თბილისის საქალაქო განჩინება შპს "პალმი" -ის გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/186119-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე #2/18619-14 (330213114628518)

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

 

განმცხადებელი: შპს ”პალმი” (ს/კ 202437611)

წარმომადგენელი: ინგა გაბრიელიანი

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

 

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ”პალმის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს ”პალმის” (ს/კ 202417611) წარმომადგენელმა - ინგა გაბრელიანმა.

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს ”პალმმა’’ 2012 წლის ივლისის თვეში შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. 2014 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ორგანიზაციის არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც გააჩნია დავალიანება 5802.26 (ხუთი ათას რვაას ორი მთელი ოცდაექვსი მეასედი) ლარის ოდენობით.. ორგანიზაციას არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები. მოვალეს არ აქვს ფულადი სახსრები, არ ჰყავს დებიტორები. საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ”პალმს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”პალმის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

 

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 18 ნოემბერს, ხოლო სსიპ ’’შემოსავლების სამსახურს’’ ჩაბარდა 2014 წლის 18 ნოემბერს; განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ”პალმის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს ”პალმის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია
შპს ”პალმის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ”პალმი’’ (ს/კ 202437611) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი ”პალმის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

2. განჩინების ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნება უზრუნველყოს მოვალე შპს ”პალმმა” (ს/კ 202437611).

 

3. მოვალე შპს ”პალმს’’ (ს/კ 202437611) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,#6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე: ბესიკ სისვაძე