„ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.147.016090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2015 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 25/12/2014; 190020020.35.147.016082)  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

  ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი  ამოღებულ იქნეს.

  ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი“.

  გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით იძულებით გადაადგილებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტიდან გაეწევათ სოციალური დახმარება“.

  დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი და რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში“.

  ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული პირები, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

,, მუხლი 111.  გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება

1. ერთჯერადად  ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული გეგმური და ურგენტული ოპერაციები, დახმარების მიმღების (პაციენტის) მიერ გადახდილი თანხის 30% ფარგლებში, არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქეები რომლებიც  მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში .

2. დახმარების მიმღები (პაციენტი) დაფინანსებას მიიღებს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე  (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე);

ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) (ოპერაციის შემდგომ);

ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ( პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ;

ვ) დახმარების მიმღების (პაციენტი) დევნილობის მოწმობის ასლი;

გ) ანგარიშსწორება ( მათ შორის, საბოლოო კალკულაცია);

3. ანაზღაურება მოხდება დახმარების მიმღების(პაციენტის) მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.01.2015.
როდის იქნა მიღებული „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.01.2015. მიმღები ორგანო — ერედვის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.147.016090.
რამდენი მუხლისგან შედგება „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №8, 23.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.147.016090 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2694758/