დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018448
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №33

2015 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

    1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავების მიზნით, შეიქმნას უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:

 

ნოდარ ხადური

- 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;

 

გიორგი კვირიკაშვილი

 

-

 

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე;

 

გიორგი გახარია

-

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

 

გიორგი ქადაგიძე

-

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

დავით ლეჟავა

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;

 

ოთარ ნადარაია

- 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

 

ირმა ქავთარაძე

 

-

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი         განვითარების მინისტრის მოდგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;

 

ლალი ღოღობერიძე      

-

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი.

 

    2. სამუშაო ჯგუფმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად მოამზადოს:

   ა) საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის სამოქმედო გეგმა - არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ივნისისა;

   ბ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი - არა უგვიანეს 2015 წლის 30 ნოემბრისა.

   3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია.

 

პრემიერ-მინისტრი              ირაკლი ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2015.
როდის იქნა მიღებული „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“?
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ მიღებულია 16.01.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018448.
სად არის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“, №33, 16.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018448 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2693134/