ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2015
ძალის დაკარგვა 29.03.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016277
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №67
2015 წლის 23 იანვარი
ქ. ქუთაისი
ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესი დანართის შესაბამისად.
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი
დანართი
ააიპ ,,სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების
წ ე ს ი
მუხლი 1🔗.
ეს წესი განსაზღვრავს ააიპ ,,სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების საკითხებს.
მუხლი 2🔗.
მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის ანაზღაურება ხორციელდება საათობრივი დატვირთვის შესაბამისად, შემდეგი ფორმულით C=A+BXJ, რომლის მიხედვითაც:
1.
C არის მწვრთნელის სრული ხელფასი თვეში;
2.
A – საბაზისო ხელფასი;
3.
B – ერთი კვირეული საათის ღირებულება;
4.
J – მწვრთნელის მიერ კვირაში ჩატარებული საათების რაოდენობა.
მუხლი 3🔗.
ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი განისაზღვროს 125 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ერთი კვირეული საათის ღირებულება განისაზღვროს 17 ლარის ოდენობით.
მუხლი 5🔗.
მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ ჩატარებული კვირეული საათების რაოდენობას განსაზღვრავს ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ადმინისტრაცია.
მუხლი 6🔗.
თუ მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ ჩატარებული კვირეული საათების რაოდენობა აღემატება 36 საათს, ხელფასის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნება რიცხვი 36. ხოლო, თუ მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ ჩატარებული კვირეული საათების რაოდენობა 6 საათზე ნაკლებია, ხელფასის გაანგარიშებისას საბაზისო ხელფასი არ გაანგარიშდება.
მუხლი 7🔗.
ააიპ-ის ადმინისტრაციისა და ტექნიკურ თანამშრომელთა ხელფასი, რომლებიც პარალელურად ეწევიან სამწვრთნელო-სააღმზრდელო საქმიანობას, გაანგარიშდება საბაზისო ხელფასის გარეშე.