⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.01.2017)
გაუქმებულია:

სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.01.2015
ძალის დაკარგვა 27.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018389
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 820 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2015 მიღება
27.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №5 2015 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21​7 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის  (28 ნოემბერი, 2014 წ. №2822-Iს) მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1.  შეიქმნას  სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე); ბ) ლია გიგაური - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე (სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); გ) გიორგი შარვაშიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; დ) გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ე) გიორგი ალიბეგაშვილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ვ) გიორგი მაჩაბელი - სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი; ზ) მანანა რატიანი - სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი; თ) ია კუტალაძე - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ი) იოსებ სალუქვაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; კ) ქეთევან ჭკუასელი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ლ) ნინო ჟვანია - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; მ) სოფიკო ლობჟანიძე - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების სკოლის ხელმძღვანელი; ნ) თამარ კაპანაძე - სსიპ - თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი; ო) მანანა სეხნიაშვილი - სსიპ - ქალაქ თბილისის №126 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი; პ) თორნიკე დიასამიძე - სსიპ - ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის მასწავლებელი; ჟ) გრიგოლ მურღულია - შპს „ლოგოსის“ დირექტორი; რ) მაია კობახიძე - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი; ს) ირინა ხანთაძე - კონსულტაციისა და ტრეინინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი (სახელმწიფო კომისიის მდივანი); ტ) რევაზ აფხაზავა - ა(ა)იპ - კავშირი განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. 2. დამტკიცდეს სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სახელმწიფო კომისის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო კომისიის ვალდებულებებსა და მუშაობის წესს. 2. თავის საქმიანობაში სახელმწიფო კომისია ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელ­შეკ­რულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკა­ნონმდებლო და კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა 1. სახელმწიფო კომისია შედგება სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და სახელმწიფო კომისიის წევრებისაგან. 2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში, სახელმწიფო კომისიის სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტებმა, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე მომუშავე ექსპერტებმა, მასწავლებლებმა, საჯარო სკოლის დირექტორებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. 3. სახელმწიფო კომისიის სხდომების ორგანიზებასა და სახელმწიფო კომისიის სხდომის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს სახელმწიფო კომისიის მდივანი. სახელმწიფო კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სახელმწიფო კომისიის სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. 4. სახელმწიფო კომისია, ცალკეული საკითხების შესწავლისა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადების მიზნით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. მუხლი 3🔗. სახელმწიფო კომისიის ვალდებულება სახელმწიფო კომისია ვალდებულია 2015 წლის 1 თებერვლამდე: ა) განსაზღვროს მასწავლებლის შეფასების წესი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; ბ) განსაზღვროს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; გ) განსაზღვროს მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; დ) განსაზღვროს  მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზები და საშუალებები  და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; ე) განსაზღვროს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; ვ) განსაზღვროს მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; ზ) განსაზღვროს კრედიტქულების შეწონვის წესი, კრედიტქულების განაწილების პრინციპები და კრედიტქულების გაანგარიშების წესი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; თ) მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, დაადგინოს კრედიტქულები და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; ი) დაადგინოს კრედიტქულების დაგროვების ვადები და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მუხლი 4🔗. სახელმწიფო კომისიის მუშაობის წესი 1. სახელმწიფო კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. 2. სახელმწიფო კომისიის სხდომა მოიწვევა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვ­ნით. 3. სახელმწიფო კომისიის სხდომას უძღვება სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. სახელმწიფო კომისიის სხდომის დღის წესრიგს, სახელმწიფო კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. 5. სახელმწიფო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება სახელმწიფო კომისიის წევრთა ნახევარი მაინც. სახელმწიფო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სახელმწიფო კომისიის სხდო­­მაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანა­ბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სახელმწიფო კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. სახელმწიფო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სახელმწიფო კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე და სახელმწიფო კომისიის მდივანი. 8. სახელმწიფო კომისიის წევრის მოსაზრება შეიტანება სახელმწიფო კომისიის სხდომის ოქმში. მოსაზრების წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, იგი ერთვის სახელმწიფო კომისიის სხდომის ოქმს. 9. სახელმწიფო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სახელმწიფო კომისიის სხდომის დასრუ­ლებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. მუხლი 5🔗. სახელმწიფო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა სახელმწიფო კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.