⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.03.2018)
გაუქმებულია:

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.01.2015
ძალის დაკარგვა 13.03.2018
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.150.016078
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 220 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2015 მიღება
13.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2015 წლის 22 იანვარი ს. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №26  დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის  შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, თანდართული ფორმით (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი                                                                                                                                              დანართი №1 ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 125 (ას ოცდახუთი) ლარით ყოველთვიურად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ზღვრული ოდენობა გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. 3. საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიეცემა განსაზღვრული თანხა  საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის წარმოდგენილი ანაგარიშის საფუძველზე. 4. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველი მომდევნო თვის ბოლომდე  უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.