📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის თაობაზე

მიღების თარიღი 23.01.2015
ძალის დაკარგვა 10.03.2016
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.116.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 423 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2015 მიღება
10.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარი ყურაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,3 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის თაობაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2015 წლის 23 იანვარი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის თაობაზე ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.გ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება. (www.matsne.gov.ge 07/03/2014წ. სარეგისტრაციო კოდი:200140030.35.116.016166). მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 1. ქ. ცაგერის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG XITL X C XK, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქ. ცაგერის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქ. ცაგერში ზონირება არ ხორციელდება); დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 30-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ცაგერში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN 0,3 1 0,24 30 2,16 3. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 1,08 ლარს. 4. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს – 0,54 ლარს. 5. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 75%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,62 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული წესი.