„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.165.016185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2015 წლის 22 იანვარი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2014,  010250020.35.165.016167). დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

შევიდეს  ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2014,   010260020.35.165.016137).

. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  141 მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 141. გამგებლის წარმომადგენლის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს უფლება აქვს სამსახურებრივი ბეჭედი გამოიყენოს დანიშნულებისამებრ. კერძოდ, დაამოწმოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის; პირის ან/და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების;  კონკრეტულ მისამართზე დროის გარკვეულ პერიოდში პირის ან/და პირთა ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობები.“

 

ბ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 281  მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის; პირის ან/და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების; კონკრეტულ მისამართზე დროის გარკვეულ პერიოდში პირის ან/და პირთა ცხოვრების ფაქტის დადასტურების  შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული