საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-19
სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.030.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით დონდუა | საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის შევსების, სამგზავრო დოკუმენტებში მისი დატანის წესისა და საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-19
2015 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №524 დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციის მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის:
ა) ბლანკის ფორმა და აღწერილობა (დანართი №1);
ბ) ბლანკის შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესი (დანართი №2);
გ) ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3);
მუხლი 2🔗
დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ და საკონსულო დეპარტამენტებს ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება 2015 წლის 1 მარტამდე.
მუხლი 3🔗
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის ბლანკის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადება, შენახვა და აღრიცხვა.
მუხლი 4🔗
ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2015 წლის 1 მარტამდე.
მუხლი 5🔗
ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2015 წლის 1 მარტიდან.
მუხლი 6🔗
ეს ბრძანება, გარდა მე-2 და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს 2015 წლის1 მარტიდან.
მუხლი 7🔗
ამ ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით დონდუა