„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 2 აპრილის N05/81 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/10
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016135
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/10

2015 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 2 აპრილის №05/81 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ


მუხლი 1
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 2 აპრილის №05/81 ბრძანებით დამტკიცებულ - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის  ამოცანებია: 

ა) ქართული ლიტერატურის ქვეყნის საზღვრებს გარეთ თარგმნისა და გამოცემის სტრატეგიის განსაზღვრა და უცხოელი გამომცემლებისთვის, თარგმანების გამოცემის მიზნით, კონკურსების გამოცხადება და სპეცილური პროგრამების შეთავაზება;

ბ) ქართული და უცხოური ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება და ლიტერატურის მთარგმნელებისათვის სპეციალური სემინარების, კონფერენციების მოწყობა და მოკლევადიანი სარეზიდენტო პროგრამების შეთავაზება;

გ) ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის მიმართულებით საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რესურსის გამოყენება;  

დ) საზღვრებს გარეთ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სტენდის კონცეფციის და მხატვრული პროგრამების შემუშავება და ერთიანი ეროვნული სტენდის მოწყობის ორგანიზება;

ე) ქართული წიგნისა და ლიტერატურის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ლიტერატურის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გავრცელება;

ვ) ქართული ლიტერატურის უცხოური ლიტერატურის თარგმანებით გამდიდრების მიზნით, ქართველი გამომცემლებისთვის სპეციალური კონკურსების გამოცხადება;

ზ) საქართველოში საგამომცემლო სექტორის განვითარების მიმართულებით სპეციალური კონფერენციების და ფორუმების ორგანიზება;

თ) ლიტერატურული აგენტის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა;

ი) ქართველი გამომცემლებისათვის, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, სპეციალური სემინარების ორგანიზება;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ქართული ლიტერატურული პროცესის პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;

ლ) საერთაშრისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება და კერძო სექტორთან თანამშრომლობა და დამატებითი თანხების მოძიება ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.“.

2. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. მოახდინოს ქართული წიგნისა და ლიტერატურის გავრცელების და პოპულარიზაციის მიზნით, ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ლიტერატურის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გავრცელება;

8. ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საგამომცემლო პროექტების განხორციელებას.“.

3. დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის   დირექტორი:

ა) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდს და ცენტრის ბიუჯეტს;

ბ) წარმართავს და ორგანიზებას უწევს ცენტრის საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას და პერსონალურად აგებს პასუხს ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განაგებს და განკარგავს ცენტრის  ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის   თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას, სტრუქტურას, ბიუჯეტს და შინაგანაწესს;

თ) ამტკიცებს ცენტრის  სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებას;

ი) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს  ცენტრის  დებულებაში ცვლილებების შეტანის, ასევე ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

კ) ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს;

ლ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია, განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები;

მ) ვალდებულია, მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.“.

4. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის  შემოქმედებით საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისგან  და  იკრიბება კვარტალში არანაკლებ ერთხელ“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბაქრაძე