ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს N37 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 იანვირს N3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის პირველი აგვისტოს N21 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2015 წლის 23 იანვარი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 24-ე მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 521 მუხლის და „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №2 დადგენილებით დამტკიცებული დანართის 37-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია დასრულდეს არაუგვიანეს 2015 წლის 10 თებერვლისა.
მუხლი 2🔗
რეორგანიზაცია შეეხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:
ა) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
ბ) განათლების, კულტურის და გენდერული თანასწორობის სამსახური;
გ) სახანძრო-სამაშველო სამსახური.
მუხლი 3🔗
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა განისაზღვროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილებ(ებ)ის შეტანის შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებ(ებ)ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებათა ნუსხა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ვადები, დანართის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადად განისაზღვროს 2015 წლის 10 იანვრიდან და ძალაშია 2015 წლის 10 თებერვლამდე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში – გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 2🔗.
სარეორგანიზაციო სტრუქტურები
რეორგანიზაცია შეეხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:
ა) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
ბ) განათლების, კულტურის და გენდერული თანასწორობის სამსახური;
გ) სახანძრო-სამაშველო სამსახური.
მუხლი 3🔗.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები
1.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია დასრულდეს არაუგვიანეს 2015 წლის 10 თებერვლისა.
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების დებულებებსა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში შესატანი ცვლილებ(ებ)ის დოკუმენტ(ებ)ის პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2015 წლის 5 თებერვლამდე;
ბ) რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე არაუგვიანეს 2015 წლის 12 იანვრისა;
დ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია არაუგვიანეს 2015 წლის 10 იანვრისა. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სალიკვიდაციო ღონისძიებები დასრულდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის №204 ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში;
ე) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის ვადად განისაზღვროს არუგვიანეს 15 იანვარი.
მუხლი 4🔗.
რეორგანიზაციის პროცესში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის რეჟიმი.
რეორგანიზაციის პროცესში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს მერიისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ვადების დაცვით, საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
2. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება.
3. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია . ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისია.