ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2015
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა გოგოლაძე | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| IMG | ITL |
| 0,52 | 0,8 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 06.12.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2015 წლის 6 თებერვალი
ქ. ჭიათურა
ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქ. ჭიათურის ტერიტორია დაიყოს სამ ზონად: ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებად.
მუხლი 2🔗
1.
ქ. ჭიათურის ცენტრალურ ზონაში დამტკიცდეს: ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი პირველი მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში.
2.
ქ. ჭიათურის შუალედურ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩის №1-დან №94-ის ჩათვლით, მღვიმევის, გიორგაძის, ჩაჩანიძის (ყოფილი მოსკოვის), წმინდა გერმანეს, ცხოვრებაძის, 9 აპრილის, ვაჟა-ფშაველას, ბარათაშვილის, ბელიაშვილის, თორღვაშვილის, ტყაბლაძის, ჭიღლაძის, ინტერნაციონალის, რუსთაველის, ქუთაისის, კუპატაძის (ყოფილი წულუკიძის), ბათუმის, ლეჟუბნის, თბილისის, ჯარბელის, ტაბიძის, ჭანტურიას ქუჩების ტერიტორიები, მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, საჩხერის გზატკეცილის, მდინარეების ყვირილისა და ჯრუჭულას მიმდებარე ტერიტორიები არსებულ საზღვრებში.
3.
ქ. ჭიათურის პერიფერიულ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩა №94-დან ზემოთ, ახალი დარკვეთისა და მღვიმევის მაღაროთა სამმართველოების მიმდებარე ტერიტორიები, სოფრომაძის, პატარიძის, ვაჩნაძის, ფანცულაიას, საბჭოს, ღვალაძის (ყოფილი საბჭოს ქუჩის მე-4 შესახვევი), წმინდა გიორგის, გაგარინის, გოგებაშვილის, ერისთავის, თავისუფლების, მუხაძის, სიხარულიძის, ფრანგიშვილის, ბაქრაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქ. ჭიათურის ზონირების თანდართული სქემატური რუკა (დანართი №1).
მუხლი 4🔗
დადგინდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების შესაბამისად №2 დანართის მიხედვით.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 06 დეკემბრის №22 დადგენილება (სსმ, 12/12/2013).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეპაატა გოგოლაძე
დანართი №1
დანართი №2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნორმატიული ფასი ზონების შესაბამისად
მუხლი 1🔗
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 (ერთი) კვ.მ. ფართობზე გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN=IMG x ITL x C x K სადაც:
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების მიხედვით;
ბ)
IMG არის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მიკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0,52-ს.
გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი დადგენილი ზონების მიხედვით და შესაბამისად უდრის:
გ.ა)
ცენტრალური ზონისათვის - 1,2-ს;
გ.ბ)
შუალედური ზონისათვის - 1,0-ს;
გ.გ)
პერიფერიული ზონისათვის - 0,8-ს;
დ)
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია.
ე)
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა უდრის 80-ს.
მუხლი 2🔗
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
ცენტრალური ზონა
0,52
1,2
0,24
80
12,0
შუალედური ზონა
0,52
1,0
0,24
80
10,0
პერიფერიული ზონა
0,52
0,8
0,24
80
8,0
მუხლი 3🔗
სოფლებში 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 40%-ით და იგი შეადგენს 4,0 ლარს.
მუხლი 4🔗
დასახლებათაშორის არეალებში 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 3,0 ლარს.
მუხლი 5🔗
დასახლებათაშორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და იგი შეადგენს 5,0 ლარს.