საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2015
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016314
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე | ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის“ სპორტსმენების მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და სამტრედიის მუნიციპალიტეტის პროგრამულ დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2015 წლის 26 იანვარი
ქ. ხაშური
ხაშური საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–16 მუხლის მე–4 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ანაზღაურების წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე
დანართი №1
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფა
მუხლი 1🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების (სასპორტო სკოლის დირექტორის ბრძანებით წარმომადგენელად ინიშნება სასპორტო სკოლის სპეციალისტი შესაბამის სახეობებში, რომელიც პასუხისმგებელია შეჯიბრებებზე მივლენილი პირების ტრანსპორტირებაზე, კვებაზე და ღამისთევაზე) სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვების თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს.
მუხლი 2🔗
საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა.
2.1. დაფინანსება ხორციელდება ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულებებით.
მუხლი 3🔗
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების კვებისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
მუხლი 4🔗
რეგიონულ და რესპუბლიკურ სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა შეადგენს:
ა) სპორტსმენზე – 12 ლარი;
ბ) მწვრთნელზე – 12 ლარი;
გ) წარმომადგენელზე– 12 ლარი.
მუხლი 5🔗
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების კვებისათვის საჭირო თანხის გადარიცხვა მოხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის ანგარიშზე, სკოლის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
მუხლი 6🔗
ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ანგარიშგების მიზნით პასუხისმგებელი პირი ვალდებულია არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლას წარუდგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მუხლი 7🔗
სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა კვების დაფინანსების მიზნით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.