„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1802
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.001.936
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 11/07/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) 127-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან.

22. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის თაობაზე პირის მიერ სარჩელის წარდგენა არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1802-რს