მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№3
2015 წლის 23 იანვარი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 21 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 21,01,2014, ს/კ 010250020.35.109.016092).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი
აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობისათვის დახმარებისა და შემწეობების გაცემის კრიტერიუმებს და დახმარების მისაღებად წარმოსადგენს აუცილებელ დოკუმენტთა ნუსხას.
მუხლი 1🔗.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება განისაზღვრება: სამედიცინო სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება.
ა) 500 ლარამდე – 100%-ით;
ბ) 2000 ლარამდე – 60%-ით;
გ) 2000 ლარზე ზევით – 1300 ლარით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100);
ბ) ანგარიშფქტურა;
გ) ინფორმაცია პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შესახებ;
დ) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
ე) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) განცხადება.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 2🔗.
ახალშობილთა დახმარება
ახალშობილთა დახმარება შეადგენს 200 ლარს.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განცხადება.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 50-250 ლარს.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
გ) განცხადება.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
პირველი ჯგუფის უსინათლოების ერთჯერადი დახმარება( თითოეულს 100 ლარის ოდენობით).
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
გ) განცხადება.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 4🔗.
ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონერების ერთჯერადი დახმარება
ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონერების ერთჯერადი დახმარება შეადგენს 100 ლარს.
დახმარების მისაღებად საჭიროა სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილებიდან ცნობა პენსიონრობის შესახებ.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალეზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება
1. დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფიანასება განისაზღვროს წელიწადში ერთხელ 1000 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება 500 ლარით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განცხადება
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გათვალისწინებულია შემდეგ კატეგორიებზე:
ა) პიროვნებას, რომელსაც სტიქიური კატასტროფის შედეგად არ აქვს საცხოვრებელი სახლი ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო;
ბ) პიროვნებას, რომლის საცხოვრებელი სახლი სტიქიური კატასტროფის შედეგად საშიშია საცხოვრებლად.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
ბ) საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველი CD დისკი;
გ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა სახანძრო სამსახურიდან;
დ) განცხადება;
ე) პირადობის მოწმობის ასლი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება განისაზღვრება 200 ლარით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან ცნობა პენსიონრობის შესახებ;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება
ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება განისაზღვროს:
ა) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა დახმარება განისაზღვრება 250 ლარით;
ბ) უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების დაკრძალვის თანხა განისაზღვრება 150 ლარით;
გ) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის თანხა განისაზღვრება 150 ლარით.
ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) გარდაცვლილი ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) მემკვიდრის მოწმობის ასლი;
ე) განცხადება.
მარტოხელა შეჭირვებული მოქალაქისა და დევნილის დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა წარმომადგენლიდან:
ბ.ა) გარდაცვლილის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
ბ.ბ) გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის შესახებ, ვისაც ჩაერიცხება აღნიშნული სარიტუალო დახმარება;
გ) განცხადება.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება
18 წლამდე ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს :
ა) ობლების შემთხვევაში - 200 ლარით;
ბ) დედ-მამით ობლების შემთხვევაში - 500 ლარით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილებიდან ცნობა პენსიონრობის შეასახებ;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება განისაზღვროს 200 ლარით ;
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ყველა შვილის (ხუთი და ხუთზე მეტი, ერთი 18 წლამდე) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ქორწინების მოწმობის ასლი;
გ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განცხადება.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:
ა) დედ-მამით ობოლი;
ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული0-დან 57000- ჩათ. სარეიტინგო ქულა
2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 57000- ჩათ. სოციალური სარეიტინგო ქულა.
5. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
გადაუდებელი შემთხვევა
გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ბენეფიციარისათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და როდესაც დაუფინანსებლობამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის საგარანტიო წერილის საფუძველზე.
2.ფულადი დახმარებების გაცემას უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური სოციალური კომისიის სხდომის ოქმის და გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.