ქუთაისის საქალაქო სასამართლო-განჩინება შპს"ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი" მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1966
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1966

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2015 წლი  16 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი /მოვალე/  - შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი’’; (საიდენტიფიკაციო კოდი - 245423091)

დირექტორი - მერაბ ფუტკარაძე

მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ;

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

გამოარკვია:

 

შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო- პრაქტიკული ცენტრის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მ ი მართა დირექტორმა მერაბ ფუტკარაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება 5744 ლარის ოდენობით, მათ შორის 640,27 ლარი წარმოადგენს საბიუჯეტო დავალიანებას. საზოგადოებას უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება. მოვალის ბალანსზეა 1 დასახელების ძირითადი საშუალება ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 155 ლარი, სხვა მოძრავი ქონება საზოგადოებას არ ა აქვს. შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო- პრაქტიკულ ცენტრ ი ს’’ საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,თიბისი ბანკში’’, სადაც ერიცხება 0,10 ლარი. ამავე დროს საწარმოს გააჩნია 6 პირის მიმართ დებიტორული დავალიანება 3260 ლარის ოდენობით, რომელთაგან 1844 ლარი არის შემოსავლების სამსახურთან არსებული ზედმეტობა. ამავე თანხებშია (3260 ლარი) გათვალისწინებული  ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს ,,ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოსათვის’’ შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო- პრაქტიკული ცენტრის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებული 1103 ლარი და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტის დებიტორული დავალი ა ნ ე ბა 313 ლარი, თუმცა ამ უკანასკნელი თანხის ამოღება ვერ ხერხდება, ვინაიდან მოვალე უარს აცხადებს დავალინების დაფარ ვა ზე ხანდაზმულობის გამო.

განმცხადებელმა მოითხოვა შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით  შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან  მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

   

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 11 დეკემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

     

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

    

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

     

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, და

 

დაადგინა:

 

1. შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი’’ (ს/ნ 245423091) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ქ. ბათუმის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.  განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                               გენადი მაკარიძე