ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2015
ძალის დაკარგვა 04.04.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 870 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2015 მიღება
04.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია
2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია
3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა
4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა
5 პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია
6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების - საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა
7 ძელსკამების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის
8 ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
# ღონისძიებების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2015 წლის 26 იანვარი ქ. ტყიბული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დ ა ა დ გ ი ნ ა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი, დანართი №1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი                                                                                                                         დანართი 1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (შემდგომში „ბ.მ.ა.“) საერთო ქონების განვითარების ხელშეწყობისათვის, პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელია არსებობდეს ამ მიზნით გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების  წესი, რომლითაც ერთის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობა,ხოლო მეორეს მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები კანონით დადგენილი წესით, შეთანხმდებიან ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სამუშაოების თანადაფინანსების პრინციპებზე. მუხლი 1🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს,ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში (შემდგომში „სამსახური“) აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას. მუხლი 2🔗 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ სამსახურში აღრიცხვაზე დადგომისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების დაფუძნების ოქმის დედანი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ)„ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; ე) წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო კრების ნოტარიულად დამოწმებული ოქმის დედანი; ზ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 2. სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 3🔗   ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 4🔗  მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაგეგმილ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშემწყობ პროგრამაში, ამხანაგობების მონაწილეობა. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს: ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერასა და ბეჭედს, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს). მუხლი 5🔗 პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსება: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საჭირო მასალების შეძენასა და სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ, ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს თანადაფინანსების წესით შეძენილი მასალების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია გამოუყენებელი მასალები ამოიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან და დაასაწყობოს შენახვის წესების დაცვით, შემდგომი განკარგვის მიზნით (ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, რომელთაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში მიეცათ შესაბამისი ასიგნება სარემონტო მასალების შესაძენად). 3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მიღებაზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ:       - განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამზადებული ხარჯთაღრიცხვა და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების დანართ #2-ში  აღნიშნული ამხანაგობის წილის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის ორიგინალი. 4. პროგრამით განსაზღვრული საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადება მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა უზრუნველყოს 100%-იანი დაფინანსებით. 5. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების N2 დანართის შესაბამისად. მუხლი 6🔗 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრატსრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. 2. სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. გამგებლის მიერ, თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში,  წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი. 4. განცხადება არ დაკმაყოფილდება თუ: ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია; ბ) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით; გ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარდა გარკვეული შემთხვევებისა. დანართი 2 პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა # ღონისძიებების დასახელება თანადაფინანსების წილი % გამგეობის წილი % ამხანაგობის წილი % 1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია 90/10 90 10 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია 95/5 95 5 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა 95/5 95 5 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა 90/10 90 10 5 პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 90/10 90 10 6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების - საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა 95/5 95 5 7 ძელსკამების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის 80/20 80 20 8 ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის 80/20 80 20