ცაგერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2015
ძალის დაკარგვა 09.02.2016
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარი ყურაშვილი | ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2015 წლის 23 იანვარი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი თანდართული
რედაქციით (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 ივლისის №2 დადგენილება ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის პირველი თებერვლიდან.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
ეს წესი განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, აგრეთვე ცაგერის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების სახეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ერთჯერადი ფულადი სოციალური
დახმარებები:
ა) ერთჯერადი სოციალური(ფულადი) დახმარება;
ბ) დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება;
გ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსება;
დ) მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
ე) გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება;
ვ) ომის ვეტერანთა დახმარებები;
ზ) მარტოხელა დედების დახმარება;
თ) ობოლი ბავშვების დახმარება;
ი) ხანდაზმულთა დახმარება.
მუხლი 2🔗.
ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს.
3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე;
ე) თემის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 3🔗.
დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება
1. ცაგერის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 100(ასი) ლარის ოდენობით, ტრანსპორტის ხარჯებისათვის იმ ქალაქში , სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსლაცია“.
2. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი(აიდი ბარათის შემთხვევაში - საინფორმაციო ფურცელი);
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა –100;
დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან,სადაც უტარდება დიალიზი;
ე) საბანკო ანგარიშის მონაცემები.
მუხლი 4🔗.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
1. სხვადასხვა სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური,კარდიო-ქირურგიული, ნეოროქირურგიული, უროლოგიური)
თანადაფინანსება სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000(ათასი) ლარისა.
2. სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია(400 ლარზე მეტი)პირის გადასახდელი თანხის 30%.
3. სხვა მძიმე დაავადებები:
ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკისონიზმით დაავადებული პაციენტები;
გ) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის (იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, დისცირკულატორული ენცეფალოპათია მე-2, მე-3 ხარისხი. ახალი შემთხვევა 1 წლამდე).
დ) შაქრიანი დიაბეტით ტიპი 1–2 ინსულინ დამოკიდებული პაციენტები,მძიმე მიმდინარეობით, გართულებული მხედველობის, გულის, თირკმლის. ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით.
ე) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა მე-2 ხარისხით.
ვ) გულის იშემიური დაავადებები.შუნტირებისა და სტენდირების შემდგომი პერიოდი.(ახალი შემთხვევა 1 წლამდე, გულის ქრონიკული, შეგუბებითი უკმარისობა მე-2, მე-3 ხარისხი).
ზ) ტოქსიკური ჩიყვი მძიმე მიმდინარეობით (ფორმა 100 შევსებული ენდოკრინოლოგის ან ენდოკრინოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით)
;
თ) რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით. გართულებული გულის მანკით და თავის ტვინის რევმატიზმი;
ი) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მძიმე ფორმით (გართულებული);
კ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერემბრალური დამბლით და სხვა პარალიზირებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები;
ლ) შემაერთი ქსოვილის სისტემური დაავადებები,საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით,სახსრების ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით;
მ) სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები მძიმე მიმდინარეობით,ხშირი გამწვავებებით;
ნ) ონკოლოგიური დაავადებები მე-2, მე-3, მე-4 კლინიკური ჯგუფი, ქიმიო-თერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.
(ფორმა 100 (ონკო-ცენტრიდან) შევსებული ონკოლოგის ან ონკოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით) დაავადების გამოვლენიდან 5 წლის განმავლობაში ან რეციდივის არსებობისას;
ო) სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევების დროს მიღებული დაზიანებების მკურნალობა (ტრავმები, მოწამვლები, გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებები - 1 წლამდე);
პ) კანის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით;
ჟ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსირებული, ქრონიკული ჰეპატიტი „ც’’ და „ბ’’ აქტიური, ხშირი გამწვავებებით (ფორმა 100 შევსებული ჰეპათოლოგის მიერ ან ჰეპათოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით);
რ) ქრონიკული, არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის უკმარისობა მე-3, მე-4 სტადია.მძიმე მიმდინარეობით (ფორმა 100 შევსებული უნდა იყოს ანგიოლოგის მიერ ან ანგიოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით);
ს) თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დაავადებები;
ტ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით;
უ) უსინათლო ინვალიდები.
4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 150-დან 250 ლარამდე, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა ფარგლებში.
5. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა,
მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (აიდი ბარათის შემთხვევაში-საინფორმაციო ფურცელი);
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი (აიდი ბარათის შემთხვევაში - საინფორმაციო ფურცელი). არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№100) განახლებული;
ე) ანგარიშ-ფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;
ზ) საბანკო ანგარიშის მონაცემები;
თ) თემის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 5🔗.
მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:
ა) პირველი და მეორე შვილის დაბადებისას - 200 ლარი;
ბ) მესამე შვილის დაბადებისას - 300 ლარი;
გ) მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას - 100 ლარის ზრდით.
დ) ტყუპეპის შეძენის შემთხვევაში - შესაბამისად თანხა ორმაგდება.
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი (4 შვილზე დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარით,ხოლო მეტი შვილის შემთხვევაში 100 ლარის ზრდით.
3. დახმარება გაიცემა ერთჯერადად საანგარიშო წლის განმავლობაში.
4. უფლებამოსილმა პირმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (მამის, მარტოხელა დედის) მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები (აიდი ბარათის შემთხვევაში - საინფორმაციო ფურცელი).
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);
დ) ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;
ვ) თემის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 6🔗.
გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 200 ლარი;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. სარიტუალო მომსახურების თანხა - 200 ლარი.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) გარდაცვლილის ოჯახის სრულწლოვანი წევრის (დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (აიდი ბარათის შემთხვევაში - საინფორმაციო ფურცელი);
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი.
ე) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ვ) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირისპირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები ან მაღაზიის რეკვიზიტები.
ზ) თემის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 7🔗.
ომის ვეტერანთა დახმარებები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს, 150 ლარის ოდენობით.
2. ავღანეთის ომის ვეტერანებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებზე (101 ვეტერანი) წლის განმავლობაში ზამთრის სეზონისათვის გაიცეს 50 (ორმოცდაათი) ლარი შეშის ბილეთის შესაძენად.
3. ცხინვალში საომარი მოქმედებისას გმირულად დაღუპული ზურაბ ავთოს ძე ეფაძის, აფხაზეთის ომის პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული რევაზ ვალიკოს ძე კვირიკაშვილის და ასევე აფხაზეთში დაღუპული მეომრის ვეფხია ანზორის ძე მურცხვალაძის ოჯახებს მიეცეს ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) ვეტერანის ოჯახის წევრის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (აიდი ბარათის შემთხვევაში - საინფორმაციო ფურცელი);
გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (გარდა უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა)
;
დ) პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები;
ე) თემის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 8🔗.
მარტოხელა დედების მატერიალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ მარტოხელა დედებს. რომლებსაც შვილები თავიანთ გვარზე ჰყავთ რეგისტრირებული.
2. დახმარება განისაზღვრება 250 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი(აიდი ბარათის შემთხვევაში - საინფორმაციო ფურცელი);
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;
ე) პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები;
ვ) თემის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 9🔗.
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი მატერიალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც დედ-მამით ობოლნი არიან. დახმარების თანხა 250 ლარი.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) მეურვის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების პირადობის მოწმობის ასლები;
დ) დედ-მამის გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;
ვ) მეურვის საბანკო ანგარიშის მონაცემები;
ზ) თემის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 10🔗.
ხანდაზმულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 95 წელს ზევით.
2. დახმარების თანხა განისაზღვრება 95-დან 100 წლამდე -100 ლარის ოდენობით,100-დან ზევით 200 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) ხანდაზმულის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი(აიდი ბარათის შემთხვევაში საინფორმაციო ფურცელი);
გ) ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ხანდაზმულის საბანკო ანგარიშის მონაცემები;
ე) თემის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 11🔗.
ბენეფიციარის (დახმარების მიმღების) მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი (დახმარების მიმღები) წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ცაგერის მუნიციპალიტეტს.
2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.
3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაცია სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადაეცემა სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 12🔗.
კომისია
1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.
3. კომისია იკრიბება თვეში ერთჯერ დაამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
4. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ,
3-4 დღით ადრე განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
6. კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
7. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.
8. კომისია უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური მდგომარეობის შესწავლას და წარმოადგენს წინადადებებს(რეკომენდაციებს) იმ სოციალური პროგრამების განხორციელების შესახებ, რომლებიც ამ წესში არ არის ასახული.
მუხლი 13🔗.
კომისიის სხდომის ოქმები
1. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას.
3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.
4. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
მუხლი 14🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
2. განსაკუთრებულ (გადაუდებელ)
შემთხვევაში კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, თვეში რამდენჯერმე.
მუხლი 15🔗.
დახმარების გაცემა
1. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით(დახმარების მიმღების (გარდაცვლილის ოჯახის წევრის) მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე) დადგენილი წესით.