მუხლი 5🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;  დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;  ე) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;  ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, წარდგინებებს და წარუდგენს გამგებელს შესაბამის დასკვნას; ზ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;  თ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას; ი) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; კ) უშუალოდ უძღვება სამსახურს წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას; ლ) ამზადებს გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტებს; მ) სამსახურის საქმიანობაში სამართალშემოქმედების ამაღლების მიზნით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; ნ) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას; ო) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; პ) ესწრება გამგეობის ხელმძღვანელი პირების თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს; ჟ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს სამსახურის საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; ტ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებელის წინაშე. მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: