ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2015
ძალის დაკარგვა 06.02.2017
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.116.016243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარი ყურაშვილი | ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.02.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.03.2013
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2015 წლის 23 იანვარი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული რედაქციით (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №26 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 04/04/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.116.016121).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი
დანართი №1
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებიბის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები უნაზღაურდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 250 ლარისა:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის;
ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისთვის;
გ) საკრებულოს ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისთვის;
დ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის (შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გაფორმებით).
2. საკრებულოს წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თითოეული საქმიანობის განხორციელებისთვის ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლევა 50 ლარი.
მუხლი 2🔗
საკრებულოს წევრის მიერ ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების სხდომებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრებში მისი მონაწილეობის ამსახველი შესაბამისი საოქმო ჩანაწერი.
მუხლი 3🔗
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებათან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა თითოეული საკრებულოს წევრისთვის ყოველთვიურად განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 4🔗
საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.