სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება N02-62/ო- სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-62/ო
2015 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” (დანართი №1) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს შპს ,,ნაციონალურ სისხლის ბანკზე“ (ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის ქუჩა №49/8, ქეთევან წამებულის ქუჩა №47) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:
შპს ,,ნაციონალურ სისხლის ბანკის“ ხელმძღვანელის ლაშა გელაშვილის განცხადება №123316, 11.12.2014 წ., ადგილზე შემოწმების აქტი №3, 16.01.2015 წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №2, 20.01.2015 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე